| ქალი და მამაკაცი |

თქვენთვის, გურმანებო
თქვენთვის, გურმანებო
ქაშაყი არაჟანში
მასალა: ქაშაყი - 1 ცალი; ხახვი - 1 თავი; მჟავე კიტრი - 2 ცალი; კამა - ერთი კონა; არაჟანი - 2 სუფრის კოვზი; მაიონეზი - 1 სუფრის კოვზი.
ქაშაყი გაწმინდეთ და ფილე მოაცილეთ ძვლებს. დაჭერით ფილე 1 სმ სიგანის თხელ ნაჭრებად და დააწყვეთ თეფშზე. ძალიან წვრილად დაჭერით ხახვი და კამა. გახეხეთ მსხვილ სახეხზე კიტრი და გაწურეთ, რათა ზედმეტი წვენი გაუვიდეს. შეაერთეთ დაჭრილი პროდუქტები, დაამატეთ არაჟანი, მაიონეზი, აურიეთ და მოასხით ქაშაყს.
კომბოსტოს სალათი
მასალა: 200 გრამი კომბოსტო, 2 სუფრის კოვზი ზეთი, 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, ხახვი, მწვანილი გემოვნებით.
კომბოსტოს ფოთლები კარგად გავრეცხოთ, ძალიან წვრილად დავკეპოთ, მოვაყაროთ მარილი, ხელით დავსრისოთ, ცოტა ხანს გავაჩეროთ, გავწუროთ, გადავიტანოთ სასალათეში, დავასხათ ზეთი, ლიმონის წვენი, მოვაყაროთ წვრილად დაკეპილი ხახვი და სხვადასხვა მწვანილი. ფრთხილად ავურიოთ, ზემოდან ლამაზად შევასწოროთ და სუფრაზე ისე მივიტანოთ.
ზოლიანი ბუტერბროდი
მასალა: ჭვავის პური - 1 ცალი; კარაქი - 100 გრამი; გამდნარი ყველი - 200 გრამი; უცხიმო ვიჩინა - 50 გრამი; გახეხილი პირშუშხა ძმართან ერთად - 2 სუფრის კოვზი; ლიმონის წვენი - 1/2 ჩაის კოვზი; კამა - 2 კონა; დაფქვილი წითელი წიწაკა - გემოვნებით.
ათქვიფეთ კარაქი. თანდათანობით დაამატეთ ყველი. მიღებული მასა გაყავით სამ ნაწილად. ერთ ნაწილს დაამატეთ ძალიან წვრილად დაჭრილი კამა და ლიმონის წვენი, მეორეს - წვრილად დაჭრილი ვიჩინა და წიწაკა, მესამეს - პირშუშხა და წიწაკა. პურს მოაჭერით ქერქი და დაჭერით ჰორიზონტალურად თანაბარი სისქის ნაჭრებად. პურის ერთ ნაჭერს წაუსვით მწვანე მასა. დაადეთ მეორე ნაჭერი და წაუსვით ვიჩინიანი მასა, დაადეთ მესამე ნაჭერი, წაუსვით პირშუშხიანი მასა, დაადეთ ბოლო მეოთხე ნაჭერი, რომელზეც დადეთ რაიმე წნეხი და შედგით მაცივარში 2 საათით. სუფრაზე გატანის წინ დაჭერით პატარა ულუფებად.
კვერცხთან ერთად შემწვარი სენდვიჩი
მასალა: 1 სმ სისქის პური - 4 ნაჭერი; გახეხილი ყველი - 50 გრამი; ვიჩინის თხელი ნაჭერი - 4 ცალი; შემწვარი და წვრილად დაჭრილი ბეკონი - 2 ზოლი; კარაქი - 2 ჩაის კოვზი.
