asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მერაია ქერიმ 32 კილოგრამი დაიკლო
ის კვლავინდებურად მშვენიერია
მერაია ქერიმ 32 კილოგრამი დაიკლო

2011-11-11 11:53:43



ფეხმძიმობა საგრძნობლად აისახა მომღერალ მერაია ქერის გარეგნობაზე. ვარსკვლავმა 9 თვის მანძილზე 40 კილოგრამი მოიმატა. თუმცა, ის იმ პერიოდში მხოლოდ ნაყოფის ჯანმრთელობაზე ზრუნავდა და ექიმების რეკომენდაციებს ზედმიწევნით ასრულებდა. მაგრამ მშობიარობის შემდეგ, როცა ტყუპები მონრო და მოროკანი ოდნავ წამოიზარდნენ და მოძლიერდნენ, მერაიამ საკუთარი გარეგნობისთვისაც მოიცალა და სულ რაღაც ორიოდე თვეში 32 კილოგრამი დაიკლო.

ახლა ვარსკვლავი კვლავინდებურად მომხიბვლელია. მან თავის მიკრობლოგზე საკუთარი ფოტოებიც განათავსა, რომლებზეც მერაია მთელი მომხიბვლელობით ბრწყინავს. ვარსკვლავი ყველას ურჩევს, ორსულობის დროს არანაირად არ შეზღუდონ საკუთარი თავი და მხოლოდ შვილების ჯანმრთელობაზე იფიქრონ. მონდომების შემთხვევაში ქალს ყოველთვის შეუძლია, ადრინდელი ფორმები დაიბრუნოს, რისი საუკეთესო მაგალითიც თავად გახლავთ.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: მერაია ქერი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online