| ქალი და მამაკაცი |

კულინარიული შედევრები
კულინარიული შედევრები
თევზის ფილე ბერძნულად
მასალა:
თევზის ფილე – 250 გ
ლიმონის წვენი – 20 გ
ზეთი – 20 გ
ხახვი – 40 გ
თეთრი ღვინო – 30 გ
ნიორი – 2 კბილი
ბულგარული წიწაკა – 50 გ
კიტრი – 100 გ
პამიდორი – 100 გ
მწვანილი, პილპილი, მარილი – გემოვნებით
მომზადება: თევზის ფილეს ლიმონის წვენი მოასხით და მარილი მოაყარეთ. ტაფაზე დაასხით ზეთის ნახევარი და შიგ მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი. შემდეგ დააწყვეთ თევზი, მოასხით ღვინო, მოაყარეთ აკეპილი მწვანილი და ხარშეთ 10–15 წუთი (თავდახურულ ტაფაში).
ბულგარული წიწაკა თხელ რგოლებად დაჭერით და დარჩენილ ზეთში ცალკე მოშუშეთ. 10 წუთის შემდეგ წიწაკას დაუმატეთ ნაჭრებად დაჭრილი, გაფცქვნილი კიტრი, 5 წუთის შემდეგ დაუმატეთ შუაზე გაჭრილი პომიდორი და შეაზავეთ პილპილითა და მარილით. როცა ბოსტნეული მზად იქნება, გადაიტანეთ თევზიან ტაფაში და შუშეთ 5 წუთი (თავდახურული) დაბალ ცეცხლზე. მაგიდასთან ცხელი მიიტანეთ თეთრ პურთან ან მოხარშულ კარტოფილთან ერთად.
ძროხის ხორცი ხახვით
მასალა:
ძროხის ხორცი – 1 კგ
მწვანე ხახვი – 1,5 კგ
ხახვი – 1 თავი
ნიორი – 7 კბილი
ტომატი–პასტა – 300–400 მლ
ბულგარული წიწაკა – 6 ცალი
ძმარი – 2 ს.კ.
ზეთი, დაფნის ფოთოლი, მარილი, პილპილი – გემოვნებით
მომზადება: მწვანე ხახვი წყალში ჩაალბეთ. ხორცი პატარა ნაჭრებად დაჭერით, ხახვი აკეპეთ. ხორცი და დაჭრილი ხახვი ზეთში მოშუშეთ, მოაყარეთ მარილი, პილპილი, დაუმატეთ ძმარი და ცოტა ხანს კიდევ შუშეთ. შემდეგ დაუმატეთ ტომატი–პასტა, ცოტაოდენი წყალი, დიდ ნაჭრებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, დაფნის ფოთოლი, მთლიანი კბილები ნიორი და ხარშეთ ხორცის მომზადებამდე. თავი ხახვი გაფცქვენით, მოაყარეთ მარილი, ჩაუმატეთ ხორციან მასას და შუშეთ შესქელებამდე.
ძროხის ხორცის გუფთა
მასალა:
მოხარშული ძროხის ხორცი – 500 გ
კარტოფილი – 2 ცალი
ნიგოზი – 1 ჩ.ჭ.
კვერცხი – 2 ცალი
პომიდორი – 5 ცალი
ერბო – 3 ს.კ.
საფანელი, მწვანილი, პილპილი, მარილი – გემოვნებით
მომზადება: მოხარშული ძროხის ხორცი, კარტოფილი, ნიგოზი, ოხრახუში ორჯერ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. შეაზავეთ მარილით, პილპილით, ათქვეფილი კვერცხით და კარგად აურიეთ. მიღებული მასით გააკეთეთ მრგვალი გუფთები, ამოავლეთ საფანელში და ერბოიან ტაფაში შეწვით. ჩაუმატეთ გაფცქვნილი და დაჭრილი პომიდორი. ცეცხლზე ცოტა ხანს კიდევ გააჩერეთ, სანამ პომიდვრის წვენი არ ამოშრება.
სუფრაზე მიტანის წინ მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და კამა.
სალათა მექსიკურად
მასალა:
ნიახური – 40 გ
ქათმის ფილე – 70 გ
ბულგარული წიწაკა – 20 გ
კვერცხი – 1 ცალი
ხახვი – 20 გ
სალათის ფურცლები – 40 გ
ძმარი – 5 გ
ზეითუნის ზეთი – 10 გ
მარილი – გემოვნებით
მომზადება: ნიახურის ძირები სახეხზე გახეხეთ. მოხარშული ფილე ნაჭრებად დაჭერით. ბულგარული წიწაკა და ხახვი თხელ რგოლებად დაჭერით. შეურიეთ ერთმანეთს ნიახური, ხორცი, ხახვი, წიწაკა, მოხარშული, დაჭრილი კვერცხი, ხელით დაფლეთილი სალათის ფოთლები და კარგად აურიეთ. მოაყარეთ მარილი, მოასხით ძმარი და ზეითუნის ზეთი, აურიეთ, გადაიტანეთ სასალათეში და სუფრასთან მიიტანეთ.

სიახლეები

|
დღის სიახლეები
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ყვავილოვანი კომბოსტო კიბოს წინააღმდეგ
კულინარიული შედევრები
ხილი დიაბეტის წინააღმდეგ
დიეტა მოგბეზრდათ? ნაყინი შეჭამეთ

ფასტფუდი დეპრესიას იწვევს
კულინარიული შედევრები
ნინო თოლორდავას ქმარი წელიწადში ორჯერ შემწვარი კვერცხით აბედნიერებს 

კულინარიული შედევრები
კულინარიული შედევრები
გია ბაღაშვილი: "ჩემმა ცოლმა ზუსტად იცის, როგორი კერძები უნდა მომიმზადოს!"
თქვენთვის, გურმანებო
გუშინ მაკარონი ხომ არ მოგიხარშავთ?
თქვენთვის, გურმანებო
თამუნა ლეკვეიშვილი: "საჭმელს ყოველთვის მოვალეობის მოხდის მიზნით ვაკეთებ"
თქვენთვის, გურმანებო
კულინარიული შედევრები 