asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

თქვენთვის, გურმანებო
თქვენთვის, გურმანებო
თქვენთვის, გურმანებო

2011-11-15 19:32:51



შემწვარი გოჭი

გოჭი შევტრუსოთ, გავრეცხოთ მარილით ან სიმინდის ფქვილით, მუცლის ღრუში და გარედან წავუსვათ წინასწარ გამზადებული საკმაზი: ნიგვზის ზეთში გახსნილი წიწაკა, ნიორი, ქინძი, ოხრახუში, მარილი ან უბრალოდ მხოლოდ მარილი.

ასე გამზადებული გოჭი ხის შამფურზე წამოვაგოთ მთელი სიგრძით. თავი და ფეხები კანაფით დავუმაგროთ და შევწვათ შამფურის ტრიალით ნაკვერჩხალზე. ხანგამოშვებით წავუსვათ ერბო.

თუ გოჭს ჰაერღუმელში შევწვავთ, შესაფერის ჭურჭელზე თავდაღმა მოვათავსოთ, მუცლის ღრუში ჩავდგათ პატარა ბოთლით წყალი, ისე, რომ არ დაიღვაროს ან გოჭის გვერდით მოვათავსოთ ფინჯნით წყალი. ასე გოჭის ხორცი არ გამოშრება.

ბარდის სალათა ქათმის ხორცით

მომცრო ქათამი მოხარშეთ მარილწყალში 2 ცალ სტაფილოსა და 1 ძირ ნიახურთან ერთად. მოხარშული ქათამი დაჭერით წვრილად, ასევე დაჭერით მოხარშული სტაფილო და ნიახური, მიუმატეთ 500 გრამი მწვანე ბარდა.

ცალკე მოამზადეთ სოუსი: 2 მოხარშული კვერცხის გული გაქენით 50 გრამ მდნარ ყველთან ერთად (ცილა შეინახეთ), დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი, 3 სუფრის კოვზი ლიმნის წვენი, 3 ჩაის კოვზი ღვინის ძმარი, შავი პილპილი და მარილი უყავით გემოვნებით და კარგად ათქვიფეთ. სოუსით კარგად შეაზავეთ სალათა, მორთეთ გადანახული მოხარშული ცილით, ოხრახუშის ფოთლებით და ცოტა ხნით შედგით მაცივარში.

საცივი

მასალა: საშუალო ზომის ინდაური ან ქათამი, 4-5 თავი ხახვი, 5-6 კბილი ნიორი, 2 სუფრის კოვზი ხმელი ქინძი, 2 სუფრის კოვზი ყვითელი ყვავილი, 2 ჩაის კოვზი უცხო სუნელი, 1 ჩაის კოვზი მიხაკ-დარიჩინი, 1 კონა ახალი ქინძი, 1 სუფრის კოვზი პურის ფქვილი, 1 კილოგრამი ნიგოზი.

მომზადება: კარგად გასუფთავებული და გარეცხილი ინდაური ან ქათამი მოვხარშოთ ისე, რომ არ გადაგვეხარშოს. ამოვიღოთ, მოვაყაროთ მარილი და გავაგრილოთ. დავჭრათ ნაწილებად, ნახარშს მოვხადოთ ცხიმი. მოვშუშოთ ამ ცხიმში ძალიან წვრილად დაჭრილი თეთრი ხახვი. შემდეგ მოვათავსოთ ბულიონში და ვხარშოთ, ვიდრე მთლად არ ჩაიშლება.

ხორცსაკეპ მანქანაში 4-5-ჯერ გატარებული ნიგოზი, კარგად დანაყილი ნიორი, დაფქული ხმელი ქინძი, ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, მიხაკ-დარიჩინი, ახალი ქინძი (კარგად დანაყილი და მარლაში გაწურული), პურის ფქვილი ავურიოთ ერთმანეთში და წამოვადუღოთ 10-15 წუთის განმავლობაში. საცივი რომ ნაზი და სასიამოვნო გამოვიდეს, ნიგვზიანი წვენი გადავწუროთ საცერში, დავასხათ ქვაბში ჩალაგებულ დაჭრილ ხორცს და ისევ წამოვადუღოთ. 5 წუთის შემდეგ გადმოვდგათ, გავაცივოთ და შემდეგ დავუმატოთ 1-2 სუფრის კოვზი თეთრი ძმარი.

ღვეზელი ვაშლით

მასალა: კარაქი - 150 გრამი; შაქრის ფხვნილი - 1 ჩაის ჭიქა; კვერცხი - 1 ცალი; ცივი წყალი - 0,5 ჩაის ჭიქა; ფქვილი - რამდენიც დასჭირდება; პიურე - 250 გრამი; ვაშლი - 3-4 ცალი; დარიჩინი, შაბრის პუდრა - გემოვნებით.

150 გრამი კარაქი კარგად გავთქვიფოთ ერთ ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად, დავამატოთ ერთი ცალი გათქვეფილი კვერცხი, ცოტა მარილი, 0,5 ჩაის ჭიქა ცივი წყალი, დავაყაროთ ფქვილი, მოვზილოთ საშუალო სიმაგრის ცომი და გავაჩეროთ 3-4 საათი. ცომი გავაბრტყელოთ მრგვალ ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ ფორმაში და ზემოდან წავუსვათ რომელიმე ხილის სქელი პიურე.

