asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

თბილისის მერიის განცხადება ჯიხურებთან დაკავშირებით
პასუხი
თბილისის მერიის განცხადება ჯიხურებთან დაკავშირებით

2011-11-24 19:30:00



ქალაქში არსებულ ჯიხურებთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ .
"მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერიამ ახალი პროექტი დაიწყო. პროექტის მიხედვით, ქალაქში არსებული ძველი და უსახური ჯიხურების ნაცვლად, თბილისში უახლოეს მომავალში ახალი, თანამედროვე დიზაინის ჯიხურები დაიდგმება. აქამდე დედაქალაქის მასშტაბით 250-მდე ადგილზე იყო ჯიხურის ნებართვა გაცემული, დღეს ქალაქის მასშტაბით 1 000 ადგილია გამოყოფილი.
თბილისის მერიის მიზანია, დაინტერესებული პირებისთვის თანაბარი პირობის
შეთავაზება. ამიტომაც შეირჩა ინტერნეტ აუქციონის ფორმა. ნებისმიერ ფიზიკურ, თუ იურიდიულ პირს, ვისაც ნებართვის საფუძველზე უკვე აქვს ჯიხური, ხელშეკრულების დასრულებამდე ჯიხურის აღება არ ევალება. ნებისმიერი სახის გამონაკლისი ან შეღავათი, რის საფუძველზეც გარკვეულ პირებს ჯიხურის ჩადგმის ნებართვა ინტერნეტ აუქციონის გარეშე მიეცემათ, გამოიწვევს იმ ადამიანების უფლებების დარღვევას, რომლებმაც აუქციონში მიიღეს მონაწილეობა და გაიმარჯვეს. იგივე მიზეზის გამო მერია ვერ დაუშვებს გამონაკლისს და უნებართვო ჯიხურებს ვერ დატოვებს ქალაქში, რადგან ამ შემთხვევაშიც ზარალდებიან ის მეწარმეები, რომლებმაც გაიმარჯვეს აუქციონში და იხდიან იჯარის გადასახადს.
აუქციონში მონაწიელეებისთვის შეზღუდვები არ არსებობს. მსურველებს შეუძლიათ პრესასთან ერთად ჯიხურში სხვადასხვა სახის პროდუქცია განათავსონ, როგორც ეს აქამდეც ჰქონდათ. ამით ისინი ჩვეულებრივ კონკურენტუნარიანები ხდებიან. როდესაც საუბარია, რომ ეს ბიზნესი ვერ გაუძლებს კონკურენციას, გაურკვეველია, რადგან პრესის ჯიხურებში აქამდეც იყიდებოდა თამბაქო, გამაგრილებელი სასმელები, თუ სხვა სახის პროდუქცია. ასევე, ამ პირებს შეუძლიათ გააფორმონ ხელშეკრულებები გამარჯვებულ კომპანიებთან.
დღემდე ჩატარებულია სულ ხუთი აუქციონი, სადაც გამოტანილი იყო 250 ლოტი, აქედან 93 ლოტზე გამოვლინდა გამარჯვებული, 157 ლოტზე კი კონკურენცია არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა იმ ადამიანების პრეტენზია, ვინც აცხადებს, რომ კონკურენციას ვერ უძლებენ. უკვე ჩატარებულმა აუქციონებმა აჩვენა, რომ აუქციონში მონაწილეობა მიიღეს პრესის გამავრცელებელმა კომპანიებმა. ზოგმა შეძლო გამარჯვება, ზოგმა ვერა, თუმცა, ესეც კანონზომიერია, რადგან კონკურენცია არის ჯანსაღი და გამჭვირვალე.
თბილისის მერიაში მიიჩნევენ, რომ ამ საკითხის პოლიტიზირება არასწორია, რადგან საქმე ეხება ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენციის შექმნას, ბიზნესის განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნას. თითო ჯიხურში დაახლოებით 3, 4 ადამიანი დასაქმდება, რაც მინიმუმ ათასამდე სამუშაო ადგილს შექმნის.
შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს შევიდეს ვებ–გვერდზე: იაუცტიონ.გე დარეგისტრირდეს, აირჩიოს მისთვის სასურველი ადგილი, გადაიხადოს 500 ლარი ბე-ს სახით და ჩაერთოს ელექტრონულ აუქციონში. იჯარის წლიური საწყისი ფასი არის 1000 ლარი",-ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: თბილისის მერია
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online