| ქალი და მამაკაცი |

თქვენთვის, გურმანებო
თქვენთვის, გურმანებო
ქათმის ჩიხირთმა
მასალა: ქათამი; ხახვი – 4 თავი; კვერცხი – 5–6 ცალი; ქინძი – 4 ძირი; პურის ფქვილი – 2 სუფრის კოვზი; ძმარი, მარილი – გემოვნებით.
გასუფთავებული, გარეცხილი ქათამი ქვაბში მოვათავსოთ, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. მოხარშული ქათამი ბულიონიდან ამოვიღოთ და მოვაყაროთ მარილი. ხახვი წვრილად დავჭრათ, ან გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში და მოვშუშოთ ხორცის სიმსუქნეში ან ერბოში. დავამატოთ პურის ფქვილი და 3–4 წუთი ვშუშოთ. შემდეგ დავასხათ ქათმის ბულიონი, წამოვადუღოთ და ხშირ–ხშირად ვურიოთ.
ცალკე ჭურჭელში გავთქვიფოთ იმდენი კვერცხის გული, რამდენ კაცზეც არის გათვალისწინებული ბულიონი და ნელა ჩავუშვათ წვენში, თან გამუდმებით ვურიოთ. როგორც კი შევამჩნევთ, რომ ადუღებას აპირებს, ჩავამატოთ ძმარი, წვრილად დაჭრილი ქინძი და მარილი.
სუფრაზე მიტანისას თეფშზე დავაწყოთ დაჭრილი ხორცი და დავასხათ ჩიხირთმა.
მთელ–მთელი ბადრიჯანი ნიგვზით და ძმრით
მასალა: ბადრიჯანი – 1 კილოგრამი; ნიგოზი – 1,5–2 ჩაის ჭიქა; ხახვი – 3–4 თავი; ოხრახუში, ნიახური, რეჰანი, ქინძი – 3–3 ძირი; ძმარი, მარილი, წიწაკა – გემოვნებით.
ბადრიჯანს მოვაჭრათ ყუნწები, დანით გავსეროთ სიგრძეზე ისე, რომ ერთმანეთს არ მოშორდეს, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ ცოტა მდუღარე წყალი და მოვხარშოთ. შემდეგ ამოვიღოთ, დავალაგოთ ლანგარზე, ზევიდან დავადოთ სიმძიმე, რომ ბადრიჯანი კარგად გაიწუროს.
ნიგოზი დავნაყოთ ნიორთან და ყვითელ ყვავილთან ერთად. ზეთი გამოვხადოთ, ცალკე ჭურჭელში ჩავასხათ და შევინახოთ. დანაყილ ნიგოზში ავურიოთ მარილი, ძმარი, წმინდად დაჭრილი ხახვი, ოხრახუში, რეჰანი, ქინძი, ნიახური, წიწაკა.
ავიღოთ სათითაოდ ბადრიჯანი, გაჭრილი სივრცე ამოვავსოთ მომზადებული ნიგვზიანი მასალით, ამოვავლოთ ამავე მასალაში და ლამაზად დავალაგოთ თეფშზე ან ლანგარზე. ზემოდან მოვასხათ ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი და სუფრაზე ისე მივიტანოთ. ძმრის მაგიერ შეიძლება ვიხმაროთ ბროწეულის წვენი. ასევე შეიძლება მცირე რაოდენობით მივუმატოთ მიხაკ–დარიჩინი.
წითელი ლობიოს საცივი
მასალა: ლობიო – 1 კილოგრამი; ნიგოზი – 2 ჩაის ჭიქა; ხახვი – 3–4 თავი; ნიორი – 2 კბილი; ქინძი – 5–6 ძირი; ლობიოს ნახარში – 7–8 ჩაის ჭიქა; წიწაკა, მარილი, ძმარი, მიხარკ–დარიჩინი – გემოვნებით.
ნიგოზი დავნაყოთ, ზეთი გამოვხადოთ და ცალკე ჭურჭელში შევინახოთ.
