| ქალი და მამაკაცი |

გაზეთ "კვირის პალიტრის" ჟურნალისტის ხათუნა პაიჭაძის ბინისთვის ცეცხლსასროლი იარაღით სროლაში ბრალდებული დაკავებულია.
შსს-ს ინფორმაციით, ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულია 1982 წ.დ ლაშა შარაშიძე, რომელმაც დღეს, დაახლოებით 14.00 საათზე საკუთარი ავტომანქანიდან სანადირო თოფით მოახდინა გასროლა, რის შედეგადაც ნასროლი ტყვია მოქალაქე ხათუნა პაიჭაძის საცხოვრებელი სახლის ფანჯარას მოხვდა. გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის III ნაწილით.
დღესვე შსს-მ გაავრცელა ლაშა შარაშიძის ჩვენება, სადაც ბრალდებული ამბობს, რომ იარაღი შემთხვევით გაუვარდა. "მე და ჩემი მეგობარი ვიმყოფებოდით სანადიროდ. ჩამოვედით თბილისში, მეგობარი დავტოვე სახლში. ჩემს მანქანაში, უკან, ჩემი სანადირო თოფი იდო. მინდოდა შემემოწმებინა, სასხლეტს გამოვკარი და გამივარდა, რა დროსაც ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს მოხვდა", - ამბობს დაკავებული ჩვენებაში, რომელიც შსს-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
გაზეთ "კვირის პალიტრის" ჟურნალისტის, ხათუნა პაიჭაძის საცხოვრებელ ბინას ცეცხლსასროლი იარაღიდან, სამართალდამცავების ინფორმაციით, სანადირო თოფიდან ესროლეს. ბინა თბილისში, ჩიტაიას ქ. #21-ში, იტალიური ეზოს მეორე სართულზე მდებარეობს. ხათუნა პაიჭაძის ოთახის ფანჯარა სროლის შედეგად ჩამსხვრეულია, დაზიანდა ფანჯრის ჩარჩოც. საცხოვრებელი სახლის წინ, გზაზე კი, ტყვიის ერთი მასრაა ნაპოვნი.
როგორც პაიჭაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შემთხვევის დროს სახლში არ იმყოფებოდა, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. "მეუღლემ დამირეკა და მომხდარის შესახებ მითხრა. შემთხვევა დაახლოებით 14.00 საათზე მოხდა. სახლში ამ დროს მეუღლე და ჩემი არასრულწლოვანი შვილი იმყოფებოდნენ", - აღნიშნა ჟურნალისტმა.
პაიჭაძის განცხადებით, მას პირადი მტრები არ ჰყავს, მომხდარს ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ "კვირის პალიტრაში" ბოლო ორი თვის პერიოდში განსაკუთრებით მწვავე სტატიებს, ჟურნალისტურ გამოძიებებს აქვეყნებდა.
ჩიტაიას ქ. #21-ში ამ წუთებში სამართალდამცავები მუშაობენ.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ჯეიმს ბონდებს ნაზი ქალი წვრთნის
ვაზაგაშვილები ”პირველ არხს” უჩივიან
კახა ბექაური: "მეცხრე არხი" არცერთ თანამშრომელს არ დაუტოვებია
გაზეთი "პოსტკრიპტუმი" ჟურნალისტის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს











ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
რას ხედავს სიზმარში ნუცა ხიდირბეგიშვილი 

ნანუკა ჟორჟოლიანი ჩაფიძის კლინიკაში მოხვდა
ია ანთაძე: ”შსს-ს განცხადება ცინიკურია”
შსს: გელა მთივლიშვილი არ გვიცემია
ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს პოლიციამ სცემა
"პირველი სტერეოს" ოფისი ტელეკომპანიის ყველა თანამშრომელმა დატოვა
ხატია ძერყორაშვილი: "ახალგორიდან მე და დედამ გადაცმულებმა გამოვაღწიეთ"
"1 სტერეოს" შენობას დეპუტატ დავით ბეჟუაშვილის წარმომადგენლები იკავებენ
კახა ბექაური - "მეცხრე არხმა" "თრიალეთის" 10%-იანი წილი იყიდა
კახა ბექაურს მე-9 არხზე ინგა გრიგოლია უნდა 






















































































