asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კულინარიული შედევრები
კულინარიული შედევრები
კულინარიული შედევრები

2011-11-02 19:03:07



ქათამი ფარშით

მასალა:

ქათამი – 1,5 კგ

პომიდორი – 1 კგ

ოხრახუში – 2 კონა

ნიახური – 2 კონა

ლიმონი – 1 ცალი

კარაქი – 2 ს.კ.

წითელი წიწაკა (დაფქული) – 1 ჩ.კ.

მარილი, პილპილი – გემოვნებით

მომზადება: ოხრახუში და ნიახური წვრილად დაჭერით. ლიმონს კანი მოაშორეთ, წვრილად დაჭერით და მარილი მოაყარეთ. ლიმონის რბილობი აკეპეთ, პომიდორს კანი გააცალეთ და დაჭერით. ეს ყველაფერი ერთმანეთს შეურიეთ, შეაზავეთ მარილით, წიწაკითა და პილპილით. გასუფთავებული ქათამი ამ მასით ამოავსეთ, დაუმატეთ კარაქი. ქვაბში 3–4 ლიტრი წყალი ჩაასხით და წამოადუღეთ. ქვაბის თავზე ცხაური შემოდგით, ჩადეთ მასში ქათამი და თავზე სველი ტილო გადააფარეთ. ცეცხლზე მანამ გააჩერეთ, სანამ ქათამი კარგად არ მოიხარშება.



ბულგარული წიწაკა ცხვრის ხორცით

მასალა:

ცხვრის ხორცი – 150 გ

გამდნარი კარაქი – 30 გ

ბულგარული წიწაკა – 150 გ

ხახვი – 20 გ

ფქვილი – 10 გ

ბრინჯი – 10 გ

პომიდორი ან ტომატის სოუსი – 20 გ

მჟავე რძე – 50 გ

კვერცხი – 1/2 ცალი

ოხრახუში – 50 გ

დაფქული წითელი წიწაკა, პილპილი, მარილი, ზეთი – გემოვნებით

მომზადება: წვრილად დაჭრილი ხახვი ზეთში მოშუშეთ, დაუმატეთ წიწაკა, გარჩეული და გარეცხილი ბრინჯი, ტომატის სოუსი, ცოტა წყალი და 10–15 წუთი ადუღეთ. როცა ბრინჯი ნახევრად მოიხარშება, შეურიეთ დაჭრილი ხორცი, მოაყარეთ მარილი, პილპილი და ოხრახუში.

ბულგარულ წიწაკას მოაჭერით ზედა ნაწილი, ამოაცალეთ თესლები. მომზადებული ფარშით ამოავსეთ წიწაკა და შეწვით ზეთში. შემდეგ გადაიტანეთ ქვაბში, დაასხით სოუსი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე. შემდეგ წიწაკები ღრმა ლანგარზე ამოიღეთ.

სოუსის მოსამზადებლად ზეთში მოშუშეთ ხახვი, დაუმატეთ ფქვილი, წიწაკა, ტომატის პასტა ან პატარა ნაჭრებად დაჭრილი პომიდორი. დაასხით თბილი წყალი ან ბულიონი და მოაყარეთ მარილი გემოვნებით.

მჟავე რძის მოსამზადებლად სოუსში (რომელშიც წიწაკა იშუშებოდა) კვერცხი ჩაახალეთ, მოურიეთ და ეს მასა რძეში ჩაასხით. შემოდგით ცეცხლზე და ურიეთ, სანამ არ შესქელდება. შემდეგ საწურში გაწურეთ, მოაყარეთ აკეპილი ოხრახუში. ეს მასა წიწაკებს მოასხით.



ვაშლის ტორტი

მასალა ბისკვიტისთვის:

კვერცხი – 3 ცალი

მარილი – მწიკვი

შაქარი – 90 გ

ფქვილი – 90 გ

გულსართისათვის:

შაქარი – 4 ს.კ.

ჟელატინი – 3/2 ს.კ.

ვანილი – მწიკვი

ვაშლის წვენი – 450 მლ

ვაშლი – 750 გ

ნაღები – 250 გ

ხაჭო – 100 გ

შაქრის პუდრა – 1 ს.კ.

ლიქიორი (სასურველია "ბეილიზი") – 2 ს.კ.

დაჭრილი ნუში – მოსართავად

მომზადება: ღუმელი წინასწარ გააცხელეთ. ფორმას პერგამენტი ჩაუფინეთ. კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა მარილთან ერთად ათქვიფეთ გამაგრებამდე. გული და შაქარი ჰაეროვანი მასის მიღებამდე თქვიფეთ, დაუმატეთ ათქვეფილი ცილა, მოაყარეთ გაცრილი ფქვილი და მოურიეთ. მიღებული ცომი ჩაასხით ტორტის ფორმაში, შედგით ღუმელში და აცხვეთ 15 წუთით 175 გრადუსზე. შემდეგ ოდნავ გააცივეთ, ამოიღეთ ფორმიდან, მოაცილეთ პერგამენტი, დადეთ ცხაურზე და აცადეთ გაცივება.

გააცხელეთ ვაშლის წვენი, დაუმატეთ შაქარი, ჟელატინი და მუდმივი მორევით დაბალ ალზე მანამ გააჩერეთ, სანამ ჟელატინი ბოლომდე არ გაიხსნება. შემდეგ გადმოდგით, შეურიეთ ვანილი და გააცივეთ.

ვაშლი გარეცხეთ, გათალეთ და ოთხად გაჭერით, ამოაჭერით გულები. თითოეული მეოთხედი სიგანეზე თხელ ნაჭრებად დაჭერით. როცა ვაშლის წვენი შესქელებას დაიწყებს, გაატარეთ საცერში და დაუმატეთ ვაშლის თხელი ნაჭრები.

ბისკვიტს ვაშლიანი ჟელე წაუსვით და 2 საათით მაცივარში შედგით.

ნაღები ათქვიფეთ, ხაჭო და პუდრი აურიეთ და ათქვეფილ ნაღებს დაუმატეთ. მიღებული ხაჭოს კრემი ტორტზე გაანაწილეთ, მოასხით ლიქიორი.



ცხვრის ხორცი კარტოფილით

მასალა:

ცხვრის ხორცი – 2 კგ

კარტოფილი – 12 ცალი

შაშკვალავი, პილპილი, მარილი – გემოვნებით

მომზადება: კარტოფილი გათალეთ, გარეცხეთ, დაჭერით დიდ ნაჭრებად და ცხაურში ჩააწყვეთ. გარეცხილ, დაჭრილ ცხვრის ხორცს მოაყარეთ მარილი, პილპილი, შაშკვლავი და კარტოფილს ზემოდან დაალაგეთ. გადააფარეთ სველი ტილო. ღრმა ქვაბის 2/3 წყლით აავსეთ, ზემოდან დაადგით საწური, დააფარეთ თავსახური და წამოადუღეთ. შემდეგ ალს დაუწიეთ და 2 საათი ხარშეთ ორთქლზე. სუფრასთან ცხელი მიიტანეთ.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online