asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კულინარიული შედევრები
კულინარიული შედევრები

2011-07-21 12:40:04



ანტრიკოტი ხახვით
მასალა:
საქონლის ხორცი – 650 გ
ხახვი – 500 გ
პურის ფქვილი – 20 გ
კარაქი – 300 გ
მარილი, პილპილი, ოხრახუში ან კამა – გემოვნებით
მომზადება: ანტრიკოტი (საქონლის ზურგის ნაწილი) ნაჭრებად დაჭერით, დაბეგვეთ, მოაყარეთ მარილი, პილპილი, ამოავლეთ ფქვილში და კარაქიან ტაფაში შეწვით. როგორც კი გარედან დაიბრაწება, ალს დაუწიეთ და ცეცხლზე მანამ გააჩერეთ, სანამ მზად არ იქნება.
ხახვი რგოლებად დაჭერით, მოშუშეთ, დაუმატეთ მარილი და პილპილი. ჩაუმატეთ ხორცს და გააფორმეთ დაჭრილი კამით ან ოხრახუშით.
მოთუშული ხორცი კრეოლურად
მასალა:
ღორის ხორცი (რბილი) – 600
კარაქი – 30 გ
სოსისი – 200 გ
პურის ფქვილი – 1 ს.კ.
არაჟანი ან ნაღები – 300 გ
ზეთისხილი – 150 გ
კიტრის მწნილი – 50 გ
ხახვი – 1 ცალი
წითელი წიწაკა – 1 ჩ.კ.
პილპილი, მარილი – გემოვნებით
მომზადება: ხორცი მოკლე და სქელ ნაჭრებად დაჭერით, სოსისები – 1 სმ სისქის ოთხკუთხედებად. ტაფაში კარაქი გაადნეთ და ღორის ხორცი და სოსისები შეწვით. დაუმატეთ წითელი წიწაკა.
კიტრის მწნილი და ხახვი წვრილად აკეპეთ, ჩაუმატეთ უკურკო ზეთისხილი, ათქვეფილი ნაღები ან არაჟანი, შეასქელეთ ფქვილით, შეაზავეთ მარილით და პილპილით და ეს მასა ხორცს და სოსისებს მოასხით.
ჟულიენი სოკოთი და ლორით
მასალა:
სოკო – 100–150 გ
ლორი – 150
ხახვი – 1 თავი
კარაქი – 50 გ
არაჟანი – 1/3 ჩ.ჭ.
ტომატის მწარე სოუსი – 2–3 ს.კ.
პილპილი, მარილი, ოხრახუში, კამა – გემოვნებით
მომზადება: ხახვი წვრილად დაჭერით და კარაქში მოშუშეთ, დაუმატეთ დაჭრილი სოკო, მარილი, წიწაკა და კიდევ შუშეთ, სანამ მზად არ იქნება.
ამ მასაში დაჭრილი ლორი ჩააწყვეთ და მოურიეთ. დაუმატეთ არაჟანში არეული ტომატის სოუსი, გადაიტანეთ პატარა ქვაბში, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და შედგით წინასწარ გახურებულ ღუმელში. სუფრაზე მიტანის წინ აკეპილი მწვანილი მოაყარეთ.
ესკალოპი
მასალა:
ღორის, ძროხის ან ცხვრის ხორცი (რბილი) – 600 გ
ცხიმი – 40 გ
პური – 4 ნაჭერი
მარილი, პილპილი, კამა, ოხრახუში – გემოვნებით
მომზადება: ხორცი გაასუფთავეთ, გარეცხეთ და დაჭერით 10–15 სანტიმეტრიან ულუფებად, შემდეგ ოდნავ დაბეგვეთ, მოაყარეთ მარილი, პილპილი. ტაფაში ცხიმი გააცხელეთ და მასში ხორცი შეწვით. ცეცხლიდან გადმოდგმამდე 1–2 წუთით ადრე ტაფაში პურის ნაჭრები ჩააწყვეთ, თავი დაახურეთ და დაბალ ალზე გააჩერეთ.
ხორცი ესპანურად
მასალა:
ძროხის ხორცის ფილე – 800 გ
ხახვი – 3 თავი
ზეთი – 2 ს.კ.
მაიონეზი – 400 გ
ყველი – 100 გ
მოხარშული ბრინჯი – 250 გ
ტომატი – 1 ჩ.ჭ.
პილპილი, მარილი, კამა – გემოვნებით
მომზადება: ხორცი კუბიკებად დაჭერით. ტაფაში ზეთი გააცხელეთ, დაალაგეთ ხორცის ერთი ფენა, მოაყარეთ რგოლებად დაჭრილი ხახვი, მარილი, პილპილი, მოასხით მაიონეზი, მოაყარეთ გახეხილი ყველის ნაწილი, დაადეთ ბრინჯის ნაწილი, მოასხით ტომატი და ასე გაიმეორეთ, სანამ ინგრედიენტები არ გათავდება (ბოლო ფენა ყველი უნდა იყოს). შედგით ღუმელში და გამოაცხვეთ.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online