asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"კვირის პალიტრის" ჟურნალისტის საცხოვრებელ ბინას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს
ხათუნა პაიჭაძის სახლი ჩიტაიას ქუჩაზე მდებარეობს
"კვირის პალიტრის" ჟურნალისტის საცხოვრებელ ბინას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

2012-02-06 17:51:00



გაზეთ "კვირის პალიტრის" ჟურნალისტის, ხათუნა პაიჭაძის საცხოვრებელ ბინას ცეცხლსასროლი იარაღიდან, სამართალდამცავების ინფორმაციით, სანადირო თოფიდან ესროლეს.
ბინა თბილისში, ჩიტაიას ქ. #21-ში, იტალიური ეზოს მეორე სართულზე მდებარეობს. ხათუნა პაიჭაძის ოთახის ფანჯარა სროლის შედეგად ჩამსხვრეულია, დაზიანდა ფანჯრის ჩარჩოც. საცხოვრებელი სახლის წინ, გზაზე კი, ტყვიის ერთი მასრაა ნაპოვნი.
როგორც პაიჭაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შემთხვევის დროს სახლში არ იმყოფებოდა, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. "მეუღლემ დამირეკა და მომხდარის შესახებ მითხრა. შემთხვევა დაახლოებით 14.00 საათზე მოხდა. სახლში ამ დროს მეუღლე და ჩემი არასრულწლოვანი შვილი იმყოფებოდნენ", - აღნიშნა ჟურნალისტმა.
პაიჭაძის განცხადებით, მას პირადი მტრები არ ჰყავს, მომხდარს ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ "კვირის პალიტრაში" ბოლო ორი თვის პერიოდში განსაკუთრებით მწავე სტატიებს, ჟურნალისტურ გამოძიებებს აქვეყნებდა.
ჩიტაიას ქ. #21-ში ამ წუთებში სამართალდამცავები მუშაობენ. მომხდართან დაკავშირებით შსს-ს ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა კომენტრი გააკეთა. ~ფაქტზე საქმეა აღძრული. ბუნებრივია გამოძიება დაწყებულია. ამ მომენტისთვის იკითხება გამოძიებისთვის საინტერესო ყველა ის პირი, რომელსაც გამოძიება საჭიროდ თვლის და როცა ცნობილი გახდება დამატებითი დეტალები, მას საზოგადოებას აუცილებლად ვაცნობებთ~,-განაცხადა შოთა ხიზანიშვილმა.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online