| ქალი და მამაკაცი |

კულინარიული შედევრები
კულინარიული შედევრები
პიცა კვერცხით
მასალა ცომისთვის:
ფქვილი – 700 გ
წყალი – 200 მლ
ზეთი – 100 მლ
საფუარი – 20 გ
მარილი – 1,5 ჩ.კ.
გულსართისთვის:
ხახვი – 5 თავი
კარაქი – 50 გ
კვერცხი (მოხარშული)– 4 ცალი
არაჟანი – 75 გ
ყველი (გახეხილი) – 50 გ
ზეთისხილი – 10 ცალი
პომიდორი – 2–3 ცალი
პილპილი და მარილი – გემოვნებით
მომზადება: ფქვილით, თბილ წყალში გახსნილი საფუარით, მარილითა და ზეთით ცომი მოზილეთ. გადააფარეთ ტილო და დადგით თბილ ადგილას (1–2 საათით). როცა ცომი აფუვდება, შეაზილეთ ცოტაოდენი ფქვილი (ცომი უნდა იყოს რბილი და ხელზე არ უნდა გეკვრებოდეთ).
აკეპილი ხახვი კარაქში მოშუშეთ, მოაყარეთ პილპილი და მარილი. გრძლად დაჭრილი კვერცხი და გახეხილი ყველი არაჟანში აურიეთ. 300 გრამი ცომი გააბრტყელეთ და დადეთ ტაფაზე. ცომის დარჩენილი მასა გადაინახეთ შემდეგი ულუფის გამოსაცხობად. ტაფაზე გაბრტყელებულ ცომზე გადაანაწილეთ დაჭრილი ხახვი, შემდეგ არაჟნიანი მასა და გააჩერეთ 15 წუთი. შემდეგ ზემოდან მოაწყვეთ რგოლებად დაჭრილი პომიდორი და ზეთისხილი. პიცა წინასწარ გაცხელებულ ღუმელში შედგით და 30 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ.
რატატუი
მასალა:
ბულგარული წიწაკა – 3 ცალი
ყაბაყი – 2–3 ცალი
ხახვი – 2 თავი
ბადრიჯანი – 2–3 ცალი
ნიორი – 2 კბილი
ძირა და რეჰანი – თითო ძირი
პომიდორი – 5 ცალი
ოხრახუში და მარილი – გემოვნებით
მომზადება: სიგრძეზე ოთხად გაჭრილი ბადრიჯანი მსხვილ კუბიკებად დაჭერით. წიწაკა წვრილად აკეპეთ. ზეთში მოშუშეთ მრგვლად დაჭრილი ხახვი, დაუმატეთ დაჭრილი წიწაკა, მოაყარეთ მარილი, დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი ყაბაყი და ბადრიჯანი, ნიორი, მწვანილი და ჩაასხით 1/2 ჭიქა წყალი. ბოლოს ჩაუმატეთ კანგაცლილი, დაჭრილი პომიდორი, დაახურეთ სახურავი და 20 წუთის განმავლობაში შუშეთ.
მიირთვით შემწვარ ხორცთან, თეთრ პურთან და წითელ ღვინოსთან ერთად.
პომიდვრის სუპი ბადრიჯნით
მასალა:
პომიდორი – 1 კგ
კარტოფილი – 6 ცალი
სტაფილო – 2 ცალი
ხახვი – 2 თავი
ნიორი – 2 კბილი
ზეთი – 1/2 ჩ.ჭ.
2 ცალი ბულგარული წიწაკა
ნიახური, ოხრახუში, ქინძი და რეჰანი – 4–4 ძირი
მარილი და პილპილი – გემოვნებით
მომზადება: ხახვი გაფცქვენით, გარეცხეთ და წვრილად დაჭერით. ქვაბში ჩაასხით ზეთი, წამოადუღეთ და ხახვი მოშუშეთ. შემდეგ კანგაცლილი, დაჭრილი პომიდორი ჩაყარეთ და მოშუშეთ. როცა პომიდორი წამოდუღდება, ორად გაჭრილი კარტოფილი და კუბიკებად დაჭრილი სტაფილო ჩაყარეთ.
დაჭერით ბადრიჯანი, დააყარეთ მარილი, გააჩერეთ 15 წუთი, შემდეგ გაწურეთ. დაუმატეთ კარტოფილსა და სტაფილოს და მოშუშეთ. დაუმატეთ დაჭრილი ბულგარული წიწაკა და აკეპილი მწვანილი. შეაზავეთ მარილითა და პილპილით.
კარტოფილის სალათა მდოგვით
მასალა:
კარტოფილი – 1/2 კგ
ხახვი – 2 თავი
ზეთი – 4 ს.კ.
ძმარი – 3 ს.კ.
მდოგვი – 1 ჩ.კ.
ოხრახუში და კამა – 3–4 ძირი
პიმპილი და მარილი – გემოვნებით
მომზადება: კარტოფილი გარეცხეთ, კანიანად მოხარშეთ, გაფცქვენით, დაჭერით, შეაზავეთ მარილით და პილპილით. კარტოფილს შეურიეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ძმარსა და ზეთში გახსნილი მდოგვი. ზემოდან მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და კამა.
კრუშონი "ანისი"
მასალა:
ვაშლი – 6 ცალი
შაქარი – 1–1,5 ჭიქა
თეთრი ღვინო – 2 ლიტრი
რომი – 0,5 ჭიქა
გაზიანი წყალი – 0,5–1 ლიტრი
მომზადება: ვაშლი კუბიკებად დაჭერით, დააყარეთ შაქარი, დაასხით ნახევარი ჭიქა თეთრი ღვინო და 5–6 საათით გააჩერეთ. შემდეგ მიღებულ მასაში რომი და დარჩენილი ღვინო ჩაასხით. სუფრაზე მიტანის წინ ამოიღეთ ვაშლები და დაუმატეთ გაზიანი წყალი.

სიახლეები

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ყვავილოვანი კომბოსტო კიბოს წინააღმდეგ
კულინარიული შედევრები
ხილი დიაბეტის წინააღმდეგ
დიეტა მოგბეზრდათ? ნაყინი შეჭამეთ

ფასტფუდი დეპრესიას იწვევს
კულინარიული შედევრები
ნინო თოლორდავას ქმარი წელიწადში ორჯერ შემწვარი კვერცხით აბედნიერებს 

კულინარიული შედევრები
კულინარიული შედევრები
გია ბაღაშვილი: "ჩემმა ცოლმა ზუსტად იცის, როგორი კერძები უნდა მომიმზადოს!"
თქვენთვის, გურმანებო
გუშინ მაკარონი ხომ არ მოგიხარშავთ?
თქვენთვის, გურმანებო
თამუნა ლეკვეიშვილი: "საჭმელს ყოველთვის მოვალეობის მოხდის მიზნით ვაკეთებ"
თქვენთვის, გურმანებო
კულინარიული შედევრები 