asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კულინარიული შედევრები
კულინარიული შედევრები

2011-07-06 17:30:42



წიწიბურას ფლავი ცხვრის ხორცით
მასალა:
წიწიბურა – 300 გ
ცხვრის ხორცი – 400 გ
ხახვი – 2 თავი
ნიორი – 1 კბილი
ტომატის პასტა – 1 ს.კ.
ზეთი, მარილი – გემოვნებით
მომზადება: ხახვი რგოლებად დაჭერით და ზეთში მოშუშეთ. ხორცი გარეცხეთ, დაჭერით მომცრო ნაჭრებად და მარილი მოაყარეთ. ჩაუმატეთ ტაფას და შუშეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. ხორცს და ხახვს დაუმატეთ ტომატის პასტა, ცოტა ცხელი წყალი და თავდახურული ცეცხლზე მანამ დატოვეთ, სანამ ხორცი მზად არ იქნება.
წიწიბურა გაარჩიეთ და გახურებულ ტაფაზე მოხალეთ. ჩაყარეთ მარილიან მდუღარეში (1 ჭიქა წიწიბურაზე 3/4 ჭიქა წყალი). როდესაც წყალი წამოდუღდება, ჩააგდეთ მთელი კბილი ნიორი, დააფარეთ სახურავი და ხარშეთ მომზადებამდე.
მზა წიწიბურა და ხახვში ჩაშუშული ხორცი აურიეთ და რამდენიმე წუთით ნელ ცეცხლზე თავდახურული დატოვეთ. კერძი თავდახურული სუფრაზე მიტანამდე 1 საათი დააყოვნეთ.
ხორცი ყველითა და მაიონეზით
მასალა:
ხორცი – 500 გ
ყველი – 200 გ
კვერცხი – 3–4 ცალი
მაიონეზი – 100 გ
ფქვილი, მარილი, ზეთი – გემოვნებით
მომზადება: ხორცი გრძივ ნაჭრებად დაჭერით და დაბეგვეთ. ერთმანეთს შეურიეთ გახეხილი ყველი, კვერცხი, მაიონეზი, მარილი და ფქვილი (რამდენსაც შეიზელს), უნდა მიიღოთ საკმაოდ სქელი ცომი.
ამოავლეთ ხორცი ცომში და კარგად გაცხელებულ ტაფაზე ორივე მხრიდან შეწვით.
ხორცით ფარშირებული ბადრიჯანი
მასალა:
ბადრიჯანი – 5 ცალი
ღორისა და ძროხის ფარში – 300–400 გ
პომიდორი – 1 ცალი
ხახვი – 1 თავი
ნიორი – 1 კბილი
მაიონეზი, მარილი, პილპილი – გემოვნებით
მომზადება: ბადრიჯანი გარეცხეთ, მოაჭერით ყუნწი, გაჭერით შუაზე, მიღებულ ნახევრებს დანისა და კოვზის მეშვეობით რბილობი მოაშორეთ, მოაყარეთ მარილი და 20–30 წუთი გააჩერეთ. შემდეგ ცოტა გაწურეთ, მოაყარეთ პილპილი და ამოავსეთ სატენით, რომელიც ასე მზადდება: წვრილად დაჭრილი ხახვი ზეთში მოშუშეთ. ფარშს შეურიეთ დანაყილი ნიორი, მარილი, პილპილი. ეს მასა ხახვს ჩაუმატეთ ტაფაში და შუშეთ, სანამ მზად არ იქნება. შემდეგ დაუმატეთ გაფცქვნილი და დაჭრილი პომიდორი, მაიონეზი და კარგად აურიეთ.
დატენილი ბადრიჯნები ზეთში ორივე მხრიდან შებრაწეთ.
საქონლის ენა კავკასიურად
მასალა:
საქონლის ენა – 2 კგ
ახალი სოკო – 600 გ
ზეთი – 150 გ
ხახვი – 4 თავი
ნიგოზი – 2 ჩ.ჭ.
ნიორი – 5 კბილი
არაჟანი – 2 ჩ.ჭ.
ოხრახუში, მარილი, პილპილი – გემოვნებით
მომზადება: ენა მოხარშეთ, გაასუფთავეთ კანისაგან, დაჭერით მსხვილ ოთკუთხედ ნაჭრებად. სოკო გარეცხეთ, დაჭერით და ზეთში შეწვით. ენას რგოლებად დაჭრილი მოშუშული ხახვი და სოკო დაუმატეთ.
ნიგოზი გაატარეთ, დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი და საქონლის ენას შეურიეთ.
ხორცი ფრანგულად
მასალა:
ღორის ან ხბოს ხორცი (რბილი) – 700–800 გ
ხახვი – 3–4 ცალი
ყველი – 250–300 გ
პომიდორი – 1 ცალი
ზეთი, მაიონეზი, მარილი, პილპილი – გემოვნებით
მომზადება: ხორცი დაჭერით 1–1,5 სმ სისქის გრძელ ნაჭრებად, თითოეული დაბეგვეთ, მოაყარეთ მარილი, პილპილი, დააწყვეთ ცხიმწასმულ ტაფაზე და ყველა მხრიდან შებრაწეთ.
ხახვი რგოლებად დაჭერით, ყველი გახეხეთ. ხახვი ზეთში მოშუშეთ, ჩაუმატეთ გახეხილი ყველი, მაიონეზი, მოურიეთ და ამ მასაში შემწვარი ხორცი ჩააწყვეთ. ზემოდან რგოლებად დაჭრილი პომიდორი მოაწყვეთ.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online