ლობიო მოვხარშოთ ჩვეულებრივი წესით, მხოლოდ ძალიან არ უნდა ჩაიხარშოთ. როცა ლობიო მზად იქნება, წვენი ცალკე ჭურჭელში ჩავასხათ.
ქვაბში ჩავყაროთ დაკეპილი ხახვი, დავასხათ ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი და კარგად მოვშუშოთ.
დავნაყოთ ქინძი, ნიორი, წიწაკა, მარილი, დავამატოთ დანაყილი მიხაკ–დარიჩინი, ნიგოზი, ძმარი და ერთმანეთში ავურიოთ. ყველაფერი ეს გავხსნათ ლობიოს ნახარშ წვენში, დავასხათ მოშუშულ ხახვს და 15 წუთი ვადუღოთ. ჩავყაროთ შიგ მოხარშული ლობიო და ადუღებისთანავე ცეცხლიდან გადმოვდგათ.
კომბოსტოს სალათა
მასალა: კომბოსტო – 200 გრამი; ზეთი – 2 სუფრის კოვზი; ლიმნის წვენი – 2 სუფრის კოვზი; ხახვი, მწვანილი – გემოვნებით.
კომბოსტოს ფოთლები კარგად გავრეცხოთ, ძალიან წვრილად დავკეპოთ, მოვაყაროთ მარილი, ხელით დავსრისოთ, ცოტა ხანს გავაჩეროთ, გავწუროთ, გადავიტანოთ სასალათეში, დავასხათ ზეთი, ლიმნის წვენი, მოვაყაროთ წვრილად დაკეპილი ხახვი და სხვადასხვა მწვანილი. ფრთხილად ავურიოთ, ზემოდან ლამაზად შევასწოროთ და სუფრაზე ისე მივიტანოთ.
ამოლესილი წითელი ლობიო იმერულად
მასალა: წითელი ლობიო – 1 კილოგრამი; ხახვი – 2 თავი; ქინძი – 6 ძირი; ტყლაპი (კვაწარახი) – 50 გრამი (1 სუფრის კოვზი); ქონდარი, ოხრახუში – 4–4 ძირი; მარილი, ნიორი, წიწაკა – გემოვნებით.
წითელი ლობიო გავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქოთანში ან ქვაბში, დავასხათ ბლომად წყალი და ვხარშოთ; თუ წყალი დაიშრო, დავამატოთ ადუღებული წყალი. როცა ლობიო მოიხარშება, ჩავყაროთ შიგ დაჭრილი ხახვი, ქინძი, ოხრახუში, ქონდარი, დანაყილი ნიორი, წიწაკა, მარილი, დავუმატოთ ტყლაპი ან კვაწარახი, წამოვადუღოთ და კარგად ამოვლესოთ.
სალათა მწვანე ბარდისგან
მასალა: კარტოფილი – 0,5 კილოგრამი; კვერცხი – 3 ცალი; მაიონეზი – 2 ქილა; სტაფილო – 300 გრამი; მწვანე ბარდა – 1 ქილა; კიტრის მწნილი – 2–3 ცალი; მწვანილი – 3–3 ძირი; შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით.
მოვხარშოთ კარტოფილი, სტაფილო, კვერცხი. როცა გაცივდება, კარტოფილი და სტაფილო დავჭრათ პატარა კუბიკების მსგავსად, ასევე დავჭრათ წვრილად კიტრის მწნილი; გავხსნათ დაკონსერვებული მწვანე ბარდა, გადავწუროთ, გადავავლოთ ცხელი წყალი, კარგად გავწუროთ.
დიდ თასში მოვათავსოთ ერთად მწვანე ბარდა, კარტოფილი, სტაფილო, კიტრის მწნილი, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, კამა, ქინძი, დანაყილი შავი პილპილი, მარილი, დავასხათ ერთნახევარი ქილა მაიონეზი და ფრთხილად ავურიოთ. მოვათავსოთ ეს მასა სასალათეზე, ზემოდან დავასხათ დარჩენილი ნახევარი ქილა მაიონეზი და დანით დამაზად შევასწოროთ. მოხარშული კვერცხი დავჭრათ თხელ ნაჭრებად და სალათი გავაფორმოთ. მოხარშული კვერცხით შეგვიძლია გავაკეთოთ გვირილის მსგავსი ყვავილები და გავაფორმოთ ოხრახუშის ტოტებით.
