asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რუსმა წამყვანმა ობამას ხსენებისას აუდიტორიას შუა თითი უჩვენა
შეურაცხყოფა
რუსმა წამყვანმა ობამას ხსენებისას აუდიტორიას შუა თითი უჩვენა

2011-11-24 14:30:42



რუსული ტელეარხის რენ-ტვ-ის წამყვანმა ტატიანა ლიმანოვამ პირდაპირ ეთერში შუა თითის ჩვენებით მცირე საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია. ტელეწამყვანმა უხამსი ჟესტი აუდიტორიას აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას სახელის წარმოთქმის შემდეგ უჩვენა.

ლიმანოვას საქციელი ობამას შეურაცხყოფად შეაფასეს. ინციდენტი 14 ნოემბერს საინფორმაციო ბლოკის დღის გამოშვებაში მოხდა. საინფორმაციო გამოშვების ჩანაწერი ინტერნეტში გავრცელდა და მალე ის დასავლური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. პრესტიჟული პრემია "ტეფის" ლაურეატი ტატიანა ლიმანოვა ჰავაიზე აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტში დიმიტრი მედვედევის მონაწილეობის შესახებ სიუჟეტს წარადგენდა. ტელეწამყვანმა აღნიშნა, რომ "დიმიტრი მედვედევი ორგანიზაცია აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარე გახდა", შემდეგ კი აღნიშნა, რომ "ადრე ეს თანამდებობა აშშ-ის ლიდერ ბარაკ ობამას ეკავა". ამ ფრაზის დასრულებისთანავე, ისე რომ წამყვანს თავიც არ აუწევია და ახალი ამბების ტექსტის კითხვას განაგრძობდა, მაყურებლებისთვის მოულოდნელად მარცხენა ხელი ასწია და კამერას შუა თითი აჩვენა. ამის კვალდაკვალ ეკრანზე სამიტის კადრები გამოჩნდა

. როგორც ბიტანული გაზეთი დეილი ტელეგრაფი წერს, რენ-ტვ-ს კრემლი აკონტროლებს. ტელეარხის ხელმძღვანელობას მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა "კომსომოლსკაია პრავდას" ტელეარხის თანამშრომლებმა განუცხადეს, რომ ლიმანოვას ჟესტი არა ობამას, არამედ გადამღები ჯგუფის ტექპერსონალს ეკუთვნოდა. მათი თქმით, ლიმანოვა დარწმუნებული იყო, რომ იმ დროს ეთერში სიუჟეტი გადიოდა და მაყურებელი მას ვერ ხედავდა. ასე რომ ინციდენტში დამნაშავე უფრო საინფორმაციო გამოშვების რეჟისორია და არა ტელეწამყვანი.

ტელეარხის ხელმძღვანელობა წამყვანის დასჯას არ აპირებს, თუმცა მომხდარს დიდად არც თავად ლიმანოვა განიცდის.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ბარაკ ობამა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online