asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სახალხო დამცველი პროკურატურას გაზეთ "ბათუმელების" საქმის შესწავლის რეკომენდაციით მიმართავს
მიმართვა
სახალხო დამცველი პროკურატურას გაზეთ "ბათუმელების" საქმის შესწავლის რეკომენდაციით მიმართავს

2011-11-28 14:33:00



სახალხო დამცველი მთავარ პროკურატურას გაზეთ "ბათუმელების" საქმის შესწავლის რეკომენდაციით მიმართავს.
როგორც ~ინტერპრესნიუსს~ სახალხო დამცველის ოფისიდან აცნობეს, სახალხო დამცველი საქართველოს მთავარ პროკურორს მოუწოდებს, შეისწავლოს გაზეთ "ბათუმელების" წარმომადგენლების მიერ მიწოდებული ინფორმაცია, საქმეზე ჭეშმარიტებისა და ეფექტური შედეგის დადგომის მიზნით.
მათივე ცნობით, 2011 წლის 20 ნოემბერს, გაზეთ ,,ბათუმელების" ინფორმაციით, გაზეთის დირექტორმა მზია ამაღლობელმა დაადგინა პიროვნება, რომელიც მათი გაზეთის საგამოძიებო ჯგუფის კოორდინატორს თედო ჯორბენაძეს აშანტაჟებდა. მათ გამოიძახეს საპატრულო პოლიცია, რომელმაც ადგილზე არანაირი წერილობითი დოკუმენტი არ შეადგინა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გაზეთ ,,ბათუმელების" წარმომადგენლებმა განცხადებებით მიმართეს საქართველოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორს და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2009 წლის 25 ნოემბერს, გაზეთ "ბათუმელების" ჟურნალისტური გამოძიების კოორდინატორი თედო ჯორბენაძე, უცნობმა პირებმა ბათუმის, შს განყოფილების შენობაში დაიბარეს. მას თან თანამშრომლები ახლდნენ. აღნიშნულ პირთა განმარტებით, უცნობმა პირებმა თედო ჯორბენაძეს ანახეს შავ–თეთრი ფოტოები, რომლებზეც თითქოს გამოსახული იყო თავად ჟურნალისტი. მოსთხოვეს მეორე დღეს მათთან შეხვედრა წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ, სურათებისა და ვიდეოების გასაჯაროებით.
აღნიშნულ საქმეზე 2009 წლის 11 დეკემბერს საქმეზე არსებული მასალის შესწავლის შემდგომ, ,,სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლზე დაყრდნობით, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა მთავარ პროკურორს და მოითხოვა საქმის შესწავლა. ამ საქმეზე ეფექტური გამოძიების რეკომენდაცია გაიცა ასევე საქართველოს სახალხო დამცველის 2010 წლის საპარლამენტო ანგარიშში.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, მათ ხელთ არსებული ოფიციალური კორესპონდენციების თანახმად, 2010 წლის 18 თებერვალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო წინასწარი გამოძიება, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, დღემდე თედო ჯორბენაძის მიმართ განხორციელებული ქმედების ფაქტზე გამოძიება არ არის დასრულებული.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: პროკურატურა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online