თევზი ქოთანში პამიდვრით
მასალა: ნედლი თევზი – 1 კილოგრამი; მცენარეული ზეთი – 80 გრამი; დაფნის ფოთოლი – 3 ცალი; ხახვი – 3–4 თავი; წიწაკა, მარილი – გემოვნებით.
ნედლი თევზი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი და ასე დავტოვოთ 1 საათი. შემდეგ ჩავდოთ თიხის ქოთანში, ზედ დავაწყოთ თხლად დაჭრილი პამიდორი, წვრილად დაჭრილი ხახვი, შავი პილპილი, რამდენიმე ცალი დაფნის ფოთოლი, მოვასხათ ზეთი. ქოთანს ცომით კარგად გადავულესოთ თავი და შევდგათ აირღუმელში. 1–1,5 საათის შემდეგ მივიტანოთ სუფრაზე ქოთნითვე. მოვაცილოთ შიგ ჩახარშული დაფნის ფოთოლები.
ტორტი თაფლით
მასალა: თაფლი – 2 სუფრის კოვზი; კვერცხი – 2 ცალი; კარაქი – 150 გრამი; შაქრის ფხვნილი – 2 ჩაის ჭიქა; არაჟანი – 500 გრამი; ფქვილი – რამდენიც დასჭირდება; მაგარი ღვინო – 1 სუფრის კოვზი; ვანილი – გემოვნებით.
ორი სუფრის კოვზი თაფლი ჩავდოთ ქვაბში და დავდგათ ნელ ცეცხლზე; ადუღებისთანავე თაფლში ჩავყაროთ ნახევარი ჩაის კოვზი საჭმელი სოდა. გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაგრილოთ. გაციებულ თაფლს შევურიოთ კარგად ათქვეფილი 2 კვერცხი, კარაქი ან მარგარინი, 3 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი და კარგად ავთქვიფოთ. ბოლოს დავაყაროთ ფქვილი და მოვზილოთ ნაზი ცომი. ცომი გავყოთ 5 ტოლ ნაწილად. თითოეული მრგვალად გავაბრტყელოთ და გამოვაცხოთ ცხიმწასმულ ტაფაზე. ფირფიტა არ უნდა დაგვეწვას და უნდა იყოს, რაც შეიძლება ღია ფერის.
ფირფიტები გავაგრილოთ, გვერდები კოხტად შემოვაჭრათ, ნაჭრები დავფშვნათ ტორტზე მოსაყრელად.
კრემისთვის ავიღოთ ცივი არაჟანი, დიდხანს ვთქვიფოთ, დავაყაროთ 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი და გავაგრძელოთ თქვეფა, ვიდრე ერთგვაროვან ფუმფულა მასას მივიღებთ; დავამატოთ ვანილი და ცოტა მაგარი ღვინო.
თითოეულ ფირფიტას წავუსვათ კრემი, ერთმანეთზე დავალაგოთ და ბოლოს მოვაყაროთ დაფხვნილი მასა.
ტორტი 3–4 საათით შევდგათ მაცივარში. მაშინ ფირფიტები ერთნაირად გაიჟღინთება და ტორტი გემრიელი და ნაზი გამოვა.
მწვანე სალათა
მასალა: სალათის ფოთლები – 2 პატარა კონა; არაჟანი – 0,5 ჩაის ჭიქა; კვერცხი – 1 ცალი; კიტრი – 1–2 ცალი; ძმარი – 2 სუფრის კოვზი; მარილი, პილპილი, შაქრის ფხვნილი, კამა – გემოვნებით.
