asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მეამბოხე ეგვიპტელები უცხოელ ჟურნალისტებზე ძალადობენ
ძალადობა
მეამბოხე ეგვიპტელები უცხოელ ჟურნალისტებზე ძალადობენ

2011-11-25 20:34:20



არეულობებით მოცული ეგვიპტე ჩამოსული ჟურნალისტებისთვის უაღრესად სახიფათო გახდა. ქაიროში, სადაც მთავარი შეტაკებები ხდება, უცხოელ ჟურნალისტებზე ძალადობის შემთხვევები გახშირდა. ამასთან დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაციამ `რეპორტიორები საზღვრებს გარეშე~, მასმედიას ეგვიპტეში კორესპონდენტების გაგზავნის დროებით შეწყვეტისკენ მოუწოდა, - წერს `გარდიანი~. ხუთშაბათს ქაიროში ამერიკელი ჟურნალისტი მონა ატ-ტაჰავი გააუპატიურეს. 44 წლის ქალი ტაჰრირის (თავისუფლების) მოედანზე დააკავეს და პოლიციაში მიიყვანეს. განყოფილებაში ატ-ტაჰავიმ 12 საათი გაატარა, განთავისუფლების შემდეგ კი განაცხადა, რომ სცემდნენ და აუპატიურებდნენ. ამავე დღეს, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდა ფრანგი ჟურნალისტი კაროლინ სინზი. ტელეარხ ფრანს3-ის კორესპონდენტ კაროლინ სინზსს ტაჰრირის მოედანზე მოზარდების ჯგუფი თავს დაესხა. ჟურნალისტი და ოპერატორი მუჰამედ მაჰმუდის ქუჩაზე სიუჟეტს იღებდნენ, სადაც ბოლო ხუთი დღის განმავლობაში დემონსტრანტებს და პოლიციელებს შორის გააფთრებული შეტაკებები მიმდინარეობდა. ამ დროს მათ 14-15 წლის მოზარდები თავს დაესხნენ. ჟურნალისტის თქმით, ის ოპერატორისგან გამოაცალკევეს და ცემა დაუწყეს. მოზარდებმა მსხვერპლი ტაჰრირის მოედანზე გაიყვანეს, სადაც მათ უფროსი მამაკაცები შეუერთდნენ. მათ ქალს ტანსაცმელი შემოახიეს. ამის შესახებ ჟურნალისტმა სააგენტო `აფრ-ს~ მოუყვა. თავდასხმა დაახლოებით 45 წუთი გრძელდებოდა, რის შემდეგაც ქალმა თავდამსხმელების მოგერიება მოახერხა. ბოლომდე ნათელი არ არის, ის ვინ გადაარჩინა: როგორც ჩანს, მის დასახმარებლად დემონსტრანტები მოვიდნენ. ფრანგული ტელეარხის ოპერატორი ასევე სცემეს. ჟურნალისტმა კი სასტუმრომდე მიაღწია, სადაც მედიკოსები და საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები გამოიძახა.

`ნიუსრუ ისრაელი~ ეგვიპტური ტელევიზიის კადრებს აჩვენებს, რომლებზეც კაროლინ სინზი 2011 წლის 24 ნოემბერს, ტაჰრირის მოედანზე ჩანს. ეგვიპტეში დემონსტრანტების და პოლიციელების შეტაკებებს უკვე 41 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 36 ქაიროში, ტაჰრირის მოედნის რაიონში დაიღუპა. დაჭრილების საერთო რაოდენობამ 4 ათასს მიაღწია, საავადმყოფოებში რჩება 121 ადამიანი.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ჟურნალისტები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online