| ქალი და მამაკაცი |

"ჩემს მაყურებელს პირდაპირ ეთერში დავემშვიდობე"
ციური ბაჯელიძე: "ხალხს არ ესმის, ჩვენი ტელეწამყვანები რა ენაზე მეტყველებენ"
ყოფილი ტელესახის, ციური ბაჯელიძის ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დღეები 1993 წლის სექტემბერში იყო, როცა სოხუმი ეცემოდა და მთელ საქართველოში საყოველთაო მობილიზება ცხადდებოდა. "მოამბის" წამყვანს მძიმე მისია დაეკისრა – ეს ტრაგიკული ამბავი ქვეყნისთვის უნდა ემცნო და თან გაევრცელებინა მოწოდება, რომ სოხუმის, აფხაზეთის გადასარჩენად ქუდზე კაცი გამოსულიყო. პირველად ტელევიზიაში თავისი მრავალწლიანი მუშაობის განმავლობაში პროფესიული ეთიკა დაავიწყდა და ერის ეს ტრაგედია საზოგადოებას ემოციების შენიღბვის გარეშე აუწყა.
ქალბატონ ციურის კიდევ ერთი მძიმე ეთერი ახსენდება, როცა ტელევიზია დატოვა და ამის შესახებ მაყურებელს პირდაპირ ეკრანიდან უთხრა. ამის მერე იმ საქმეს დაუბრუნდა, რომელიც ჯერ კიდევ 21 წლის ასაკში ჰქონდა გადაწვეტილი. ახლა ყოფილი ტელესახე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომავალ თაობას ინგლისურ ენას ასწავლის და დისერტაციაზე მუშაობს.
ციური ბაჯელიძე:
– ტელევიზიაში მუშაობის დაწყების არანაირი გეგმა არ მქონია. როცა უცხო ენების ინსტიტუტი დავამთავრე, დისერტაციის დაცვა და ასპირანტურაში ჩაბარება მინდოდა, მაგრამ სრულიად შემთხვევით, ზუსტად ორ თვეში, რაც ინსტიტუტი დავამთვარე, ტელევიზიაში ადგილი გამოჩნდა. მაშინ იქ ახალ კადრებს ძალიან ძნელად იღებდნენ. დაბალი საფეხურიდან დავიწყე – ხმის ოპერატორობიდან. პირდაპირ კორესპონდენტად მუშაობის დაწყებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. თითქმის ნახევარი წელიწადი ვიმუშავე. შემდეგ სოციოლოგიური კვლევის ცენტრში გადამიყვანეს. ბოლოს, ხანგრძლივი კონკურსის გავლის შემდეგ, საინფორმაციო გამოშვება "მოამბეში" მოვხდი. იქ ძალიან მკაცრი ცენზურა არსებობდა. მთელი ერთი წელიწადი ძველი თაობის უზარმაზარი არმია გვეხმარებოდა, გვასწავლიდა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, ზენონ კაციას დამსახურება. იგი მთავარი რეჟისორი და ჩვენი მასწავლებელი იყო. რამდენიმე ადამიანი – ლიკა გიორგაძე, თამრიკო ბალავაძე, მარინა ჯაში და ა.შ. – ერთად მივედით და ზენონ კაციას ვიყავით მიბარებული, რომელიც გვასწავლიდა მეტყველებას, სიუჟეტების წერას და ა.შ. მხოლოდ ორი წლის შემდეგ მომცეს ნება, წუთიანი სიუჟეტი კადრგარეთ გამეხმოვანებინა. მაშინ კულტურა ახალგაზრდებზე იყო მინდობილი, სადაც ნაკლებად მტკივნეული შეცდომების დაშვება ხდება. მე, მაგალითად, მხატვრობა მებარა. სანამ წამყვანად დამსვამდნენ, ბევრი წელი გავიდა.
– როგორი შეგრძნება გქონდათ, როცა პირდაპირ ეთერში მოხვდით პირველად?
– სულ პირველი პირდაპირი ეთერი არც მახსოვს. ნერვიულობა ყოველი ეთერის დაწყების წინ ბოლომდე გამყვა. მაშინ სუფლიორი არ არსებობდა და ყველაფრის ზეპირად დამახსოვრება გვიწევდა. ეს ყველაფერი უფრო ბუნებრივი იყო, ვიდრე დღეს არის.
– დღევანდელ საინფორმაციო გამოშვებებს როგორ შეაფასებდით?
