asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ლალი მოროშკინა ციხეში 15 დღეს გაატარებს
ამის შესახებ ანრი ჯოხაძე საუბრობს
ლალი მოროშკინა ციხეში 15 დღეს გაატარებს

2011-12-10 12:36:00



ჟურნალისტ ლალი მოროშკინას საქალაქო სასამართლომ 15 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ სასამართლო
პროცესის დასრულებიშ შემდეგ ჟურნალისტებს მოროშკინას მეგობარმა, მომღერალმა ანრი ჯოხაძემ განუცხადა .
მისი თქმით, სავარაუდოდ, მოროშკინას ადვოკატი საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. როგორც ანრი ჯოხაძემ განაცხადა, პროცესი საკმაოდ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.
ანრი ჯოხაძე გუშინ "ნანუკას შოუს" ჩაწერისას ლალი მოროშკინასა და გაზეთ "პრაიმ ტაიმის" დამფუძნებელ თაკო ფხაკაძეს შორის მომხდარ ინციდენტსაც იხსენებს, რომელსაც პირადა შეესწრო. ჯოხაძე გადაცემის ჩაწერაზე იმყოფებოდა.
"იყო თმებით თრევა და კატა-თაგვობანას თამაში. მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ერთმანეთს. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია", - განაცხადა ჯოხაძემ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ "ნანუკას შოუში" მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს ჟურნალისტი ლალი მოროშკინა. მისი მეგობრის, მარინა სალუქვაძის ინფორმაციით, მოროშკინა გაზეთ "პრაიმ ტაიმის" რედაქტორთან თაკო ფხაკაძესთან დაკავშირებულ ინციდენტთან დაკავშირებით დააკავეს.
მოროშკინა ჯერ პოლიციაში დაკითხეს, შემდეგ კი საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გაასამართლეს.
დღესვე ინციდენტთან დაკავშირებით, გაზეთ "პრაიმ ტაიმის დამფუძნებელი თაკო ფხაკაძე პრესკონფერენციას გამართავს.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ლალი მოროშკინა
კავშირი ტეგთან: ციხე
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online