მწვანე სალათის ფოთლები გავარჩიოთ, გავრეცხოთ და თითოეული ფოთოლი დავჭრათ 2–3 ნაწილად. დაჭრილი სალათა დავაწყოთ სასალათე ჭურჭელზე, გადავასხათ სანელებელი, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: 0,5 ჩაის ჭიქა არაჟანს დავამატოთ 2 სუფრის კოვზი ძმარი, წვრილად დაჭრილი, მაგრად მოხარშული ერთი კვერცხი, მარილი, პილპილი, ცოტა შაქრის ფხვნილი, მრგვალად დაჭრილი ნედლი კიტრი და ერთმანეთში კარგად ავურიოთ. ზემოდან მოვაყაროთ დაკეპილი კამა.
ნამცხვარი ნიგვზით
მასალა: კვერცხი – 7 ცალი; შაქრის ფხვნილი – 2,5 ჩაის ჭიქა; ნიგოზი – 1 ჩაის ჭიქა; თაფლი – 100 გრამი; ფქვილი – 2,5 ჩაის ჭიქა; კარაქი – 300 გრამი; ვანილი – გემოვნებით; სოდა – 1 ჩაის კოვზი; ძმარი – 1 სუფრის კოვზი.
5 მთლიანი კვერცხი ერთ ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად გავთქვიფოთ; დავამატოთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ერთი ჩაის ჭიქა ნიგოზი, 100 გრამი თაფლი. ყველაფერი კარგად ავურიოთ, დავამატოთ ძმარში გახსნილი სოდა, დავაყაროთ დაახლოებით 2,5 ჩაის ჭიქა ფქვილი და მოვზილოთ ცომი.
ცომი გავყოთ ოთხ ნაწილად (მეოთხე პატარა, ზემოდან მოსაყრელად). თითოეული დავაწყოთ ცალ–ცალკე მრგვალ ფორმაზე, რომელსაც დაფენილი ექნება ცხიმწასმული პერგამენტის ქაღალდი, შევდგათ გაზქურაში და გამოვაცხოთ.
კრემი მოვამზადოთ შემდეგნაირად: ორი კვერცხი გავთქფითოთ 1,5 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად; დავამატოთ 2 სუფრის კოვზი ფქვილი, დავასხათ ორი ჩაის ჭიქა მდუღარე რძე, დავდგათ ცეცხლზე, მივიყვანოთ ადუღებამდე, თან სულ ვურიოთ, გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაცივოთ.
300 გრამი კარაქი გავთქვიფოთ გათეთრებამდე. თანდათან დავამატოთ მოხარშული კრემი, ვანილი და მიქსერით კარგად გავთქვიფოთ.
თითოეულ ფირფიტას წავუსვათ კრემი, დავალაგოთ ერთმანეთზე, ზემოდანაც და გვერდებზეც წავუსვათ კრემი, დავფხვნათ პატარა ფირფიტა და მოვაყაროთ.
კარტოფილის ყაურმა
მასალა: კარტოფილი – 1 კილოგრამი; ხახვი – 5–6 თავი; კვერცხი – 3–4 ცალი; ქინძი – 4–5 ძირი; ზეთი – 3 სუფრის კოვზი; მარილი – გემოვნებით.
ხახვი დავკეპოთ, ჩავყაროთ ქვაბში და ზეთში ჩავთუთქოთ. როცა ხახვი საკმაოდ დარბილდება (არ უნდა გაწითლდეს), ჩავუმატოთ დაჭრილი კარტოფილი და დავასხათ იმდენი წყალი, რომ შიგთავსი დაიფაროს და მოვხარშოთ. ხარშვის დროს დავუმატოთ ძალიან წმინდად დაკეპილი ქინძი და მარილი. შემდეგ დავასხათ კარგად გათქვეფილი კვერცხი და წამოდუღებისთანავე გადმოვდგათ ცეცხლიდან.
ქადა
მასალა: პურის ფქვილი – 1 კილოგრამი; სოდა – 1 ჩაის კოვზი; მარგარინი – 200 გრამი; მარილი – გემოვნებით.
მასალა ქადის გულისათვის: პურის ფქვილი – 400 გრამი; შაქრის ფხვნილი – 400 გრამი; მარგარინი – 300 გრამი; დანაყილი დარიჩინი, მიხაკი – 1 ჩაის კოვზი.
