asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"ფეისბუქი" მართლა იხურება?!
ჭორი თუ სინამდვილე
"ფეისბუქი" მართლა იხურება?!

2012-01-11 16:19:54



ინტერნეტთან მიჯაჭვული საზოგადოება შოკშია! ნუთუ, დადგება დღე, როცა "ფეისბუქი" აღარ იქნება?! საქმე ისაა, რომ ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ამ სოციალური ქსელის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა "ფეისბუქი" უნდა დახუროს.
ერთ-ერთი საიტის ცნობით, ცუკერბერგმა პრესკონფერენცია მოიწვია და შოკისმომგვრელი ინფორმაცია გაავრცელა.
- "ფეისბუქი" კონტროლს აღარ ექვემდებარება. ამ კომპანიის მართვით გამოწვეულმა სტრესმა კი ცხოვრება დამინგრია. მე ამას წერტილი უნდა დავუსვა, - თქვა ცუკერბერგმა.
მარკ ცუკერბერგის თქმით, მომავალი წლის 15 მარტიდან სოციალური ქსელის მომხმარებლები საკუთარ გვერდებზე ვეღარ შევლენ. "ფეისბუქის" მოყვარულებს ძალიან ცოტა დრო რჩებათ, რომ საიტს გამოემშვიდობონ და მის გარეშე ცხოვრებაზე იფიქრონ.
- 2012 წლის 15 მარტის შემდეგ ვებგვერდი გამოირთვება. ამიტომაც, თუ გსურთ, რომ ამ საიტზე დადებული თქვენი ფოტოები უკვალოდ არ გაქრეს, მაშინ ისინი უნდა გადმოწეროთ. მას შემდეგ, რაც "ფეისბუქი" ბიზნესს დატოვებს, ამ ფოტოებს თქვენ ვერავინ დაგიბრუნებთ, - განაცხადა ტექნიკურ საკითხებში კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა ავრატ ხუმარტიმ.
ცუკერბერგმა განაცხადა, რომ "ფეისბუქის" მუშაობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მისთვის ადვილად მისაღები არ ყოფილა, მაგრამ მიაჩნია, რომ სხვა ადამიანები ამის გამო დიდად არ დამწუხრდებიან.
- პირადად მე, არ მიმაჩნია, რომ ეს რაღაც განსაკუთრებული მოვლენაა. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, რომ ეს კარგიც კია. "ფეისბუქის" გარეშე ადამიანები ქუჩაში გამოსვლას დაიწყებენ და ნამდვილ მეგობრებს გაიჩენენ. ეს ხომ ძალიან მაგარია, - განაცხადა ცუკერბერგმა.
თუმცა, მარკ ცუკერბერგის გადაწყვეტილებით მაინც ბევრია უკმაყოფილო. "ფეისბუქის" იუზერები კითხულობენ, რა აკეთონ ამის მერე. ზოგის ცხოვრება ხომ მართალაც ისეა ამ საიტთან გადაჯაჭვული, რომ მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. ზოგიერთი თითქმის 24 საათის განმავლობაში ზის ამ სოციალურ ქსელში და ხშირად საჭმლის ჭამაც კი ავიწყდება.
არიან ცუკერბერგის გადაწყვეტილებით კმაყოფილი ადამიანებიც, მაგალითად, იმ ბავშვების მშობლები, რომლებიც მთელ თავისუფალ დროს "ფეისბუქში" ატარებენ. მათ უხარიათ, რომ კოშმარი, სახელწოდებით "ფეისბუქი", როგორც იქნა, დამთავრდება და შვილებთან დალაპარაკებას შეძლებენ, რომლებიც კომპიუტერის მონიტორებს არ სცილდებიან.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის "ფეისბუქი" ძალზე მომგებიანია, მას მფლობელისათვის მილიარდობით დოლარი მოაქვს. დღეს, ეს საიტი ყველაზე შემოსავლიან და პერსპექტიულ ბიზნესად მიიჩნევა, ეკონომისტები მას 7,9 მილიარდ დოლარად აფასებენ.
ამის მიუხედავად, ცუკერბერგი საკუთარი გადაწყვეტილების გადახედვას არ აპირებს, - წერენ უცხოელი ჟურნალისტები.
- მე ფული არ მაღელვებს. უბრალოდ, მინდა, რომ ვიცხოვრო ისე, როგორც ადრე ვცხოვრობდი, - ამბობს ცუკერბერგი.
ასეთი სენსაციური ინფორმაციის გავრცელებას ინტერნეტში უკვალოდ არ ჩაუვლია. გამოჩნდა სხვა ინფორმაციებიც, რომელთა მიხედვითაც, "ფეისბუქი" სულაც არ იხურება.
