asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

პოლ მაკარტნიმ კულინარიული წიგნი გამოუშვა
მიბაძეთ!
პოლ მაკარტნიმ კულინარიული წიგნი გამოუშვა

2011-10-26 14:08:51



სერ პოლ მაკარტნიმ თავის მეგობრებთან და თანამოაზრეებთან - კევინ სპეისისთან, გვინეტ პელტროუსთან და მოდელ ტვიგისთან ერთად კულინარიული წიგნი გამოუშვა, რომელშიც ვეგეტარიანული კერძების რეცეპტებია თავმოყრილი. წიგნს ეწოდება „ორშაბათი ხორცის გარეშე“. იგი გახდა ნაწილი ამავე სახელწოდების აქციისა, რომელმაც სტარტი 2009 წელს აიღო. კამპანიის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანებმა კვირაში ერთ დღეს მაინც თქვან უარი ხორციან საკვებზე. მაკარტნის აზრით, ეს ხელს შეუწყობს ატმოსფეროში სათბურის გაზების გაფრქვევას და, ამავე დროს, ადამიანს ფულის ეკონომიაშიც დაეხმარება, რაც ბევრისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია. მაკარტნი დიდი ხანია თავგადაკლული ვეგეტარიანელია და თავის თაყვანისმცემლებსაც ხშირად მოუწოდებს, მას მიბაძონ. მუსიკოსმა ხორცზე უარი 70-იან წლებში თქვა. მაშინ მან თავის ცოლს ლინდას აუბა მხარი და დღემდე ხორციან კერძებს არ გაჰკარებია.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: პოლ მაკარტნი
კავშირი ტეგთან: ხორცი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online