– უფრო ობიექტურები უნდა ვიყოთ. და კიდევ – მეტყვლება. რუსულიდან გადმოსული სიტყვებით ქართული ენა მაშინაც ბინძურდებოდა, მაგრამ ეთერში არ ვიყენებდით. ახლა მეორე უკიდურესობაში ვართ გადავარდნილი – ინგლისურენოვანი სიტყვებით გაივსო ეთერი. მე ინგლისური ენის სპეციალისტი ვარ და მესმის ის სიტყვები, რასაც ტელევიზიაში იყენებენ, "ფეისებით" დაწყებული "გლამურულით" დამთავრებული. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ ესმის, რა ენაზე მეტყველებენ ტელევიზიაში. ასევე არ მომწონს ზმნის პასიური ფორმების გამოყენება. ქართული ენა იმდენად დახვეწილია, რომ არანაირი საჭიროება არ არსებობს, წინადადება ასე ავაგოთ: "იქნა განხორციელებული", "იქნა მოკლული" და ა.შ. ეს ძალიან გამაღიზიანებელია.
გამაღიზიანებელია, როცა ჩემთან შედარებით ბავშვი წამყვანი ლაპარაკობს თემაზე, რომელზეც, ეტყობა, რომ წარმოდგენა არ აქვს. მოუმზადებელი არ უნდა გახვიდე ეთერში. ზოგადი წარმოდგენა მაინც უნდა გქონდეს, სად მიდიხარ და რას აკეთებ. ეკრანი ვერაგია, მომენტალურად ჩანს, ადამიანი განათლებულია თუ გაუნათლებელი.
– პირადად თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საეთერო გამოსვლა, რომელსაც ახლაც ემოციების გარეშე ვერ იხსენებთ, რომელი იყო?
– ყველაზე მძიმედ გასახსენებელი 1993 წლის სექტემბრის ერთი გამოშვებაა, როცა ფაქტობრივად სოხუმის დაცემა მოახლოებული იყო. მახსოვს, ძლივს დავამთავრე ეთერი, ცრემლები მახრჩობდა, როდესაც მობილიზაციას ვაცხადებდით, რომ ვისაც შეეძლო ფეხზე დგომა, სოხუმში წასულიყო. ეს ყველაზე მძიმე ეთერი იყო ჩემთვის. ასევე, ძალიან საპასუხისმგებლო ეთერი იყო მაშინ, როცა ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად და ყველასათვის მოულოდნელად, 1999 წელს პირდაპირ ეთერში ყველას დავემშვიდობე და ტელევიზიიდან წავედი.
– ასე რატომ მოიქეცით?
– ტელევიზიაში მომავალი რევოლუციის ნიშნები იგრძნობოდა. ცვლილებების წინააღმდეგი არავინ არის, მაგრამ გააჩნია, რა ფორმით და როგორ მოხდება... ყველასთან შეუთანხმებლად მაყურებელს პირდაპირ ეთერში დავემშვიდობე იმ თაობის სახელით, რომლებმაც გამოვიარეთ უმძიმესი პერიოდი, უხელფასობა, უშუქობა... ფეხით დავდიოდით, მაგრამ სამსახურში მაინც არ ვაგვიანებდით. ამ ყველაფრის მერე უცერემონიოდ რომ გეუბნებან, შენი დრო დამთავრდა და 40 წელს რომ გადააბიჯებ, არ გაქვს უფლება, ეკრანზე იყოო, ეს ძალიან გულსატკენია. ელემენტარულად, მადლობის თქმა და ძველ თანამშრომლებთან დამშვიდობება შეიძლებოდა. ამიტომ მოვლენებს დავასწარი. ამას დიდი აურზაური მოჰყვა. მაშინ მე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის პრესსამსახურშიც ვმუშაობდი. ჩემი პროტესტი და მისი გამოხატვის ფორმა ყველასთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ მოვლენების განვითარების შემდეგ ყველასთვის გასაგები გახდა ის, რაც მე გავაკეთე.
– საქართველოში მაშინდელი ტელეწამყვანები ძალიან პოპულარულები იყავით. ოდესმე თუ გისარგებლიათ ამით?
– ერთ შემთხვევას გავიხსენებ. "მოამბის" დასრულების შემდეგ ოჯახთან მცხეთაში, აგარაკზე მივდიოდი. მცხეთის შესასვლელთან დიდი რეიდი იყო. პირდაპირ სტუდიიდან ვიყავი გამოსული, თმადავარცხნილი და გრიმით. მანქანის მართვის მოწმობა მქონდა, მაგრამ თვითონ მანქანა ჩემი არ იყო, მეუღლის სახელზე იყო გაფორმებული. გამაჩერეს და ინსპექტორმა საბუთების შემოწმების შემდეგ მკითხა, ციური ბაჯელიძის რა ხართო. გამეცინა და ხუმრობით ვუპასუხე, ბიძაშვილი–მეთქი. იმ ქალბატონს დიდ პატივს ვცემ და ახლა გაპატიებთო, მითხრა. რა უნდა მეთქვა? მიყურებდა, ხელში ჩემი საბუთი ეჭირა და მაინც ეს მითხრა.
