| ქალი და მამაკაცი |

"რესპუბლიკური პარტია" უერთდება ქართული პრესის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ განცხადებებს და პროტესტს გამოთქვამს, თბილისის მერიის მხრიდან პრესის გავრცელების ჯიხურების აღების გადაწყვეტილებაზე.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თბილისში მერიის მიერ ჯიხურების განთავსების შესახებ რამდენიმე კვირის წინ მიღებული გადაწყვეტილება, როგორც მოსალოდნელი იყო, ერთი მხრივ, პრესაზე და მეორე მხრივ, მცირე ბიზნესზე მორიგი შეტევის ინსტრუმენტი აღმოჩნდა.
"რესპუბლიკელები, პირველივე დღიდან ვეწინააღმდეგებოდით აღნიშნულ გადაწყვეტილებას, ვინაიდან ეს უკანასკნელი, ამ სფეროს მონოპოლიზაციას და მცირე ბიზნესის განდევნას ემსახურება", - ნათქვამია განცხადების ტექსტში.
"რესპუბლიკური პარტია" მოითხოვს თბილისის მერიამ საჯაროდ გამოაქვეყნოს უკვე ჩატარებული აუქციონების არა მხოლოდ სტატისტიკური შედეგები, არამედ კონკრეტული ინფორმაცია კომპანიებისა და ფიზიკური პირების შესახებ, რომელთაც დედაქალაქის ტერიტორიაზე ჯიხურების დადგმის მრავალწლიანი უფლება მიენიჭთ.
"გადაწყვეტილების მიმღებთათვის სრულიად ნათელია, რომ პრესის გავრცელების ჯიხურები ვერასოდეს მოახერხებს რეალური კონკურენცია გაუწიოს სურსათის, თამბაქოს ან ლატარიის კომპანიებს. ყველასთვის ცნობილია, რომ ამ სეგმენტში "განსაკუთრებული" ადგილი დავით კეზერაშვილის კომპანიას უკავია და ბაზარზე დღეს მოქმედი სხვა ფირმების განდევნით, ხელისუფლება სწორედ მის კომპანიას უტოვებს მონოპოლიურ მდგომარეობას", - აღნიშნულია განცხადებაში.
თბილისის მერიამ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მოტივით, დედაქალაქში 1000 ჯიხურის განთავსებაზე ინტერნეტაუქციონი გამოაცხადა. არსებული ინფორმაციით, მერიის მიერ სავაჭრო ჯიხურების დადგმაზე აუქციონი ძირითადად სწორედ იმ ადგილებზეა გამოცხადებული, სადაც უკვე დგას პრესის გამავრცელებელი ჯიხურები. ამან პრესის წარმომადგენლებისა და გამავრცელებლების, ზოგიერთი პროსამთავრობო გაზეთის გამოკლებით, შეშფოთება გამოიწვია. ბეჭდვითი გამოცემების ხელმძღვანელების აზრით, პრესის გავრცელებას სერიოზული საფრთხე ემუქრება და ეს კარგი არც პრესისთვის, არც ხელისუფლებისთვის და არც საზოგადოებისთვის იქნება.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ჯეიმს ბონდებს ნაზი ქალი წვრთნის
ვაზაგაშვილები ”პირველ არხს” უჩივიან
კახა ბექაური: "მეცხრე არხი" არცერთ თანამშრომელს არ დაუტოვებია
გაზეთი "პოსტკრიპტუმი" ჟურნალისტის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს











ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
რას ხედავს სიზმარში ნუცა ხიდირბეგიშვილი 

ნანუკა ჟორჟოლიანი ჩაფიძის კლინიკაში მოხვდა
ია ანთაძე: ”შსს-ს განცხადება ცინიკურია”
შსს: გელა მთივლიშვილი არ გვიცემია
ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს პოლიციამ სცემა
"პირველი სტერეოს" ოფისი ტელეკომპანიის ყველა თანამშრომელმა დატოვა
ხატია ძერყორაშვილი: "ახალგორიდან მე და დედამ გადაცმულებმა გამოვაღწიეთ"
"1 სტერეოს" შენობას დეპუტატ დავით ბეჟუაშვილის წარმომადგენლები იკავებენ
კახა ბექაური - "მეცხრე არხმა" "თრიალეთის" 10%-იანი წილი იყიდა
კახა ბექაურს მე-9 არხზე ინგა გრიგოლია უნდა 






































































































