asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

უგემრიელესი ფარშირებული პომიდვრები
გასინჯეთ, არ ინანებთ
უგემრიელესი ფარშირებული პომიდვრები

2011-07-03 15:42:36



პომიდვრებს მოვაჭრათ ყუნწის მხარე და ფრთხილად ამოვაცალოთ რბილობი ისე, რომ პომიდორი არ დავაზიანოთ. მოვაყაროთ პილპილი, მარილი და ამოვავსოთ ფარშით, რომელიც ასე მზადდება: ხორცი და ხახვი ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ და შევურიოთ ნახევრად მოხარშული ბრინჯი, მარილი და პილპილი. ფარშირებული პომიდვრები მოვათავსოთ ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და შევდგათ გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით. სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი. ამ უგემრიელესი კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მასალა: 8 ცალი საშუალო ზომის პომიდორი, 200 გრამი ხორცი, ერთი მეოთხედი ჩაის ჭიქა ბრინჯი, ერთი თავი ხახვი, 2-3 სუფრის კოვზი ზეთი, 200 გრამი ყველი, მარილი, პილპილი, ოხრახუში, კამა. დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგეწონებათ. გემრიელად მიირთვით!

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online