გაახურეთ ღუმელი 220 გრადუსამდე. თუნუქის ფურცელს დააფინეთ ფოლგის ან პერგამენტის ქაღალდი. პურის ორ ნაჭერს ერთ მხარეს წაუსვით კარაქი. ორ პურის ნაჭერს შუაში ფორმის საშუალებით ამოაჭერით 5 სმ დიამეტრის მქონე სივრცე. კარაქიანი ნაწილით დადეთ პურის ნაჭრები თუნუქის ფურცელზე. მოაყარეთ ყველის ნორმის ნახევარი. დაადეთ ვიჩინა და დააფარეთ დარჩენილი, გულამოჭრილი პურის ნაჭრები. ამოჭრილ სივრცეში ჩაახალეთ თითო კვერცხი, მოაყარეთ ბეკონი. შედგით ღუმელში, შეგიძლიათ დაამატოთ პამიდვრის ნაჭრებიც. 15 წუთის შემდეგ მოაყარეთ დარჩენილი ყველი. დატოვეთ ღუმელში ყველის გალღობამდე.
ხბოს ხორცი ფორთოხლით
მასალა: ხბოს ხორცის რბილი ნაჭერი - 600 გრამი; ფორთოხალი - 4 ცალი; როზმარინი - 12 ღერი; ლიმონი - 2 ცალი; ფორთოხლის წვენი - 0,5 ჭიქა; მწვანე ხახვი - 1 პატარა კონა; ცხარე წიწაკა - 1 ცალი; ზეთი - 3 სუფრის კოვზი; დაჭრილი ტარხუნა - 2 სუფრის კოვზი; გამლღვალი კარაქი - 1 სუფრის კოვზი; დაფქვილი თეთრი წიწაკა, მარილი.
ხორცი დაჭერით 12 ნაჭრად. თითოეულ ნაჭერს გაურჭეთ 1 ღერი როზმარინი. ფორთოხალს და ლიმონს მოაცილეთ კანი და თეთრი ბოჭკოები, დაჰყავით პატარა ნაჭრებად. შეინახეთ გამოყოფილი წვენი.
წიწაკას მოაცილეთ თესლი და დაჭერით წვრილად. მარინადის მოსამზადებლად წვენი, ზეთი, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, წიწაკა და ტარხუნა შეურიეთ ერთმანეთს. დაამატეთ ფორთოხლის და ლიმონის ნაჭრები. შეწვით ხორცის ნაჭრები კარაქში ორივე მხრიდან. მოაყარეთ მარილი და წიწაკა სუფრაზე გატანის წინ, შემწვარი ხორცის ნაჭრები დადეთ ლანგარზე და მოასხით თბილი მარინადი.
შიგნეულით გატენილი შემწვარი წიწილა
მასალა: წიწილა; მწვანე ხახვი - 5 ძირი; ტარხუნა - 2 ძირი; ოხრახუში - 3 ძირი; რეჰანი - 2 ძირი; ერბო - 2 სუფრის კოვზი; მარილი, დანაყილი დარიჩინი - გემოვნებით.
წიწილის კუჭმაჭი მოვახარშოთ, წვრილად დავჭრათ, მივუმატოთ დაჭრილი ხახვი, ტარხუნა, ოხრახუში, რეჰანი, დავდოთ ტაფაზე, დავასხათ გამდნარი ერბო, დავაყაროთ დანაყილი დარიჩინი, მარილი, ერთად ავურიოთ და მოვშუშოთ. ამ მასალით ამოვუვსოთ წიწილას მუცელი, ძაფით შევკეროთ, ჩავდოთ ღრმა ტაფაში, დავახუროთ სახურავი და შევწვათ.
ძროხის ხორცის გუფთა
მასალა: მოხარშული ძროხის ხორცი - 500 გრამი; კარტოფილი - 2 ცალი; ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა; კვერცხი - 2 ცალი. ერბო - 3 სუფრის კოვზი; დანაყილი ორცხობილა - რამდენიც დასჭირდება. მწვანილი, მარილი, პილპილი - გემოვნებით.
მოხარშული ძროხის ხორცი, კარტოფილი, ნიგოზი, ოხრახუში ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, შევაზავოთ მარილით, დანაყილი შავი პილპილით, გათქვეფილი კვერცხით და კარგად ავურიოთ. მიღებული მასალისაგან გავაკეთოთ მრგვალი მოყვანილობის ბრტყელი გუფთები, ამოვავლოთ ორცხობილაში და ერბოიან ტაფაზე შევწვათ.
