asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რუსმა ჟურნალისტმა პროტესტის ნიშნად პირდაპირი ეთერის წაყვანაზე უარი განაცხადა
პროსტესტი
რუსმა ჟურნალისტმა პროტესტის ნიშნად პირდაპირი ეთერის წაყვანაზე უარი განაცხადა

2011-12-10 13:08:00



რუსეთის ტელეკომპანია "ნტვ"-ს წამყვანმა ალექსეი პივავაროვმა არხის საინფორმაციო პოლიტიკა გააპროტესტა და დღეს პირდაპირი ეთერის წაყვანაზე უარი განაცხადა .
გაზეთ "კომერსანტის" ინფორმაციით, პივავაროვის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საინფორმაციო გამოშვებებში "ბალოტნის" მოედანზე მიმდინარე მიტინგები არ იქნება გაშუქებული, უარს იტყვის პირდაპირი ეთერის წაყვანაზე. ასეთი ულტიმატუმი პივავაროვმა ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას წაუყენა.
გამოცემის ინფორმაციით, პივავაროვის პროტესტის მიზეზად ტელეკომპანიის საინფორმაციო პოლიტიკა იქცა, რომელიც მიტინგის გაშუქებას არ ითვალისწინებს.
როგორც "კომერსანტი" წერს, ფედერალური ტელეკომპანიების ეთერში მსგავსი ღონისძიებები არ შუქდება, თუმცა ნტვ-ს ახალ ამბებში მცირე სიუჟეტი არჩევნების ფალსიფიცირების შესახებ მაინც გავიდა.
დღეისთვის რუსეთის მასშტაბით მიტინგებია დაგეგმილი, სადაც ოპოზიცია დუმის არჩევნების შედეგებს გააპროტესტებს.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, მოსკოვში მიტინგის გამართვა ბოლოტნის მოედანზე იგეგმება.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ტესტი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online