| ქალი და მამაკაცი |

ლალი მოროშკინა შიმშილობას იწყებს. ამასთან დაკავშირებით "ჯი-ეიჩ-ენს" ჟურნალისტის შვილმა სანდრო ჩაგანავამ განუცხადა."ახლა დამთავრდა სასამართლო და ლალიმ გამოაცხადა, რომ შიმშილობას იწყებს დღეიდან. დილით მეც სახლში ვიყავი, როცა სამართალდამცავები მოვიდნენ და ლალი აიყვანეს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ჩაგანავამ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ლალი მოროშკინას 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა ლალი მოროშკინა საკუთარ სახლში, დღეს დაახლოებით დილის 08.00 საათზე დააკავეს, რომელმაც გუშინ საღამოს, „ნანუკას შოუს" ჩაწერის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გაზეთ „პრაიმტაიმის" მთავარ რედაქტორს, თაკო ფხაკაძეს. ინციდენტის შემდეგ მოროშკინამ ტელეკომპანია კავკასიის ეთერში განაცხადა, რომ თაკო ფხაკაძე სცემა. მოროშკინას ინფორმაციით, როდესაც სტუდიაში მივიდა ჩაწერაზე, ნახა გაშლილი ხალიჩა, რომელზეც ეწერა პრაიმ-ტაიმი. "როდესაც ეს ვნახე ვთქვი, რომ აქ ჩემი ადგილი არ არის. მოდით მეგობრულად მოვაგვაროთ ეს პრობლემა, მე უბრალოდ წავალ ამ შოუდან ერთი ადამიანი თუ მოგაკლდათ არ იქნება პრობლემა". მოროშკინა ჰყვება, რომ შოუში აცხადებდნენ ნომინაციებს და იქ მიწვეულებს აჯილოდვებდნენ. მისივე თქმით, ყველაფერი ძალიან ლამაზად მიდიოდა და ბოლოს ის და ნუკი კოშკელიშვილი დაასახელეს ნომინაციაში "ყველაზე უგემოვნოები". მისივე თქმით, რადგან ამ ნომინაციების ავტორი იყო პრაიმ-ტაიმი, მანდ სტუდიაში სიტყვა ითხოვა და თქვა რომ თაკო ფხაკაძე ვერ შედგა როგორც ჟურნალისტი და პიროვნება. "მე ვთქვი, რომ ალბათ თაკო ფხაკაძე ვერ შედგა როგორც ჟურნალისტი, პიროვნება, ქალი; ვერ შდგა, როგორც ჯანმრთელი ქალი. მისი სილიკონებით გადაბერილი სახე ლამის არის გადასკდეს და შურს ყველა ქალის ჯანმრთელის, მოაზროვნის, რომელიც თავისით იკვალავს გზას და არა გიგი უგულავას დაფინანსებული გაზეთით", - განაცხადა მოროშკინამ და აღნიშა, რომ ამის შემდეგ მას ყურში ჩაესმა თაკო ფხაკაძის "ქრიქილი", რის გამოც სცემა.
"მივმართავ სამართალდამცველებს მე ვცემე თაკო ფხაკაძე. ცოტა სისხლის წვეთები ახლაც მამჩნევია ხელზე", - ეს სკნადალური ინფორმაცია ლალი მოროშკინამ რამდენიმე წუთის წინ ტელეკომპანია "კავკასიის" პირდაპირ ეთერში დავით აქუბარდიას გადაცემაში სტუმრობისას განაცახადა. მან ბოდიში მოუხადა ტელემაყურებელს და აღნიშნა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა.
"მირჩევნია, პასუხი ვაგო, ციხეში ჩავჯდე, ვიდრე თავმოყვარეობის შელახვა ავიტანო", - განაცხადა მოროშკინამ.
მისი თქმით, მას ურჩევნია იჯდეს ციხეში, ვიდრე უღირს ადმიანებთან ერთად იდგეს.


|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ჯეიმს ბონდებს ნაზი ქალი წვრთნის
ვაზაგაშვილები ”პირველ არხს” უჩივიან
კახა ბექაური: "მეცხრე არხი" არცერთ თანამშრომელს არ დაუტოვებია
გაზეთი "პოსტკრიპტუმი" ჟურნალისტის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს











ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
რას ხედავს სიზმარში ნუცა ხიდირბეგიშვილი 

ნანუკა ჟორჟოლიანი ჩაფიძის კლინიკაში მოხვდა
ია ანთაძე: ”შსს-ს განცხადება ცინიკურია”
შსს: გელა მთივლიშვილი არ გვიცემია
ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს პოლიციამ სცემა
"პირველი სტერეოს" ოფისი ტელეკომპანიის ყველა თანამშრომელმა დატოვა
ხატია ძერყორაშვილი: "ახალგორიდან მე და დედამ გადაცმულებმა გამოვაღწიეთ"
"1 სტერეოს" შენობას დეპუტატ დავით ბეჟუაშვილის წარმომადგენლები იკავებენ
კახა ბექაური - "მეცხრე არხმა" "თრიალეთის" 10%-იანი წილი იყიდა
კახა ბექაურს მე-9 არხზე ინგა გრიგოლია უნდა 