სუფრაზე მიტანისას მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, კამა.
ნიგვზით წვენში ჩახრაკული
შემწვარი ვარია
მასალა: ვარია; ნიგოზი - 2 ჩაის ჭიქა; კარაქი - 2 სუფრის კოვზი; ხახვი - 200 გრამი; სიმინდის ფქვილი - 1 სუფრის კოვზი; წყალი - 4-5 ჩაის ჭიქა; ქინძი, ნიორი, წიწაკა, ძმარი, ბროწეული, მიხაკ-დარიჩინი - გემოვნებით.
გასუფთავებული ვარია ჩავჭრათ შუაზე, წავუსვათ მარილი, დავდოთ ერბოიან ცხელ ტაფაზე, ზემოდან თეფში დავაფაროთ და დავადოთ რაიმე მძიმე საგანი, რომ ვარია ყოველი მხრიდან კარგად შეიწვას.
ხახვი წვრილად დავკეპოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავუმატოთ კარაქი და მოვშუშოთ.
ნიგოზი დავნაყოთ, გამოვხადოთ ზეთი და ჩავასხათ ცალკე ჭურჭელში. დანაყილ ნიგოზს შევურიოთ დანაყილი ქინძი, ნიორი, წიწაკა, მარილი, სიმინდის ფქვილი. ყველაფერი ეს გავხსნათ მდუღარე წყალში, დავასხათ კარაქში მოშუშულ ხახვს და ვადუღოთ. დუღილის დროს დავუმატოთ ბროწეულის წვენი (ან ისრიმის წვენი) და მიხაკ-დარიჩინი. ცხელ-ცხელი, შემწვარი ვარია ნაჭრებად დავჭრათ, ჩავაწყოთ მოხარშულ წვენში და ერთი-ორი წამოდუღებისთანავე ცეცხლიდან გადმოვდგათ. სუფრაზე მიტანის წინ აღნიშნულ კერძს ზემოდან გადავასხათ ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი.
მწვანე ლობიო ნიგვზით და ძმრით
(ან ტყემლით)
მასალა: მწვანე ლობიო - 1 კილოგრამი; ნიგოზი - 1,5 ჩაის ჭიქა; ძმარი ან ტყემალი - 0,5 ჩაის ჭიქა; მწვანე ხახვი - 8-10 ძირი; ნიორი - 2 კბილი; მწვანილი - 3-3 ძირი; მარილი - გემოვნებით.
მწვანე ლობიო მოვხარშოთ ზემოაღნიშნული წესით. როცა მოიხარშება, ცეცხლიდან გადმოვდგათ, გადავწუროთ; ნიგოზი წმინდად დავნაყოთ, გავხსნათ ძმარში ან გამოხდილ ტყემალში, დავუმატოთ დაკეპილი ახალი ხახვი, რეჰანი, ოხრახუში, ქონდარი, ომბალო, დანაყილი ნიორი. ყველაფერი ეს ავურიოთ მოხარშულ ლობიოში და მოვათავსოთ ლანგარზე.

სიახლეები

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ყვავილოვანი კომბოსტო კიბოს წინააღმდეგ
კულინარიული შედევრები
ხილი დიაბეტის წინააღმდეგ
დიეტა მოგბეზრდათ? ნაყინი შეჭამეთ

ფასტფუდი დეპრესიას იწვევს
კულინარიული შედევრები
ნინო თოლორდავას ქმარი წელიწადში ორჯერ შემწვარი კვერცხით აბედნიერებს 

კულინარიული შედევრები
კულინარიული შედევრები
გია ბაღაშვილი: "ჩემმა ცოლმა ზუსტად იცის, როგორი კერძები უნდა მომიმზადოს!"
თქვენთვის, გურმანებო
გუშინ მაკარონი ხომ არ მოგიხარშავთ?
თქვენთვის, გურმანებო
თამუნა ლეკვეიშვილი: "საჭმელს ყოველთვის მოვალეობის მოხდის მიზნით ვაკეთებ"
თქვენთვის, გურმანებო
კულინარიული შედევრები 