| ქალი და მამაკაცი |

როგორც უცხოური ჟურნალ–გაზეთები წერენ, ანჯელინა ჯოლი უპირატესობას "5 ფაქტორის" დიეტას ანიჭებს. ამ დიეტის არსი 5–ჯერად კვებაში მდგომარეობს და ის გამდიდრებულია 5 ძირითადი შემადგენლობით: პროტეინებით, ნახშირწყლებით, უჯრედისებით, ჯანსაღი ცხიმებითა და უშაქრო სასმელებით. კვების ასეთი რეჟიმი წმენდს ორგანიზმს და აღადგენს მეტაბოლიზმს.
იმისათვის, რომ კანი "დაეპყრო", 41 წლის უმა თურმანმა ერთი თვით ადრე დაიწყო მომზადება. როგორც ცნობილია, ამერიკელი ლამაზმანებისთვის იდეალურ ზომად 0 ითვლება (ჩვენებურად 40). წელი არ უნდა აღემატებოდეს 56 სმ, თეძო – 86 სმ, ოღონდ მკერდი, რაც დიდია, მით უკეთესია. ჰოლივუდში დაფასებულია როგორც ბუნებრივად მრგვალი ფორმები, ისე სილიკონის მკერდიც.
საზოგადოდ მიღებულ ფორმებს რომ შეესაბამებოდეს, უმა დაჯდა მკაცრ დიეტაზე, რომელიც მას ტომ კრუზის მეუღლემ, კეტი ჰოლმსმა ასწავლა. "ჩაის დიეტა" ძალიან ეფექტური მეთოდია გასახდომად, მაგრამ ეს ყველას არ შეუძლია: მთელი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ საჭმელს მხოლოდ შავი ჩაი წარმოადგენს, რა თქმა უნდა, უშაქრო. რაღაც დღეებში დასაშვებია ახალი ბოსტნეულის სალათები, რომლებიც მწვანილებსაც შეიცავენ; ზოგჯერ კი დასაშვებია მხოლოდ ხილი, რომელთა შორისაც უპირატესობა ანანასებს, ვაშლებს, პაპაიებსა და კივებს ენიჭებათ.
ჩაი ადამიანს ანიჭებს ენერგიას, ამავდროულად მადასაც უკარგავს, ამას გარდა, მას აქვს ანტისიმსივნური თვისებები. თურმანი ამ დიეტაზე ერთი თვის განმავლობაში იჯდა, მოგვიანებით კი გადავიდა ცილების დიეტაზე იმისათვის, რომ სხეულის რელიეფზე ემუშავა. რეზულტატი იყო შესანიშნავი. უმა უბრალოდ ბრწყინავდა და თეთრ სამოსში საკმაოდ მოხდენილად გამოიყურებოდა. ფესტივალზე ხუთი დღის განმავლობაში უმამ ექვსი კაბა გამოიცვალა და აღსანიშნავია ის, რომ ყველა თეთრი იყო.
29 წლის კირსტენ დანსტი , რომელმაც კანში წარმოადგინა ლარს ფონ ტრიერას ახალი ფილმი "მელანქოლია", ინტერვიუში გამოტყდა, რომ მისთვის ნებისმიერი დიეტა არის ნამდვილი კატორღა, მაგრამ როლების გულისთვის, რომლებიც ისედაც თავზე საყრელად აქვს, თვითგვემისთვისაც თანახმაა. კირსტენი არის გოგონა დიდი ნებისყოფითა და მტკიცე ხასიათით, რომელიც სილამაზის გულისთვის მზად არის ყოველგვარი ტანჯვისთვის. როგორც ტაბლოიდები წერენ, მსახიობი კინოფესტივალამდე იჯდა დიეტაზე, რომლის საფუძველსაც წარმოადგენდნენ ცხიმების ისეთი დამწველები, როგორებიცაა ანანასი და ყველი ტოფუ.
44 წლის სალმა ჰაიეკმა შეარჩია ვეგეტარიანული დიეტა, რომელიც ცოტაოდენ თევზსაც შეიცავდა. მან უარი თქვა რძის ყველა პროდუქტზე, კვერცხსა და ხორცზე. ასეთ დიეტაზე მსახიობი მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში ზის.
