asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რას უპირებენ ჰაკერები „ფეისბუქს“ 28 იანვარს
სოციალურ ქსელზე დიდი კიბერშეტევა იგეგმება
რას უპირებენ ჰაკერები „ფეისბუქს“ 28 იანვარს

2012-01-24 09:35:25



ჰაკერები მოძრაობა „ანონიმუსიდან“ 28 იანვარს „ფეისბუქს“ შეუტევენ. ეს იქნება კიბერშეტევა, რომლითაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ინტერნეტმეკობრეობის საწინააღმდეგო კანონების შემუშავების დაწყებას გააპროტესტებენ. მოგეხსენებათ, ამერიკაში მიდის მუშაობა SOPA-ზე (Stop Online Piracy Act) და PIPA-ზე (Protect IP Act). ჰაკერებმა საკუთარი გეგმების შესახებ „იუთუბზე“ ატვირთულ ვიდეოში ისაუბრეს, რომელშიც იმუქრებიან, რომ დაიწყო ომი „ანონიმუსს“, ადამიანებსა და აშშ-ის ხელისუფლებას შორის. ინტერნეტმომხმარებლებს მოუწოდეს, 28 იანვარს, შუაღამისას „ფეისბუქზე“ შეტევაში მათაც მიიღონ მონაწილეობა. ჰაკერების თქმით, ინტერნეტის „ყოფნა-არყოფნის“ საკითხი დგება და მათი აქტიურობა აუცილებელია. თუმცა, უცნობია, მიზანში მაინც და მაინც „ფეისბუქი“ რატომ ამოიღეს. აღსანიშნავია, რომ ამ სოციალური ქსელის ხელმძღვანელობა ამერიკაში მოფიქრებულ ზემოხსენებულ კანონებს ეწინააღმდეგება.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online