– თქვენი ოჯახი ვისგან შედგება?
– მყავს ერთი შვილი, კოტე ჭავჭანიძე, რომელიც 26 წლის არის. დაოჯახებულია და ახლა შვილიშვილს ველოდებით. ქმარი ოთარ ჭავჭანიძე, პურის ქარხანაში მუშაობს. მყავს არაჩვეულებრივი რძალი – ხატია ჟვანია. ის ჩემი მეორე შვილია. გაგვიმართლა, არაჩვეულებრივი ბავშვია. როცა ოჯახში ახალი წევრი შემოდის, სიცოცხლე და ხალისი უნდა შემოიტანოს. ხატია ზუსტად ასეთია. ცალკე ცხოვრობენ. ზოგჯერ ამაზე გული მწყდება, ჩემი შვილი დედისერთაა და ვერ წარმომედგინა, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ მათთვის ასე ჯობს. დამოუკიდებლები უნდა იყვნენ.
– დღეს რას საქმიანობთ?
– თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს ენების ცენტრი, სადაც ინგლისურს ვასწავლი. ამჟამად დისერტაციაზე ვმუშაობ, რომელიც 21 წლისამ, უნივერსიტეტის დასრულებისას ჩავიფიქრე, მაგრამ ტელევიზიაში მუშაობის გამო ეს გეგმა ვერ განვახორციელე.
– როგორ შეაფასებდით იმ კვალს, რაც თქვენს ცხოვრებაში ტელევიზიამ დატოვა?
– გამიმართლა, ტელევიზიაში რომ მოვხვდი. ბევრი რამ ვისწავლე, მეც შევიცვალე – მანამდე გაუბედავი, სუსტი არსება ვიყავი. ტელევიზიამ ბევრი კომპლექსი დამაძლევინა, ნახევარი მსოფლიო მოვიარე. 12 წელი შევარდნაძის პრესსამდივნოში გავატარე, მისი ჟურნალისტი ვიყავი და პროფესიული თვალსაზრისით, ესეც ბევრის მომცემი იყო ჩემთვის.
– ეკრანის ხომ არ გენატრებათ?
– გულწრფელად გეტყვით – ეს შეგრძნება არ მქონია. ტელევიზიაში 25 წელი ვმუშაობდი, ბოლო 15 წელი კი, როგორც იტყვიან, ეკრანიდან არ ჩამოვსულვარ. ალბათ მომბეზრდა. სულ ვამბობდი, მაყურებელს თავი არ უნდა მოაბეზრო–მეთქი. ის პერიოდი, რაც იყო, წარსულში დარჩა – ძალიან ლამაზი და კარგად მოსაგონებელი, მაგრამ არ მენატრება. შეიძლება იმიტომ, რომ მეორე საქმე მაქვს და ეს არ მაძლევს საშუალებას, მონატრებამ დამტანჯოს.
მანანა ნოდია

სიახლეები

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ჯეიმს ბონდებს ნაზი ქალი წვრთნის
ვაზაგაშვილები ”პირველ არხს” უჩივიან
კახა ბექაური: "მეცხრე არხი" არცერთ თანამშრომელს არ დაუტოვებია
გაზეთი "პოსტკრიპტუმი" ჟურნალისტის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
რას ხედავს სიზმარში ნუცა ხიდირბეგიშვილი 

ნანუკა ჟორჟოლიანი ჩაფიძის კლინიკაში მოხვდა
ია ანთაძე: ”შსს-ს განცხადება ცინიკურია”
შსს: გელა მთივლიშვილი არ გვიცემია
ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს პოლიციამ სცემა
"პირველი სტერეოს" ოფისი ტელეკომპანიის ყველა თანამშრომელმა დატოვა
ხატია ძერყორაშვილი: "ახალგორიდან მე და დედამ გადაცმულებმა გამოვაღწიეთ"
"1 სტერეოს" შენობას დეპუტატ დავით ბეჟუაშვილის წარმომადგენლები იკავებენ
კახა ბექაური - "მეცხრე არხმა" "თრიალეთის" 10%-იანი წილი იყიდა
კახა ბექაურს მე-9 არხზე ინგა გრიგოლია უნდა 