ავიღოთ გაცრილი პურის ფქვილი, წყალი, სოდა, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი. მოვზილოთ მაგარი ცომი და გავაჩეროთ ერთი საათი. მოვამზადოთ ქადის გული შემდეგნაირად: დავყაროთ ტაფაზე პურის ფქვილი და მოვშუშოთ მარგარინში, მერე ავურიოთ შიგ შაქრის ფხვნილი, დანაყილი დარიჩინი, მიხაკი და განვაგრძოთ მოშუშვა, სანამ არ შეწითლდება და ფქვილის გემო და სუნი არ დაეკარგება; ავიღოთ ცომი, გავყოთ ორ ნაწილად და გავათხელოთ სათითაოდ, რაც შეიძლება თხლად. დავაწყოთ ერთმანეთზე, ცომს შუაშიც და ზევიდანაც წავუსვათ მარგარინი, გავკეცოთ სამად, ისევ მარგარინი წავუსვათ და გრძლად, მილივით დავახვიოთ; გავჭრათ სამ ან ოთხ ნაწილად. გავაბრტყელოთ თითოეული ნაჭერი, ზემოდან თანაბრად მოვაყაროთ ქადის გული, მოვუკრათ პირი, გავაბრტყელოთ თითის სისქეზე. ზემოდან წავუსვათ კვერცხის გული, დავალაგოთ ფქვილმოყრილ თუნუქის ფურცელზე, ჩავჩხვლიტოთ ჩანგლით სამ–ოთხ ადგილზე და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად.
მოხარშული ლოქო ქინძით და ძმრით
მასალა: ლოქო – 1 კილოგრამი; დაფნის ფოთოლი – 2–3 ცალი; ქინძი – 6–7 ძირი; პილპილი, ტყემლის ტყლაპი, მარილი – გემოვნებით.
ლოქო გავასუფთავოთ, დავჭრათ ნაჭრებად, გავრეცხოთ, ჩავაწყოთ ქვაბში, დავასხათ იმდენი წყალი, რომ თევზი დაიფაროს. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი, ჩავყაროთ მარილი, დაფნის ფოთოლი, დაჭრილი ქინძი, დაჭრილი ტყემლის ტყლაპი, პილპილი და ვადუღოთ. როცა თევზი მოიხარშება და წვენი შესქელდება, ცეცხლიდან გადმოვიღოთ და დავაწყოთ თეფშზე.
რამდენიმე ძირი ქინძი დავჭრათ, ავურიოთ ძმარში და გადავასხათ მოხარშულ ლოქოს.
მოხარშული ლოქო და ქინძნარევი ძმარი მაგიდაზე შეგვიძლია მივიტანოთ ცალ–ცალკე.
ბოლოკის ფოთლის ფხალი
მასალა: ბოლოკის ფოთოლი – 1 კილოგრამი; ნიგოზი – 2 ჩაის ჭიქა; ნიორი – 3–4 კბილი; წიწაკა, ქინძი, ზაფრანა, ხახვი, ძმარი, მარილი – გემოვნებით.
გადარჩეული, გარეცხილი ბოლოკის ფოთოლი ქვაბში ჩავყაროთ, დავასხათ ცოტა მდუღარე წყალი და მოვხარშოთ. მოხარშული ბოლოკის ფოთოლი შევაგრილოთ და მერე ხელით გავწუროთ.
ნიგოზი დავნაყოთ ნიორთან და ზაფრანასთან ერთად, გამოვხადოთ ზეთი და ცალკე შევინახოთ. დანაყილი ნიგოზი გავხსნათ ძმარში, დავამატოთ წვრილად დაკეპილი ხახვი, დანაყილი ქინძი, კარგად ავურიოთ და მიღებული ნიგვზის მასაში ავურიოთ მოხარშული, გაწურული ბოლოკის ფოთოლი. მომზადებული ფხალი მოვათავსოთ შესაფერის ჭურჭელზე და ზემოდან მოვასხათ ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი.
