asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კულინარიული შედევრები
კულინარიული შედევრები
კულინარიული შედევრები

2011-10-27 13:05:53



შოკოლადის ფონდიუ

მასალა:

შოკოლადი (შავი, მწარე) – 2 ფილა

რძე – 1/2 ჭიქა

კვერცხი – 3 ცალი

შაქარი – 1 ჭიქა

ვანილი – გემოვნებით

ბანანი და კივი – 2–2 ცალი

მომზადება: მომინანქრებულ ქვაბში რძე აადუღეთ, დაუმატეთ ვანილი. ცხელ რძეში ჩატეხეთ შოკოლადი, ურიეთ ხით კოვზით, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

ბანანი და კივი მრგვალად დაჭერით და ფართო ლანგარზე დააწყვეთ. კვერცხის ცილა და შაქარი ათქვიფეთ (ისე, რომ ჯამის გადმობრუნების შემთხვევაში მასა არ გადმოვარდეს). ბანანსა და კივის ბეზე დაადეთ, ზემოდან ცხელი შოკოლადიანი მასა მოასხით, გააცივეთ და გემრიელად მიირთვით.



ყაურმა ალუჩითა და ლიმონით

მასალა:

ცხვრის ხორცი – 280 გ

ერბო – 30 გ

ხახვი – 2 თავი

ალუჩა – 30 გ

ბულიონი – 1 ჩ.ჭ.

ლიმონი – 1 ცალი

ზაფრანა – 1 ჩ.კ.

მარილი, პილპილი – გემოვნებით

მომზადება: ცხვრის ხორცი პატარა ნაჭრებად დაჭერით, მოაყარეთ მარილი, პილპილი, დაუმატეთ დაჭრილი ხახვი და ტაფაში ერბოში მოშუშეთ. შემდეგ დაუმატეთ ბულიონი, ზაფრანა, ალუჩა და ხარშეთ მომზადებამდე.

სუფრასთან მიტანის წინ კერძს ზემოდან ლიმონის ნაჭრები მოაწყვეთ.



ხამრაში

მასალა:

ცხვრის ხორცი – 170 გ

პურის ფქვილი – 35 გ

ძმარი – 10 გ

თეთრი ლობიო – 20 გ

ქინძი – 20 გ

ხახვი – 1 თავი

მარილი, პილპილი, გამხმარი პიტნა – გემოვნებით

მომზადება: ხორცი და ხახვი საკეპში გაატარეთ და აურიეთ. შეაზავეთ მარილით და პილპილით. ფარშისგან პატარა გუნდები გააკეთეთ. ლობიო ცალკე მოხარშეთ. ფქვილით და წყლით მაგარი ცომი მოზილეთ, გააბრტყელეთ 1 მმ სისქეზე, დაჭერით 5 სმ სიგანის ნაჭრებად და მოამზადეთ ატრია (მარილწყალში მოხარშეთ). ლობიოს ნახარშში ჯერ მოხარშეთ ხორცის გუნდები, შემდეგ დაუმატეთ ატრია და მოხარშული ლობიო. მზა კერძს მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი. სუფრასთან მიტანის წინ დაუმატეთ ხმელი პიტნა, ცალკე მიიტანეთ ძმარი.



პიტი

მასალა:

ძროხის ხორცი – 170 გ

ქონი – 20 გ

დაკონსერვებული ბარდა – 25 გ

კარტოფილი – 150 გ

ხახვი – 1 თავი

ზაფრანა – 1 ჩ.კ.

ალუჩა – 30 გ

პილპილი, მარილი – გემოვნებით

მომზადება: ხორცი, ქონი, ბარდის მარცვლები ფართო ქვაბში ჩაყარეთ დაბალ ცეცხლზე და ხარშეთ. კერძის მომზადებამდე ნახევარი საათით ადრე დაუმატეთ დიდ ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილი, ოთხად გაჭრილი ხახვი, ალუჩა, მარილი, ზაფრანა, პილპილი. გაზზე მანამ გააჩერეთ, სანამ კერძი მზად არ იქნება.





სალათა "ბაჰარი"

მასალა:

ბოლოკი – 100 გ

მოხარშული კვერცხი – 1 ცალი

კიტრი – 1 ცალი

სტაფილო – 1 ცალი

სალათის ფურცლები – 1 კონა

კამა – 1 კონა

მარილი – გემოვნებით

მომზადება: ბოლოკი წვრილად დაჭერით და სასალათეში მოათავსეთ. ზემოდან მოაწყვეთ მრგვალად დაჭრილი კიტრი, გახეხილი სტაფილო, დაჭრილი კვერცხი, ხელით დაფლეთილი სალათის ფურცლები, შეაზავეთ მარილით, აურიეთ და გემრიელად მიირთვით.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online