ავიღოთ 3-4 ცალი დიდი ვაშლი, გავთალოთ, დავჭრათ თხელ ნაჭრებად და შემოვულაგოთ ნამცხვარს ირგვლივ (გვირგვინისებურად). ზემოდან მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი, დარიჩინი და შევდგათ გამოსაცხობად საშუალო სიმხურვალის აირღუმელში. სუფრაზე მიტანისას მოვაყაროთ შაქრის პუდრა.



თევზის ბასთურმა

მასალა: თევზი - 1 კილოგრამა; ხახვი - 3-4 თავი; ლიმონი - 1 ცალი; პილპილი, მარილი - გემოვნებით.

გასუფთავებული, გარეცხილი, ნაჭრებად დაჭრილი თევზი (თართი, ზუთხი, ორაგული) მოვათავსოთ ფაიფურის ან მომინანქრებულ ჭურჭელში, დავაყაროთ მარილი, პილპილი, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, თხელ ნაჭრებად დაჭრილი ლიმონი და ავურიოთ. მერე დავახუროთ ჭურჭელს სახურავი და დავდგათ გრილ ალაგას რამდენიმე საათით, ან შეიძლება 1 დღე-ღამე.

ასეთი სახით გამზადებული თევზი წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ ნაკვერცხალზე. შემწვარი თევზი სუფრაზე მივიტანოთ შამფურით, თან მივაყოლოთ წვრილად დაჭრილი უმი ხახვი და ლიმონი.

ფხვიერი ნამცხვარი

მასალა ცომისთვის: 5 კვერცხი, 80 გრამი შაქარი, 200 გრამი დარბილებული კარაქი, 100 გრამი შაქრის პუდრი, 150 გრამი სახამებელი, 1 პაკეტი შაქრიანი ვანილი, 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, 100 გრამი ფქვილი, 1 ჩაის კოვზი ცომის საფხვიერებელი ან სოდა, ცხიმი ფორმისთვის.



ცხვება 30 სმ-ის სიგრძის მართკუთხა ფორმაში, გამოდის 16 ნაჭერი.

გააცხელეთ ღუმელი. წაუსვით ცხიმი ფორმას.

კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა ათქვიფეთ გამაგრებამდე, თანდათან დაუმატეთ შაქარი. კარაქი და შაქრის პუდრი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. დაამატეთ სახამებელი, შაქრიანი ვანილი და ლიმნის წვენი, შეურიეთ ჯერ კვერცხის გული, შემდეგ ათქვიფეთ ცილა. ცომს დააყარეთ ერთმანეთში არეული ფქვილი, სოდა და მოურიეთ. ჩაასხით ცომი ფორმაში. შედგით ღუმელში და აცხვეთ 175 გრადუსზე ერთი საათი. შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან და გააციეთ.

ფენოვანი სალათა

წინასწარ ცალ-ცალკე ჭურჭელში მოამზადეთ 0,5 კგ მოწალული, გახეხილი ჭარხალი და 0,5 კგ გახეხილი სტაფილო. ცოტაოდენი დაჭრილი კომბოსტო ჩავყაროთ მდუღარე წყალში, ქვაბს ხუფი დავახუროთ და გაციებული კომბოსტო ხელით გავწუროთ. წვრილად დავჭრათ 5 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, 300 გრამი შვეიცარული ყველი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.

ცალკე მოვამზადოთ სოუსი: 1 ქილა მაიონეზი შევაზავოთ 2 ქილა არაჟნით, კამით, 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთით, შავი პილპილითა და მარილით და დავიწყოთ სალათის შესაფერ თეფშზე ფენა-ფენად დაწყობა. 2-2 კოვზი სოუსით შევაზავოთ ცალ-ცალკე ყველა კომპონენტი ყველისა და კვერცხის გარდა.

მოზრდილ ფრიალო თეფშზე პირველ ფენად მოვათავსოთ სოუსით შეზავებული კომბოსტო და მოვაყაროთ კვერცხი და ყველი, მეორე ფენა სტაფილოსი იქნება, მესამე ფენა - ჭარხლის. ამ ფენებსაც მოვაყაროთ კვერცხი და ყველი, სალათას გვერდები მოვუსწოროთ, ზემოდან მოვასხათ დარჩენილი სოუსი და მოვრთოთ მოხარშული კვერცხის რგოლებითა და მწვანილით.

გოზინაყი

მასალა: 300 გრამი თეთრი ნიგოზი, 150-200 გრამი თაფლი, 2 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი.

მომზადება: მჭრელი დანით ძალიან თხლად და მოგრძოდ დავჭრათ ნიგოზი, დავყაროთ გაზქურის ტაფაზე და მოვხალოთ. შემდეგ მოვაცალოთ კანი.

ღრმა სქელძირიან, სახელურიან ტაფაზე მოვათავსოთ თაფლი, დავდგათ ძალიან ნელ ცეცხლზე (რათა თაფლი სწრაფად არ აქაფდეს და არ დაიწვას) და ხის კოვზით გამუდმებით ვურიოთ, 10-15 წუთის შემდეგ დავუმატოთ შაქრის ფხვნილი, კვლავ გამუდმებით ვურიოთ ისევ 10-15 წუთის განმავლობაში, რომ დავადგინოთ თაფლი მზად არის თუ არა, ჩავუშვათ ერთი-ორი წვეთი თაფლი ცივ წყალში. ვნახოთ, თუ შეიკრა და მსხვრევადი, ხრაშუნა გახდა, თაფლი მზად არის. თაფლში ჩავაყაროთ ნიგოზი, სწრაფად ვურიოთ, შემდეგ გადმოვიღოთ წინასწარ მომზადებულ სველ ფიცარზე. გავაბრტყელოთ და მაშინვე დავჭრათ.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online