| ქალი და მამაკაცი |

ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე, პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი, დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან "ქართული ოცნების" გაზეთებზე "ნადირობის" ფაქტებზე საუბრობს.
როგორც ცაგარეიშვილმა განაცხადა, დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რაიონში, დღეს დილიდან, პოლიციისა და გამგეობის თანამშრომლები აფრთხილებენ პრესის ჯიხურების გამყიდველებსა და თბილისდან ჩასული სამარშუტო ტაქსების მძღოლებს, რომ "ქართული ოცნების" გაზეთები არ გაყიდონ და ჰპირდებიან, რომ მთელ ტირაჟს თავად შეიძენენ.
"მაგალითად, ხონის რაიონში დილიდან აქტიურობდნენ გამგეობისა და პოლიციის თანამშრომლები და აფრთხილებდნენ ზემოთ აღნიშნულ პირებს", – განაცხადა ცაგარეიშვილმა და დასძინა, რომ როგორც ჩანს, მათთვის უცნობია, "ქართული ოცნების პერიდიული გამომცემლობა რომ უფასოა და მოსახლეობაში, უფასოდ ვრცელდება.
გარდა ამისა, ცაგარეიშვილმა აღნიშნა, რომ დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ადგილობრივი მმართველობის დავალებით, დილიდან ხდება ხოლმე პრესის რამდენიმე საშუალების სრული ტირაჟის შესყიდვა. ასეთ გაზეთებად ცაგარეიშვილმა "რეზონანსი", "ახალი თაობა და "ალია" დაასახელა.
ხელისუფლების მხრიდან გაზეთებზე "ნადირობას" ცაგარეიშვილი მოსახლეობის სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში მოქცევის მცდელობად ხსნის. "ეს ხდება იმიტომ, რომ რეგიონების მოსახლეობამ არ გაიგოს სიმართლე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების თაობაზე. ასე იქცევა ის ხელისუფლება, რომელსაც ნუ იტვით და თურმე 65%-იანი რეიტინგი აქვს, თუ მათივე ჯიბის კვლევით კომპანიებს დავუჯერებთ. ხელისუფლება ცდილობს სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში მოაქციოს რეგიონის მოსახლეობა. ჩვენ კი ვპირდებით მათ, რომ გაზეთების და სხვა საინფორმაციო საშუალებებით, ყველა ოჯახში შევიტანთ ინფორმაციას იმ ავაზაკობების შესახებ, რასაც მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ყოველდღიურად სჩადის", – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ჯეიმს ბონდებს ნაზი ქალი წვრთნის
ვაზაგაშვილები ”პირველ არხს” უჩივიან
კახა ბექაური: "მეცხრე არხი" არცერთ თანამშრომელს არ დაუტოვებია
გაზეთი "პოსტკრიპტუმი" ჟურნალისტის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს











ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
რას ხედავს სიზმარში ნუცა ხიდირბეგიშვილი 

ნანუკა ჟორჟოლიანი ჩაფიძის კლინიკაში მოხვდა
ია ანთაძე: ”შსს-ს განცხადება ცინიკურია”
შსს: გელა მთივლიშვილი არ გვიცემია
ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს პოლიციამ სცემა
"პირველი სტერეოს" ოფისი ტელეკომპანიის ყველა თანამშრომელმა დატოვა
ხატია ძერყორაშვილი: "ახალგორიდან მე და დედამ გადაცმულებმა გამოვაღწიეთ"
"1 სტერეოს" შენობას დეპუტატ დავით ბეჟუაშვილის წარმომადგენლები იკავებენ
კახა ბექაური - "მეცხრე არხმა" "თრიალეთის" 10%-იანი წილი იყიდა
კახა ბექაურს მე-9 არხზე ინგა გრიგოლია უნდა 










