| ქალი და მამაკაცი |

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ნუგზარ წიკლაურის მტკიცებით, კერძო მედიის საქმიანობაში ჩარევა დემოკრატიაზე უარის თქმას ნიშნავს და ქართული სახელმწიფო ამას არ იზამს .
ამის შესახებ წიკლაურმა ჟურნალისტებს "Human Rights Watch"-ის დასკვნის კომენტირებისას განუცხადა, სადაც ქართული მედია გაკრიტიკებულია. მისი თქმით, მედიის კრიტიკულად შეფასება საქართველოში საკამათო თემაა.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნების დროს მრავალრიცხოვანი მონიტორინგის ჯგუფები მუშაობდა და მაშინ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელიც არ არის კერძო მფლობელობაში, ითქვა, რომ არჩევნებში ყველა მონაწილისთვის თანაბარი პირობები იყო შექმნილი, რათა მოსახლებისთვის თავისი საარჩევნო პროგრამა გაეცნოთ.
რაც შეეხება ბეჭდურ მედიას, წიკლაურის განცხადებით, ბეჭდური მედიის უდიდესი ნაწილი ძალიან კრიტიკულად არის განწყობილი, სახელმწიფოს კი არ შეუძლია მათ საქმიანობაში ჩარევა და მათთვის მითითება, თუ რა საკითხები უნდა წამოსწიონ წინ და რა არა.
ამასთან, წიკლაური ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ახლა ძალიან დიდი რაოდენობით ფულიც და ძალისხმევაც არის მიმართული კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან, რომ სხვადასხვა სატელევიზიო არხებზე მოხდეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესების გატარება. ამიტომ, წიკლაური ფიქრობს, რომ საქართველოშიც შეიქმნება ისეთი ვითარება, რომ პოლიტიკური პარტიების მოსაზრებები ადეკვატურად იქნება გადმოცემული ტელეეთერით. "კერძო გაზეთების, ტელევიზიების საქმიანობაში ჩარევა არის პირველი ნიშანი იმისა, რომ უარი ვთქვათ დემოკრატიაზე. ქართული სახელმწიფო ამას არ იზამს", – დასძინა ნუგზარ წიკლაურმა.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ჯეიმს ბონდებს ნაზი ქალი წვრთნის
ვაზაგაშვილები ”პირველ არხს” უჩივიან
კახა ბექაური: "მეცხრე არხი" არცერთ თანამშრომელს არ დაუტოვებია
გაზეთი "პოსტკრიპტუმი" ჟურნალისტის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს











ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
რას ხედავს სიზმარში ნუცა ხიდირბეგიშვილი 

ნანუკა ჟორჟოლიანი ჩაფიძის კლინიკაში მოხვდა
ია ანთაძე: ”შსს-ს განცხადება ცინიკურია”
შსს: გელა მთივლიშვილი არ გვიცემია
ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს პოლიციამ სცემა
"პირველი სტერეოს" ოფისი ტელეკომპანიის ყველა თანამშრომელმა დატოვა
ხატია ძერყორაშვილი: "ახალგორიდან მე და დედამ გადაცმულებმა გამოვაღწიეთ"
"1 სტერეოს" შენობას დეპუტატ დავით ბეჟუაშვილის წარმომადგენლები იკავებენ
კახა ბექაური - "მეცხრე არხმა" "თრიალეთის" 10%-იანი წილი იყიდა
კახა ბექაურს მე-9 არხზე ინგა გრიგოლია უნდა 
















