| ქალი და მამაკაცი |

შპს "იგრიკაზე" ყადაღის დადების საკითხზე გადაწყვეტილებას თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს მიიღებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "რუსთავის მედიის მართვის კომპანიის" ადვოკატმა დავით კიკალეიშვილმა განუცხადა . "სასამართლოს ჩვენი სარჩელის განხილვისთვის მხოლოდ ერთი სამუშაო დღე აქვს. ვინაიდან სარჩელი პარასკევს შევიტანეთ, პასუხს ორშაბათს ველოდებით", - აღნიშნა ადვოკატმა.
მისივე განმარტებით, თუ დადასტურდება, რომ შპს "იგრიკა", რომლის მფლობელიც "მაესტროს" გენერალური დირექტორი ბაჩო კიკაბიძე იყო, მართვის უფლებით შპს "აქცეპტს" სასამართლოში სარჩელის შეტანამდე გადაეცა, მაშინ სასამართლოს უფლება აქვს მასზე ყადაღის დადების გადაწყვეტილება არ მიიღოს.
აქამდე კიკალეიშვილი აცხადებდა, რომ სარჩელის შეტანის მომენტისთვის "იგრიკა" მართვის უფლებით შპს "აქცეპტისთვის" გადაცემული არ იყო, თუმცა, აღნიშნული კომპანიის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ წარმოადგინა დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც კიკაბიძესა და "აქცეპტს" შორის შეთანხმება 18 იანვარს გაფორმდა.
"რუსთავის მედიის მართვის კომპანიამ" სასამართლოს შპს "იგრიკაზე" ყადაღის დადების მოთხოვნით 20 იანვარს მიმართა. "რუსთავის მედიის მართვის კომპანია" მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, მოითხოვს ილია კიკაბიძის საკუთრებაში არსებულ ქონებას, კერძოდ, შპს "იგრიკაში" მისი წილისთვის ყადაღის დადებას.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ჯეიმს ბონდებს ნაზი ქალი წვრთნის
ვაზაგაშვილები ”პირველ არხს” უჩივიან
კახა ბექაური: "მეცხრე არხი" არცერთ თანამშრომელს არ დაუტოვებია
გაზეთი "პოსტკრიპტუმი" ჟურნალისტის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს











ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
რას ხედავს სიზმარში ნუცა ხიდირბეგიშვილი 

ნანუკა ჟორჟოლიანი ჩაფიძის კლინიკაში მოხვდა
ია ანთაძე: ”შსს-ს განცხადება ცინიკურია”
შსს: გელა მთივლიშვილი არ გვიცემია
ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს პოლიციამ სცემა
"პირველი სტერეოს" ოფისი ტელეკომპანიის ყველა თანამშრომელმა დატოვა
ხატია ძერყორაშვილი: "ახალგორიდან მე და დედამ გადაცმულებმა გამოვაღწიეთ"
"1 სტერეოს" შენობას დეპუტატ დავით ბეჟუაშვილის წარმომადგენლები იკავებენ
კახა ბექაური - "მეცხრე არხმა" "თრიალეთის" 10%-იანი წილი იყიდა
კახა ბექაურს მე-9 არხზე ინგა გრიგოლია უნდა 










