| ქალი და მამაკაცი |

კულინარიული შედევრები
კულინარიული შედევრები
ახალი კარტოფილი კვერცხით
მასალა:
კარტოფილი – 1 კგ
ხახვი – 2–3 თავი
კარაქი – 100 გ
რძე – 100 გ
კვერცხი – 5 ცალი
კამა – 1 კონა
ოხრახუში – 1 კონა
ტარხუნა – 1 კონა
მარილი, პილპილი – გემოვნებით
მომზადება: ახალი კარტოფილი მოხარშეთ, დაჭერით პატარა ნაჭრებად და აკეპილ ხახვთან ერთად კარაქში მოხრაკეთ. დაუმატეთ აკეპილი კამა, ოხრახუში, ტარხუნა. მოასხით რძეში გათქვეფილი კვერცხი და შედგით ღუმელში. როცა მზად იქნება, მოასხით გამდნარი კარაქი და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა.
პანეტონე
მასალა:
წყალი (თბილი) – 80 მლ
საფუარი – 15 გ
ფქვილი – 650 გ
რძე – 120 მლ
კვერცხი – 4 ცალი
კვერცხის გული – 2 ცალი
შაქარი – 130 გ
ვანილი – 1 ჩ.კ.
კარაქი – 170 გ
ჩირი (გარგარი, ქიშმიში, ლეღვი, ალუბლის ცუკატები) – 300 გ
ლიმონის ცედრა – 20 გ
ფორთოხლის ცედრა – 20 გ
მომზადება: საფუვრის ნახევარი თბილ წყალში ჩაალბეთ და მანამ ურიეთ, სანამ არ გაიხსნება. დაუმატეთ 80 გ ფქვილი, აურიეთ და 30 წუთით თბილ ადგილას დადგით ასაფუებლად (მოცულობაში ორჯერ უნდა გაიზარდოს). სანამ საფუარი ამოვა, დარჩენილი საფუარი თბილ რძეში გახსენით.
ფქვილი და კარაქი აკეპეთ. კვერცხი, შაქარი და ვანილი მიქსერით ათქვიფეთ, დაუმატეთ რძეში და წყალში გახსნილი საფუარი. ფქვილიანი კარაქი და ათქვეფილი სითხე ერთმანეთს შეურიეთ და ერთგვაროვანი ცომი მოზილეთ. დაუმატეთ ხილის ჩირი, ცუკატები, ლიმონის და ფორთოხლის ცედრა.
ყველაფერი კარგად აურიეთ, გადაიტანეთ კარაქმოსმულ ჯამში, დაახურეთ თავსახური და დადგით თბილ ადგილას (დაახლოებით 1–2 საათით, ცომი მოცულობაში 2–ჯერ უნდა გაიზარდოს).
ამოსული ცომი 3 ნაწილად გაყავით და ფორმებში ჩადეთ (ფორმებს წინასწარ კარაქი მოუსვით და ფქვილი მოაყარეთ). დადგით გამოსაცხობ ფირფიტაზე და დაელოდეთ, სანამ ცომი ისევ ამოვა (დაახლოებით 1–2 საათი).
ცომს ზემოდან წაუსვით კვერცხის გული და წინასწარ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10 წუთი გამოაცხვეთ. შემდეგ ალს დაუწიეთ (180 გრადუსამდე) და კიდევ 30 წუთი აცხვეთ.
შემწვარი ხბოს ხორცი გარგარის ჩირით
მასალა:
ხბოს ხორცი – 600 გ
ღორის ძეხვი ან ფარში – 150 გ
გარგარის ჩირი – 60 გ
ხახვი – 1 თავი
ზეითუნის ზეთი – 2 ს.კ.
კარაქი 20 გ
თეთრი ღვინო – 100 მლ
როზმარინი, ზაფრანა, მარილი, პილპილი – გემოვნებით
