asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ბრინჯის სალათა ასორტი
მიირთვით და იყავით ბედნიერი
ბრინჯის სალათა ასორტი

2011-07-03 22:40:07



ბრინჯი მოვხარშოთ მარილწყალში, გადავავლოთ ცივი წყალი და დავწუროთ. თასში მოვათავსოთ გატარებული მოხარშული ხორცი, წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, სალათის ფურცლები, ნიახური. შევაზავოთ მაიონეზით, ზეთით, ლიმონის წვენით. მარილი და პილპილი მოვაყაროთ გემოვნებით. სულ ბოლოს დავამატოთ ბრინჯი, კარგად ავურიოთ და შესაფერის ჭურჭელში მოვათავსოთ. მოვრთოთ რგოლებად დაჭრილი პომიდვრით. ამგვარი სალათის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 0,5 ჩაის ჭიქა გრძელი ბრინჯი, 200-300 გრამი საქონლის ან ქათმის ხორცი, 1 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა, რამდენიმე ფურცელი მწვანე სალათა, ცოტა ნიახური, 1 სუფრის კოვზი ზეთი, 3 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, 1 სუფრის კოვზი მაიონეზი, მარილი, პილპილი, 2 ცალი პომიდორი. ამ სალათს „ასორტი“ ეწოდება. მიირთვით და იყავით ბედნიერი!

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: წიწაკა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online