asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ლალი მოროშკინა: ”მე ვცემე თაკო ფხაკაძე”
კონფლიქტი ”ნანუკას შოუში”
ლალი მოროშკინა: ”მე ვცემე თაკო ფხაკაძე”

2011-12-09 22:38:11



ცოტა ხნის წინ ლალი მოროშკინამ ტელეკომპანია ”კავკასიის” ეთერში სენსაციური განცხადება გააკეთა. კერძოდ, მან თქვა, რომ რამდენიმე საათის წინ სცემა გაზეთ ”პრაიმ-ტაიმის” რედაქტორი თაკო ფხაკაძე.

ყველაფერი ”ნანუკას შოუს” საახალწლო გადაცემის ჩაწერის დროს მოხდა, როდესაც ლალი მოროშკინას ყველაზე უგემოვნო ქალის ტიტული მიანიჭეს.

_ მე მომესმა თაკო ფხაკაძის ქირქილი, რომელმაც ამის გამო დამცინა. ამიტომ მე ის ვცემე, _ განაცხადა ლალი მოროშკინამ.

მისი თქმით, ის მზადაა, წარსდგეს სასამართლოს წინაშე და ციხეშიც კი ჩაჯდეს, თუ ეს საჭირო იქნება.

მან თაკო ფხაკაძეს არშემდგარი ჟურნალისტი უწოდა, რომელიც გიგი უგულავას მიერ დაფინანსებულ გაზეთ ”პრაიმ-ტაიმს” უდგას სათავეში.

_ ხელები თაკო ფხაკაძის ცემის შემდეგ ახლაც დასისხლიანებული მაქვს, _ დასძინა ბოლოს ლალი მოროშკინამ.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ლალი მოროშკინა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online