მომზადება: გარგარის ჩირი რამდენიმე საათით ღვინოში ჩაალბეთ. ხბოს ნაჭრებს გრძივი ნაჭდევი გაუკეთეთ. ხახვი წვრილად დაჭერით, შეაზავეთ როზმარინით, ზაფრანით, მარილით, პილპილით და ღორის ფარშს შეურიეთ, ჩადეთ ზეთმოსხმულ ტაფაში და მოშუშეთ. გადმოდგით ცეცხლიდან, დაუმატეთ დაჭრილი გარგარის ჩირი. მიღებული მასით ხბოს ხორცის ჭრილები ამოავსეთ. ნაპირები ხის ჩხირით დაუმაგრეთ. ჩააწყვეთ ფორმაში და ღუმელში 180 გრადუსზე გამოაცხვეთ.
ტირამისუ "ჩეჩილია"
მასალა:
ყველი მასკარპონე – 250 გ
კვერცხი – 3–4 ცალი
შაქრის პუდრი – 75 გ
ფხვიერი ნამცხვარი – 20–30 ცალი
მაგარი ყავა (ესპრესო) – 150 გ
ლიქიორი "ამარეტო" – 1–2 ჩ.კ.
კაკაო – 1–2 ჩ.კ.
შავი შოკოლადი – 1 ფილა
მარილი – მწიკვი
მომზადება: ყავა აადუღეთ და გააცივეთ. კვერცხის გულით და შაქრის პუდრით მოამზადეთ გოგლიმოგლი. მასკარპონე ჩანგლით ასრისეთ, მიქსერით შეათქვიფეთ მომზადებული გოგლიმოგლი, ნელ–ნელა შეურიეთ მარილთან ერთად მაგრად ათქვეფილი ცილა. მიღებული კრემი შედგით მაცივარში.
ცივ ყავას შეურიეთ ლიქიორი. ფორმის ფსკერზე თხელ ფენად დადეთ მომზადებული კრემი. ფხვიერი ნამცხვარი ამოავლეთ ყავაში და მოაწყვეთ კრემზე, ზემოდან ისევ კრემი მოასხით და მოაწყვეთ მეორე ფენა ფხვიერი ნამცხვარი. მოასხით დარჩენილი კრემი, თანაბრად მოაყარეთ კაკაოს ფხვნილი, დაახეხეთ შოკოლადი და ერთი ღამით მაცივარში შედგით.
შემწვარი ქათამი ნიგვზის საწებლით
მასალა:
ქათამი – 1 ცალი
ნიგოზი – 200 გ
ქინძი – 3 ძირი
ნიორი – 1 კბილი
ბროწეულის წვენი – 1 ჩ.ჭ.
მარილი, წიწაკა – გემოვნებით
მომზადება: ქათამი გარეცხეთ, წაუსვით მარილი და ღუმელში შეწვით. დაჭერით ულუფებად და ფართო ლანგარზე დააწყვეთ.
ნიგოზი, ქინძი, ნიორი, წიწაკა ერთად დანაყეთ, გახსენით ანადუღარ წყალში, შეურიეთ ბროწეულის წვენი და შემწვარ ქათამს მოასხით.

სიახლეები

|
დღის სიახლეები
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ყვავილოვანი კომბოსტო კიბოს წინააღმდეგ
კულინარიული შედევრები
ხილი დიაბეტის წინააღმდეგ
დიეტა მოგბეზრდათ? ნაყინი შეჭამეთ

ფასტფუდი დეპრესიას იწვევს
კულინარიული შედევრები
ნინო თოლორდავას ქმარი წელიწადში ორჯერ შემწვარი კვერცხით აბედნიერებს 

კულინარიული შედევრები
კულინარიული შედევრები
გია ბაღაშვილი: "ჩემმა ცოლმა ზუსტად იცის, როგორი კერძები უნდა მომიმზადოს!"
თქვენთვის, გურმანებო
გუშინ მაკარონი ხომ არ მოგიხარშავთ?
თქვენთვის, გურმანებო
თამუნა ლეკვეიშვილი: "საჭმელს ყოველთვის მოვალეობის მოხდის მიზნით ვაკეთებ"
თქვენთვის, გურმანებო
კულინარიული შედევრები 