asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღეს შიოობაა
დღესასწაული
დღეს შიოობაა

2012-02-23 09:18:00



საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყველიერის ხუთშაბათს, ღირსი შიო მღვიმელის ხსენების დღეს აღნიშნავს . ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა ჩატარდება. ამ დღეს განსაკუთრებით აღნიშნავენ შიო მღვიმის მამათა მონასტერში, სადაც წმინდა მამა განისვენებს.
წმინდა შიო მღვიმელი წარმოშობით ანტიოქიელი, ცამეტ ასურელ მამათაგან ერთერთი იყო, რომლებიც ღვთისმშობლის მოწოდებით საქართველოში მე-6 საუკუნეში შემოვიდნენ.
წმინდა შიო მღვიმელი წმინდა იოანე ზედაზნელის კურთხევით მცხეთის მახლობლად, სარკინეთის კლდეში დამკვიდრდა და იქ დაიწყო მოღვაწეობა. ის ადგილი იმ დროს მიუვალი, უწყლო, მხეცებით სავსე იყო. ღირს მამას საზრდელს ფრინველები უზიდავდნენ.
მოგვიანებით, ფარსმან მეფის დახმარებით, წმინდანმა ტაძრის აგება შეძლო და მონასტერიც შეიქმნა, სადაც ბერების რიცხვმა ორი ათასს მიაღწია. სიცოცხლის ბოლო 15 წელი კი წმინდა მამამ მის მიერ გათხრილ მღვიმეში მარხვითა და ლოცვით გაატარა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online