| ქალი და მამაკაცი |

კულინარიული შედევრები
კულინარიული შედევრები
პანამური ტორტი
მასალა კრემისათვის:
მწარე შოკოლადი – 200 გ
ნაღები – 150 მლ
შაქრის პუდრი – 50 გ
ქოქოსის ან კაკაოს ცხიმი – 20 გ
რომი – 2 ს.კ.
ბისკვიტისთვის:
მწარე შოკოლადი – 50 გ
კვერცხი – 6 ცალი
მარილი – მწიკვი
შაქარი – 250 გ
ნუში (გატარებული) – 100 გ
ფქვილი – 100 გ
გრილია:ისთვის:
შაქრის პუდრი – 50 გ
ნუში (დაჭრილი) – 100 გ
მომზადება: შოკოლადი დატეხეთ და ნაღებთან, შაქრის პუდრთან და ქოქოსის ცხიმთან ერთად გაადნეთ დაბალ ალზე, თან ურიეთ. დადგით გრილ ადგილზე 2 საათით. გააცხელეთ ღუმელი. ფორმას ჩაუფინეთ პერგამენტი. წვრილად გახეხეთ შოკოლადი. კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა მარილთან ერთად ათქვიფეთ გამაგრებამდე. კვერცხის გული და შაქარი თქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. შეურიეთ ჯერ ნუში და შოკოლადი, შემდეგ კი ათქვეფილი ცილა. ცომს დააცერით ფქვილი და მოურიეთ.
ცომი ფორმაში ჩაასხით. შედგით ღუმელში და 175 გრადუსზე 45 წუთი აცხვეთ. როცა გაგრილდება, ფორმიდან ამოიღეთ, დადეთ ცხაურზე გასაცივებლად და მოაცილეთ პერგამენტი.
შაქრის პუდრი დაყარეთ უცხიმო ტაფაზე და დადგით დაბალ ალზე, თან ურიეთ, სანამ ღია ყავისფერი არ გახდება. შემდეგ შეურიეთ დაჭრილი ნუში და გააცივეთ.
ბისკვიტი სამად გაჭერით (რომ მიიღოთ 3 ფენა). ბისკვიტის ძირი დაჭერით პატარა კვადრატებად და აურიეთ რომში. შოკოლადის კრემს კარგად ამოურიეთ. 1/3 შეურიეთ დაჭრილ ბისკვიტს.
ბისკვიტის მეორე ფენა დადეთ ლანგარზე, წაუსვით ბისკვიტიანი და შოკოლადიანი მასა, დაადეთ მესამე ფენა და კიდეებზე კარგად დააწექით. ნამცხვარს წაუსვით დარჩენილი შოკოლადის კრემი. ზედაპირი მორთეთ ნუშის გრილიაჟით. ტორტი კრემით კარგად რომ გაიჟღინთოს, დატოვეთ მთელი ღამით.
ქათმის ღვიძლი იაპონურად
მასალა:
სოიას სოუსი – 5 ს.კ.
ქათმის ღვიძლი – 500 გ
ზეთი – 2 ს.კ.
მწვანე ბულგარული წიწაკა – 1 ცალი
ნიორი – 1–2 კბილი
შაქარი – 3 ს.კ.
შირბახტის ზეთი – 1 ჩ.კ.
ხერესი – 2 ს.კ.
ჯანჯაფილი, ბოლოკი, მწვანე ხახვი, მარილი – გემოვნებით
მომზადება: ღრმა ჯამში ჩაასხით შირბახტის ზეთი, ხერესს დამატებული 1 ს.კ. შაქარი, ჩააწყვეთ დაჭრილი ქათმის ღვიძლი და გააჩერეთ 20–30 წუთი (დროდადრო მოურიეთ). შემდეგ ამოიღეთ ღვიძლის ნაჭრები და შეწვით ზეთში 3–4 წუთი, სანამ არ მიიღებს ყავისფერ შეფერილობას. დაუმატეთ დაჭრილი მწვანე წიწაკა, ხახვი, ნიორი, ჯანჯაფილი და ცეცხლზე კიდევ 2–3 წუთი გააჩერეთ. ღვიძლის ნაჭრები უნდა იყოს გარედან ყავისფერი. დავასხათ ზემოდან სოიას სოუსი, მოაყარეთ დარჩენილი შაქარი და კარგად მოურიეთ. დაუმატეთ შირბახტის ზეთი. კერძი მორთეთ ბოლოკის თხელი ნაჭრებით.
იაპონური სალათა
მასალა:
დაკონსერვებული ანანასი – 1 ჭიქა
პომიდორი – 3 ცალი
ფორთოხალი – 2 ცალი
შაქარი – 1 ჩ.ჭ.
ნაღები – 2–3 ს.კ.
ჯანჯაფილი, ლიმონის წვენი, მწვანე სალათა, მარილი – გემოვნებით
მომზადება: ანანასი, პომიდორი, ფორთოხალი და ჯანჯაფილი პატარა ნაჭრებად დაჭერით, შეურიეთ შაქარი, მარილი და ლიმონის წვენი. ნახევარი საათით მაცივარში შედგით. სუფრასთან მიტანის წინ სასალათეს ძირში სალათის ფოთლები ჩაუფინეთ და მასზე სალათა მოათავსეთ.
ლოქო ტყემლის საწებლით
მასალა:
ლოქო – 1.200 გ
ტყემლის ტყლაპი – 300 გ
ქინძი (აკეპილი) – 1 ჩ.ჭ.
მარილი, წიწაკა და ნიორი – გემოვნებით
მომზადება: ლოქო დაჭერით, გარეცხეთ და მდუღარე მარილწყალში მოხარშეთ. შემდეგ ქვაბიდან ქაფქირით ამოიღეთ და თეფშზე დაალაგეთ.
სუფრაზე ცალკე მიიტანეთ ტყლაპის საწებელი, რომელიც ასე მოამზადეთ: ტყლაპი პატარა ნაჭრებად დაჭერით, დაასხით 2 ჩ.ჭ. ნელთბილი წყალი. 2–3 საათის შემდეგ იმავე წყალში ასრისეთ და შეკმაზეთ დანაყილი ნივრით, წიწაკით, მარილითა და ქინძით.

სიახლეები

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ყვავილოვანი კომბოსტო კიბოს წინააღმდეგ
კულინარიული შედევრები
ხილი დიაბეტის წინააღმდეგ
დიეტა მოგბეზრდათ? ნაყინი შეჭამეთ

ფასტფუდი დეპრესიას იწვევს
კულინარიული შედევრები
ნინო თოლორდავას ქმარი წელიწადში ორჯერ შემწვარი კვერცხით აბედნიერებს 

კულინარიული შედევრები
კულინარიული შედევრები
გია ბაღაშვილი: "ჩემმა ცოლმა ზუსტად იცის, როგორი კერძები უნდა მომიმზადოს!"
თქვენთვის, გურმანებო
გუშინ მაკარონი ხომ არ მოგიხარშავთ?
თქვენთვის, გურმანებო
თამუნა ლეკვეიშვილი: "საჭმელს ყოველთვის მოვალეობის მოხდის მიზნით ვაკეთებ"
თქვენთვის, გურმანებო
კულინარიული შედევრები 