37 წლის პენელოპა კრუსიც ბრწყინავდა ფესტივალის წითელ ხალიჩაზე. მსახიობი სულ ცოტა ხნის წინ გახდა დედა, მაგრამ სწრაფადვე ჩადგა ფორმაში. "ჩემს კვების რაციონში არის ბევრი პროტეინი და უჯრედისი. ამასთან, ჩემს თავს საერთოდ არ ვაძლევ უფლებას, საკვებად გამოვიყენო ნახშირწყლები, სამაგიეროდ, დიდი რაოდენობით მივირთმევ სალათებს, სტაფილოს, კიტრს, ხილს, ხოლო სასმელებიდან უპირატესობას ვანიჭებ მინერალურ წყალს", – გაგვიზიარა კინოვარსკვლავმა.
35 წლის მილა იოვოვიჩმაც თავისთვის შეარჩია თეთრი კაბა, წითელი მაქმანებით. "გადაღებების წინ, საპასუხისმგებლო კვირეებში ჩემი მაცივარი ქალწულივით სუფთაა, – გამოტყდა მსახიობი, – მე უბრალოდ ვივიწყებ პროდუქტების მაღაზიების არსებობას და მათ არც კი ვეკარები. ამ დროს მაცივარში მხოლოდ ყინული და მინერალური წყალი მაქვს". ვახშამს მილა კითხვითა და ქალიშვილთან თამაშით ანაცვლებს ხოლმე.
ტოპ–მოდელი კაროლინა კურკოვა, რომელიც კანის ფესტივალზე ჩავიდა, მოხვდა ყველაზე ცნობილი მოდური ადამიანების რეიტინგში, აგრეთვე კანის ფესტივალის ყველაზე სექსუალურ ქალთა ტოპ–ათეულში. ახალგაზრდა დედა გამოტყდა, რომ ყოველ დღეს იწყებს მსუბუქი საუზმით, რომელიც შედგება უცხიმო იოგურტით. შუადღემდე სვამს მხოლოდ უბრალო წყალს ლიმნით, ლანჩზე კი უპირატესობას ანიჭებს ხორცს, თევზს ან ქათამს ბოსტნეულთან ერთად. ვახშამზე სვამს თევზის ქონს, რომელიც ვიტამინებისა და მიკროელემენტებს საწყობს წარმოადგენს.
ამერიკელმა მეცნიერებმა ტეხასის შტატიდან უჩვეულო გამოკვლევა ჩაატარეს და გამოავლინეს იდეალური ფიგურა ამერიკელ ვარსკვლავებს შორის. როგორც აღმოჩნდა, სრულყოფილ პროპორციებს ფლობს 31 წლის ინგლისელი კელი ბრუკი , რომელიც, თურმე, ამერიკულ ზომა 2–ს (42) ატარებს. შემდეგ მას მოჰყვება "ტიტანიკის" მსახიობი და ვარსკვლავი კეიტ უინსლეტი , ხოლო მესამე ადგილზეა შარლოტ ჩორჩი .
მანანა კორძაძე, ჟურნალი გუმბათი. N 26

|
დღის სიახლეები
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ყვავილოვანი კომბოსტო კიბოს წინააღმდეგ
კულინარიული შედევრები
ხილი დიაბეტის წინააღმდეგ
დიეტა მოგბეზრდათ? ნაყინი შეჭამეთ












ფასტფუდი დეპრესიას იწვევს
კულინარიული შედევრები
ნინო თოლორდავას ქმარი წელიწადში ორჯერ შემწვარი კვერცხით აბედნიერებს 

კულინარიული შედევრები
კულინარიული შედევრები
გია ბაღაშვილი: "ჩემმა ცოლმა ზუსტად იცის, როგორი კერძები უნდა მომიმზადოს!"
თქვენთვის, გურმანებო
გუშინ მაკარონი ხომ არ მოგიხარშავთ?
თქვენთვის, გურმანებო
თამუნა ლეკვეიშვილი: "საჭმელს ყოველთვის მოვალეობის მოხდის მიზნით ვაკეთებ"
თქვენთვის, გურმანებო
კულინარიული შედევრები 






















































































