asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

თბილისის მერია ქართული პრესის წინააღმდეგ გამოდის
ზედამხედველობის სამსახურმა "პლანეტა ფორტესა" და "მაცნეს" ჯიხურების ასაღებად 2-დღიანი ვადა მისცა
თბილისის მერია ქართული პრესის წინააღმდეგ გამოდის

2011-11-24 14:20:00



თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა პრესის გამავრცელებელ კომპანიებს - "პლანეტა ფორტესა" და "მაცნეს" საკუთარი ჯიხურების ასაღებად 2-დღიანი ვადა მისცა . ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავად კომპანიების წარმომადგენლებმა განუცხადეს.
"დღეს მერიაში პრესის სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები ცალ-ცალკე დაგვიბარეს და გვითხრეს, რომ ჩვენი ჯიხურები ორი დღის ვადაში უნდა ავიღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონით მინიჭებული უფლებით ისარგებლებენ. აღნიშნულის მიზეზად ზედამხედველობის სამსახური ნებართვების უქონლობას ასახელებს. წლების წინ, როცა ჯიხურები ჩავდგით, მხოლოდ მერიის შესაბამისი დადგენილება იყო საკმარისი, რაც გვაქვს, თუმცა ისინი მიწის იჯარის საბუთს ითხოვენ, რაც ახლახანს შემოიღეს და, ბუნებრივია, არ გვექნება", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" "პლანეტა ფორტეს" ხელმძღვანელმა მერაბ ჩანჩალაშვილმა.
მისივე განმარტებით, მას ექვსი ჯიხურის აღება მოსთხოვეს, რის გამოც დაახლოებით 10-მდე თანამშრომლის შემცირება მოუწევს.
"თავიდან 80 ჯიხური მქონდა. ნელ-ნელა ამაღებინეს და დამრჩა 38. ახლა კიდევ 6 უნდა ავიღო. ეს ნიშნავს, რომ ორგანიზაცია დახურვის პირასაა", - აღნიშნა მან.
"მაცნეს" წარმომადგენლის, თინათინ ხარბედიას განცხადებით კი, ჯიხურების აღება "მაცნესაც" მოსთხოვეს.
"საუბარია 12 ჯიხურის აღებაზე, თუმცა ზუსტად რა რაოდენობის ჯიხურების აღება უნდა მოხდეს და რა მისამართებიდან, ზედამხედველობის სამსახურიდან წერილობით პასუხს ველოდებით", - განმარტა თინათინ ხარბედიამ.
არსებული ინფორმაციით, მერიის მიერ სავაჭრო ჯიხურების დადგმაზე აუქციონი ძირითადად სწორედ იმ ადგილებზეა გამოცხადებული, სადაც უკვე დგას პრესის გამავრცელებელი ჯიხურები.
ამასთან, თბილისის მერიაში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს წერილობით გაავრცელებენ.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: მერია
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online