asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ჯასტინ ტიმბერლეიკი: "ქალების მიმართ მკაცრი არ ვარ"
"ქალების მიმართ მკაცრი არ ვარ"
ჯასტინ ტიმბერლეიკი: "ქალების მიმართ მკაცრი არ ვარ"

2010-06-12 17:40:00



ჯასტინ ტიმბერლეიკი ვარსკვლავად არის დაბადებული. როდესაც იგი პირველად გამოჩნდა ესტრადაზე, ყველა მაშინვე მიხვდა, რომ საქმე ამომავალ ვარსკვლავთან ჰქონდათ. ჯასტინს ბევრი დრო არ დასჭირვებია იმისთვის, რომ მასზე გაცემული ავანსები გაემართლებინა და პოპის ვარსკვლავი გამხდარიყო.

ამჟამად ჯასტინი აგრძელებს წარმატებულ კარიერას. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

– თქვენი კარიერა ამჟამად რა სტადიაშია?

– ჩემი კარიერა ამჟამად მხოლოდ წინ მიიწევს, უბრალოდ, მცირე პაუზა ავიღე, რათა დამესვენა და მომავალზე მეფიქრა. როდესაც წარმატებულ ალბომს უშვებ, აუცილებელია, მცირე პაუზა აიღო და მერე იფიქრო შემდეგი ალბომის გამოშვებაზე. მითუმეტეს ახლა მინდა, რომ ჰოლივუდში ჩემი ადგილი დავიმკვიდრო. ამისთვის ძალებს არ დავიშურებ. დარწმუნებული ვარ, ჰოლივუდში წარმატებას მივაღწევ, რადგან ამისთვის ყველა პირობა მაქვს შექმნილი. საჭიროა ბევრი მუშაობა და წარმატება თავისით მოვა.

– დასვენებას რამდენად ახერხებთ ასეთი დაძაბული გრაფიკის მქონე?

– მართალია, მძიმე გრაფიკი მაქვს, მაგრამ გრაფიკს ყოველთვის ისე ვადგენ, რომ დასვენებისთვის დრო დამრჩეს. ამის გარეშე ნამდვილად გადავიწვებოდი და ვერ შევძლებდი ასეთი რეჟიმით მუშაობას. დასვენება ჩემთვის აუცილებელია. თუმცა დაძაბულ გრაფიკსაც შევეჩვიე ნელ–ნელა.

– თქვენი რომანი ბრიტნი სპირსთან ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო. ამჟამად გაქვთ მასთან ურთიერთობა?

– ბრიტნისთან ისეთი ურთიერთობა არასოდეს მექნება, როგორიც ადრე მქონდა, თუმცა ჩვენ შორის არ არის არავითარი ზიზღის, ან ბრაზის მომენტი. როდესაც ჩვენ დავშორდით, მაშინაც კარგი ურთიერთობა გვქონდა, ახლა, მითუმეტეს, არ გვაქვს დაძაბული ურთიერთობა. ბრიტნის მიმართ ყოველთვის კარგად ვიყავი განწყობილი და ამას ყოველთვის ვამბობდი ინტერვიუებში. ძალიან გამიხარდება, თუ ის იპოვის ბედნიერებას და სიმშვიდეს ცხოვრებაში

– თქვენ საკმაოდ ხშირად წერთ ხოლმე დუეტებს სხვა მომღერლებთან. სხვა მომღერალთან ერთად სიმღერა მომგებიანია?

– დუეტები თითქმის ყოველთვის მომგებიანია, განსაკუთრებით მაშინ, თუ დუეტს წარმატებულ მომღერალთან წერ. თან მე მიყვარს სხვა მომღერლებთან თანამშრომლობა, რადგან მათგან ყოველთვის ბევრს იგებ და სწავლობ. მე ძალიან ხშირად ვმუშაობ ხოლმე ფარელ უილიამსონთან, რომელიც ასევე ჩემი პროდიუსერია. მან ბევრი რამ მასწავლა და ჩემი წარმატება მეტწილად სწორედ მისი დამსახურებაა.

– რამდენიმე წლის წინ ჯენეტ ჯექსონთან მომხდარმა ინციდენტმა საკმაოდ უსიამოვნო კვალი დატოვა. როგორ გაიხსენებდით ამ შემთხვევას?

– ეს შემთხვევა მართლაც არ იყო ძალიან სასიამოვნო, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ მე სრულიად შემთხვევით შემოვახიე ტანსაცმელი ჯენეტს. ეს არ იყო დაგეგმილი, უბრალოდ, ცეკვის დროს ასე მოხდა. სამწუხაროა, რომ ეს პირდაპირ ეთერში მოხდა და ყველამ თავისი თვალით ნახა, მაგრამ მე არ ვაპირებ ვინმეს სპეციალურად ბოდიში მოვუხადო ამის გამო, რადგან ეს შემთხვევით მოხდა.

– ფილმში "ალფა–დოგი" უარყოფითი პერსონაჟი განასახიერეთ. როგორ მოახერხეთ ასეთი დამაჯერებელი თამაში?

– საკმაოდ გამიჭირდა ასეთი ტიპის პერსონაჟის განსახიერება, მაგრამ რასაც რეჟისორი გეტყვის, ის უნდა გააკეთო, თორემ ჰოლივუდში წარმატებას ვერასოდეს მიაღწევ. ამიტომ ისეთი პერსონაჟი განვასახიერე, როგორიც საჭირო იყო ფილმისთვის. თუმცა ამისგან სიამოვნება არ მიმიღია. მომავალში შევეცდები, შედარებით დადებითი პერსონაჟები განვასახიერო

– როგორი ტიპის ქალები მოგწონთ?

– მე არ მაქვს ერთი რომელიმე სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც ვარჩევ ქალებს, მთავარია, ადამიანს კარგად ესმოდეს შენი და ყოველთვის გვერდში გედგას. გარეგნობა მნიშვნელოვანი არ არის, თუმცა სასიამოვნოა, როდესაც შენ, გვერდით ლამაზი ქალი დგას. ამიტომ გარეგნობაც რაღაც მხრივ მნიშვნელოვანია. ქალების მიმართ ძალიან პრეტენზიული არ ვარ. შემიძლია ვთქვა, რომ ბევრნაირი ქალი მომწონს. სუსტი სქესის მიმართ ზედმეტად მკაცრი არ ვარ.

– რამდენად უხეშად ერევა პრესა თქვენს პირად ცხოვრებაში?

– ისე უხეშად არ ერევა, რომ ჩემთვის ეს შემაწუხებელი იყოს. როდესაც პრესა ყურადღებას გაქცევს, ეს სასიამოვნოც არის, რადგან ზოგადად ყურადღება სასიამოვნოა. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ვარსკვლავების პირადი ცხოვრება ყველას აინტერესებს, ამიტომ პრესა ყოველთვის გააშუქებს შენს პირად ცხოვრებას. ამას უკვე შევეჩვიე და პრობლემას არ მიქმნის.

ბექა გოგინაშვილი



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ჯასტინ ტიმბერლეიკი
კავშირი ტეგთან: ქალი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online