გაჩნდა ცნობები, რომ სოციალური ქსელის ხელმძღვანელობამ გავრცელებული ხმები, "ფეისბუქის" შესაძლო დახურვის შესახებ, ოფიციალურად უარყო. მათ ამ ყველაფერს სიცრუე უწოდეს.
"ფეისბუქის" ერთ-ერთი დირექტორის, შერილ სენდბერგის თქმით, საიტის უახლოეს მომავალში დახურვა კი არა, მისი გაუქმება თავში არასდროს მოუვათ.
- ჩვენ მხოლოდ ვიწყებთ! - საჯაროდ განაცხადა სენდბერგმა.
კომპანიის ფინანსური დირექტორი, დევიდ ებერსმენი ამჟამად ერთ-ერთ ორგანიზაცია "გოლდენ საჩთან" აწარმოებს მოლაპარაკებებს "ფეისბუქის" დაფინანსებასთან დაკავშირებით.
- ბევრს მიაჩნია, რომ ამ ორგანიზაციასთან ხელშეკრულების დადება ცვლილებებს გამოიწვევს "ფეისბუქში" და შესაძლოა, ის სულაც დაიხუროს. ყოველგვარი ასეთი მოსაზრება მცდარია. მომავალი წლის 15 მარტიდან კი არ დავიხურებით, პირიქით, უფრო მძლავრად ავმუშავდებით, - აღნიშნა ებერსმენმა.
აღსანიშნავია, რომ "ფეისბუქს" საკმაოდ მძლავრი წარმომადგენლობა რუსეთშიც ჰყავს. კომენტარი მისმა თანამშრომლებმაც გააკეთეს. საიტის რუსეთის წარმომადგენლობაშიც აცხადებენ, რომ ხმები მისი გაჩერების შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება. მათი თქმით, ინფორმაციის გამავრცელებელი ვებგვერდი ასეთ ცნობებს, ტყუილზე აგებულ ნიუსებს ხშირად აქვეყნებს, რითაც მკითხველი შეცდომაში შეყავს. მათ საიტის რამდენიმე სტატიის სათაურიც მოაქვთ მაგალითად: "ავსტრალიელები ცაზე ორი მთვარის ხილვამ გააოგნა", "ავის მომასწავებელი თეთრი ცისარტყელა რამდენიმე კვირაა, არქტიკის ცაზეა".
მიუხედავად ყველაფრისა, სენსაციური ინფორმაციის წყარო და მისი ავტორი ჟურნალისტი ირწმუნებიან, რომ ახალი ამბავი საკმაოდ სანდო ინფორმატორისაგან მიიღეს, რომელიც "ფეისბუქის" თანამშრომელია. სწორედ ამ თანამშრომლისაგან შეიტყო ჟურნალისტმა, რომ "ფეისბუქის" ხელმძღვანელობა ბჭობს, თუ რა ფორმით დატოვოს ბაზარი.
- ჩვენ არ შეგვიძლია, რომ 15 მარტიდან, უბრალოდ, გავთიშოთ საიტი. ამას შეიძლება მთელი რევოლუცია მოჰყვეს. ვეცდებით, ჩვენი მომხმარებლები შევამზადოთ იმისათვის, რომ მალე "ფეისბუქი" აღარ იარსებებს. ამ ადამიანებს თავიანთი კონტაქტებისა და ინფორმაციის შენარჩუნების თუ შენახვის საშუალებებიც უნდა შევთავაზოთ, - აცხადებს წყარო.
რეალურია თუ არა ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია "ფეისბუქის" დახურვასთან დაკავშირებით, ეს მომავალში გამოჩნდება. თუმცა, ცუკერბერგის მიერ წარმოთქმულ ფრაზაში, რომ ეს სოციალური ქსელი უმართავი გახდა, არის ჭეშმარიტების მარცვალი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმართაობა იმაში გამოიხატება, რომ დღეს "ფეისბუქი" აქეთ მართავს ადამიანთა საკმაოდ დიდ მასებს. რადგანაც ქსელს ასობით მილიონი მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც ელვის სისწრაფით ავრცელებენ ერთმანეთში ინფორმაციას, არსებობს დაფარული ჯგუფები, რომელთა წევრებიც, ვინ იცის, რა საქმეებს არ გეგმავენ სოციალურ ქსელში, "ფეისბუქი" დღეს მსოფლიო მოვლენათა მართვის მთავარი საშუალებაა. ყველასთვის ცნობილია, რომ აზიასა თუ აფრიკაში ბოლო პერიოდში მომხდარი მასობრივი გამოსვლები სწორედ "ფეისბუქში" იყო დაგეგმილი. თვით დიდ ბრიტანეთშიც კი, "ფეისბუქის" წყალობით, ცოტა ხნის წინ როგორი არეულობა იყო, ყველას კარგად ახსოვს. ასე რომ, არ არის გამორიცხული, "ფეისბუქის" დახურვა პოლიტიკასთან იყოს კავშირში და ეს მსოფლიო ლიდერებს მართლაც სურდეთ.
შალვა ჯოხაძე


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ფეისბუქი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online