asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ელისო ჩაფიძე ჟურნალისტიკას დაემშვიდობა
ის მედიასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე იმუშავებს
ელისო ჩაფიძე ჟურნალისტიკას დაემშვიდობა

2012-02-15 14:26:00



დღეს ჟურნალისტიკას ვემშვიდობები, თუმცა ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართველი ჟურნალისტები უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ , - ამის შესახებ "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" საინიციატივო ჯგუფის წევრმა, ელისო ჩაფიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკა არ არის სფერო, რომელზეც ოცნებობდა, თუმცა, შექმნილ ვითარებაში იძულებული გახდა, ამ ნაბიჯზე წასულიყო.
"გპირდებით, წარმატებას მივაღწევ. ჩემი სურვილია, ვიმუშაო მედიასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე და მეორეს მხრივ, ადამიანის უფლებებზე. ეს არის სფერო, სადაც მე ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და ვფიქრობ, ბევრი რამის გაკეთებას შევძლებ. პარტიაში მომენიჭა ასევე ფუნქცია, რომ თუ პარტიის რომელიმე წევრი კორუფციაში ჩაერთვება, ან არასწორ საქციელში იქნება შემჩნეული, მე ვალდებული ვიქნები, ისინი გამოვააშკარაო",- აღნიშნა ელისო ჩაფიძემ.
ბიძინა ივანიშვილმა დღეს საკუთარი პარტიის "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" საინიციატივო ჯგუფი წარადგინა.
პარტიის პრეზენტაცია და დამფუძნებელი ყრილობა კი მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში გაიმართება.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
კავშირი ტეგთან: ქართული ოცნება
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online