| ქალი და მამაკაცი |

თბილისის მერიასთან აქცია "მე ვკითხულობ გაზეთებს" მიმდინარეობს. აქციაში სხვადასხვა მედიასაშუალებებისა და საქართველოს პრესის ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად, რიგითი მოქალაქეებიც მონაწილეობენ. აქციის მონაწილეებს ხელში სიმბოლურად გაზეთები უკავიათ.
აქციას ასევე შეუერთდნენ "რესპუბლიკელები", "ლეიბორისტული პარტიის", "ხალხის პარტიისა" და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, მერია აუქციონის გამოცხადებით ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს.
"პირველი – მერიას სურს ქალაქის ბიუჯეტში მიიღოს დაუგეგმავი და დამატებითი თანხები და მეორე – გავლენა მოახდინოს ბეჭდურ მედიაზე, რომლის კონტროლსაც აქამდე ვერ ახერხებდა", - განაცხადა ხიდაშელმა.
აქცია პრესის ასოციაციისა და სხვადასხვა მედიასაშუალებების ორგანიზებით ტარდება.
როგორც ცნობილია, მერიამ პროექტ "1000 ჯიხურის" ფარგლებში აუქციონი გამოაცხადა. აუქციონი უმეტეს შემთხვევაში იმ ადგილებზეა გამოცხადებული, სადაც უკვე იდგა პრესის გავრცელების ჯიხურები. მათი აღების პროცესი უკვე დაწყებულია. საქართველოს პრესის ასოციაციამ საზოგადოების, ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის მიმართ მიმართვა გაავრცელა, რომელზე ხელმომწერებიც თბილისის მერიისგან ბეჭდვითი მედიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების შეჩერებას ითხოვენ.
"მოვითხოვთ, რომ ეს ე.წ. "ჯანსაღი კონკურენციის" საფარქვეშ მოქმედი აუქციონი არ შეეხოს იმ ჯიხურებს, სადაც უკვე წლების განმავლობაში ტრადიციულად იყიდება პრესა და, შესაბამისად, თბილისში დარჩეს თავისუფლების კუნძულები, სადაც მოქალაქეს შეეძლება ინფორმაციის მიღება და საკუთარი აზრის გამოტანა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე", - ნათქვამია მიმართვაში.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ჯეიმს ბონდებს ნაზი ქალი წვრთნის
ვაზაგაშვილები ”პირველ არხს” უჩივიან
კახა ბექაური: "მეცხრე არხი" არცერთ თანამშრომელს არ დაუტოვებია
გაზეთი "პოსტკრიპტუმი" ჟურნალისტის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს











ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
რას ხედავს სიზმარში ნუცა ხიდირბეგიშვილი 

ნანუკა ჟორჟოლიანი ჩაფიძის კლინიკაში მოხვდა
ია ანთაძე: ”შსს-ს განცხადება ცინიკურია”
შსს: გელა მთივლიშვილი არ გვიცემია
ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს პოლიციამ სცემა
"პირველი სტერეოს" ოფისი ტელეკომპანიის ყველა თანამშრომელმა დატოვა
ხატია ძერყორაშვილი: "ახალგორიდან მე და დედამ გადაცმულებმა გამოვაღწიეთ"
"1 სტერეოს" შენობას დეპუტატ დავით ბეჟუაშვილის წარმომადგენლები იკავებენ
კახა ბექაური - "მეცხრე არხმა" "თრიალეთის" 10%-იანი წილი იყიდა
კახა ბექაურს მე-9 არხზე ინგა გრიგოლია უნდა 






































































































