asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სკანდალი "მაესტროში" _ დამფუძნებლები ეროსი კიწმარიშვილის წინააღმდეგ
განცხადება
სკანდალი "მაესტროში" _ დამფუძნებლები ეროსი კიწმარიშვილის წინააღმდეგ

2011-11-29 13:01:00



ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებლები ეროსი კიწმარიშვილს სარედაქციო საქმიანობაში ჩარევის მცდელობაში. ადანაშაულებენ. "ინტერპრენიუსი" "მაესტროს" დამფუძნებლების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
"ა.წ. 28 დეკემბერს "მაესტროს" დამფუძნებელთათვის ცნობილი გახდა, რომ "მაესტროს" მართვის კომპანიის - "რუსთავის მედიის მართვის კომპანიის" დამფუძნებელმა, ეროსი კიწმარიშვილმა "მაესტროს" დირექციასა და დამფუძნებლებთან შეუთანხმებლად დანიშნა თათბირი "მაესტროს" ჟურნალისტებსა და პროდიუსერებთან. ვთვლით, რომ ეს ქმედება არის "მაესტროს" სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა. გარდა ამისა, "მაესტროს" დამფუძნებელთათვის, ცნობილია, რომ მმართველ კომპანიას დაგროვილი აქვს დავალიანება ტელეკომპანიის რამდენიმე პარტნიორთან, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის "მაესტროს" ნორმალურ ფუნქციონირებას. მოვუწოდებთ "მაესტროს" გენერალურ დირექტორს, ილია კიკაბიძეს, მოახდინოს რეაგირება ამ ფაქტებთან დაკავშირებით, რადგან "მაესტროს" სარედაქციო დამოუკიდებლობა ისევე იყოს უზრუნველყოფილი, როგორც ეს აქამდე იყო", - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ ეკატერინე აკობია, მაკა ასათიანი, გიორგი ებრალიძე, მამუკა ღლონტი, ლევან ჩიკვაიძე.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ეროსი კიწმარიშვილი
კავშირი ტეგთან: სკანდალი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online