ქათმის ხარჩო
მასალა: ხახვი – 4–5 თავი; პამიდორი – 1 კილოგრამი; ნიგოზი – 1 ჩაის ჭიქა; ოხრახუში – 3–4 ძირი; ქინძი – 3 ძირი; ყვითელი ყვავილი, ნიორი, წიწაკა, მარილი – გემოვნებით.
კარგად გასუფთავებული ქათამი დავჭრათ ნაჭრებად, გავრეცხოთ, დავასხათ წყალი და დავდგათ მოსახარშად. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. ცალკე მოვხარშოთ გახეხილი პამიდორი. კარგად დავნაყოთ ნიგოზი, ყვითელი ყვავილი, ნიორი, წიწაკა, ქინძი, მარილი. ყველაფერი ეს გავხსნათ პამიდვრის წვენში, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და ჩავასხათ წვენში. ვადუღოთ კიდევ 10–15 წუთი. პამიდვრის მაგიერ შეიძლება გამოვიყენოთ კვაწარახი ან ტყემლის საწებელი.
ვაშლი, გახვეული ცომში
მასალა: ვაშლი – 0,5 კილოგრამი; კვერცხი – 4 ცალი; კარაქი – 3 სუფრის კოვზი; რძე – 0,5 ჩაის ჭიქა; შაქრის ფხვნილი – 0,5 ჩაის ჭიქა (შაქრის პუდრა მოსაყრელად).
4 კვერცხის გული კარგად გავთქვიფოთ, თანდათან დავამატოთ 3 სადილის კოვზი დამდგარი კარაქი, დავასხათ მესამედი ჩაის ჭიქა რძე, შაქრის ფხვნილი, დავაყაროთ ფქვილი, ავურიოთ და ნელ–ნელა დავასხათ კარგად გათქვეფილი კვერცხის ცილა. ცომი უნდა გამოვიდეს არაჟნის სისქის.
ვაშლი (უმჯობესია "ანტონოვკა" ან რომელიმე რბილი ჯიშის) გავფცქვნათ, ამოვჭრათ გული და დავჭრათ თხელ რგოლებად 0,5 სანტიმეტრი სისქის, დავაყაროთ შაქრის ფხვნილი და ასე გავაჩეროთ ნახევარი საათი. ამის შემდეგ ავიღოთ ჩანგლით თითოეული ნაჭერი, ამოვავლოთ ცომში და დავალაგოთ ტაფაზე, რომელზეც დასხმული იქნება გაცხელებული ერბო; ვაშლი შევწვათ ნელ ცეცხლზე, სანამ ორივე მხრიდან არ გავარდისფერდება. შემწვარი ვაშლი ცხიმიანად შევდგათ გაცხელებულ აირღუმელში 5–10 წუთით. როცა მზად იქნება, ვაშლები დავალაგოთ თეფშზე, მოვაყაროთ შაქრის პუდრა. ამ ნამცხვართან ერთად სუფრაზე შეიძლება მივიტანოთ რომელიმე ვაჟინი და არაჟანი.

სიახლეები

|
დღის სიახლეები
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ყვავილოვანი კომბოსტო კიბოს წინააღმდეგ
კულინარიული შედევრები
ხილი დიაბეტის წინააღმდეგ
დიეტა მოგბეზრდათ? ნაყინი შეჭამეთ

ფასტფუდი დეპრესიას იწვევს
კულინარიული შედევრები
ნინო თოლორდავას ქმარი წელიწადში ორჯერ შემწვარი კვერცხით აბედნიერებს 

კულინარიული შედევრები
კულინარიული შედევრები
გია ბაღაშვილი: "ჩემმა ცოლმა ზუსტად იცის, როგორი კერძები უნდა მომიმზადოს!"
თქვენთვის, გურმანებო
გუშინ მაკარონი ხომ არ მოგიხარშავთ?
თქვენთვის, გურმანებო
თამუნა ლეკვეიშვილი: "საჭმელს ყოველთვის მოვალეობის მოხდის მიზნით ვაკეთებ"
თქვენთვის, გურმანებო
კულინარიული შედევრები 