| ქალი და მამაკაცი |

იმისთვის, რომ კარგი მზარეული გახდეთ და სამზარეულოშიც იფუსფუსოთ, ალბათ, სულ მცირე, კვერცხის შეწვა მაინც უნდა იცოდეთ. როგორ შევწვათ გემრიელად კვერცხი და რა საჭმელების მომზადება შეიძლება მისგან? გემრიელი რეცეპტები ამჯერად ერთ–ერთი შეფმზარეულისგან ჩავიწერეთ, რომელიც პრესტიჟულ სტუმრებს თოხლო კვერცხით ანებივრებს.
– მთავარია, კვერცხის შეწვა ვიცოდეთ?
– ამ ფრაზას დიასახლისები ხშირად იყენებენ – მე კვერცხის შეწვა ვიციო. გააჩნია, კვერცხი როგორ იწვება და მას რა ინგრედიენტებით ანოყიერებთ. მთავარი ის კი არაა, რომ კვერცხის შეწვა ვიცით და ამით ყველაფერი კარგადაა, მთავარია, მას როგორ წვავთ? ზოგს შეიძლება ეს ყველაფერი მარტივად მოეჩვენოს, თუმცა, ნამდვილად არ არის იოლი, მოამზადო კარგი ომლეტი, თუნდაც იტალიური, ან თუნდაც თოხლოდ მოხარშო კვერცხი და მას ისეთი სანელებლები გაუკეთო, რომ შენ სტუმრებს ის კიდევ არაერთხელ მოუნდეთ.
– რა უნდა გაითვალისწინონ კვერცხის გემრიელად მოსამზადებლად?
– აუცილებლად გაითვალისწინეთ, თუ როგორია კვერცხი – ახალია თუ ძველია, რამდენი სანელებელი და რა ინგრედიენტები უნდა შეურიოთ და მოუხდება თუ არა ესა თუ ის ინგრედიენტი კვერცხს. ასევე, საგულისხმოა ისიც, რომ ეს კვერცხი სოფლის ქათამმა დადო თუ ინკუპატორში გამოჩეკილმა, მას ფერიც კი სხვა აქვს. არსებობს ინგრედიენტები, რომლებსაც ვერაფრით შევურევთ კვერცხში, მაგალითად, კომბოსტო, თუმცა, იგი არაჩვეულებრივია პამიდორთან, ამით ჩვენ "ჩიჟი–პიჟისაც" ვაკეთებთ, რაც ჩვენი სტუმრების უგემრიელესი კერძია. მოდით, სწორედ ამ საჭმლის რეცეპტი ჩაიწერეთ. თქვენ წარმოიდგინეთ, მისი მომზადება ადვილია და იგი მამაკაცებს ძალიან მოსწონთ, რადგან გემრიელი და ამავდროულად წვნიანია.
"ჩიჟი–პიჟი"
მოსამზადებლად დაგვჭირდება: 3 ცალი – კვერცხი; 5 ცალი – პამიდორი, საშუალო ზომის; მწვანილები, კერძოდ ქინძი, ოხრახუში და ცოტაოდენი კამა; ასევე, სუნელები და ზეთი.
მომზადების წესი კი შემდეგია: 2 ცალი პამიდორი დაჭერით ალყა–ალყად, ტაფაზე დაასხით ზეთი, როცა მიხვდებით, რომ ტაფა უკვე საკმარისად გახურებულია, დაალაგეთ პამიდორი და ისე შეწვით, რომ არ დაიშალოს, აქვე აუცილებელია გამზადებული გქონდეს გახეხილი პამიდორი, რომელიც დაგრჩათ და მოასხით ზემოდან, ასევე ზემოდან დაატეხეთ კვერცხი და არ მოურიოთ, მარილი და სუნელები გემოვნებით მოაყარეთ. როცა თუხთუხს დაიწყებს და კვერცხიც ასე თუ ისე შედედდება, გადმოიღეთ და ცოცხლად მოაყარეთ მწვანილი, ასე მიიტანეთ სუფრასთან.
– როგორ მოვამზადოთ ომლეტი?
– ზოგ დიასახლისს ჰქონია, რომ ომლეტის მომზადება რთულია. არ დაგავიწყდეთ, რომ იტალიური ომლეტი ყველაზე მარტივად, სულ რაღაც რამოდენიმე წუთში შეგიძლიათ ძალიან მარტივად მოამზადოთ, თანაც ისე, რომ დრო და ენერგია არ დახარჯოთ.
– მაინც რა უნდა გავითვალისწინოთ ომლეტის მომზადებისას?
– უნდა გავითვალისწინოთ ლორი, რომელიც აუცილებლად ახალი უნდა იყოს და, რა თქმა უნდა, კარგად დაკეპილი. ასევე, კარგად დავკეპოთ მწვანილი. კვერცხი კარგად ავთქვიფოთ მწიკვ მარილთან ერთად, გავხეხოთ ყველი, დავუმატოთ კვერცხს. აგრეთვე დავუმატოთ ლორი, წიწაკა, მწვანილი და კარგად ამოვურიოთ. მცირე რაოდენობით ცხიმი წავუსვათ გახურებულ ტაფას და ჩავუშვათ ნარევი, მოვამზადოთ თავახდილ მდგომარეობაში.
– რომელი კერძი მოსწონთ თქვენს სტუმრებს?
– კვერცხი ნიგოზში უგემრიელესია. ეს ყველაფერი ძალიან კარგი და გემრიელია. მათ, ვისაც ნიგვზიანი საჭმელები და მსუყე კერძები უყვართ, შეგიძლიათ მიირთვათ მოხარშული კვერცხი ნიგოზში.
კვერცხი ნიგოზში
მოსამზადებლად დაგვჭირდება: კვერცხი, იმდენი, რამდენსაც თქვენ ჩათვლით საჭიროდ; ნიგოზი; ხმელი ქინძი; ყვითელი ყვავილი; უცხო სუნელი; წვრილად დაჭრილი ხახვი; ერთი ან ორი ღერი წვრილად დაჭრილი ქინძი; მარილი გემოვნებით და ასევე წითელი წიწაკა.
მომზადების წესი კი შემდეგია: მოვხარშოთ კვერცხი, ვაცალოთ გაციება და გავჭრათ შუაში, სიგრძეზე. ამოვაცალოთ გული და ცალკე ჯამში კარგად გავსრისოთ, შევურიოთ ნიგოზი, ხმელი ქინძი, ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, წვრილად დაჭრილი ცოტა ხახვი და ერთი ან ორი ღერი წვრილად დაჭრილი ქინძი. მარილი და წიწაკა გემოვნებით, კარგად ავზილოთ, ოდნავ წყალი დავუმატოთ, რათა უფრო ფაფუკი გახდეს მასა, მიღებული ნარევით კი კარგად ამოვავსოთ კვერცხის ცილა და ისე მივიტანოთ სუფრასთან. შეგვიძლია ბროწეული მარცვლებითაც გავაფორმოთ.
– თქვენივე რეცეპტითაც ამზადებთ საჭმელებს?
– რა თქმა უნდა, ყველა მზარეულს თავისი საიდუმლო აქვს, ალბათ, გაგიკვირდებათ, თუმცა, შესაძლოა, რომ ერთმა ინგრედიენტმა შეცვალოს თქვენი სადილი ისე, რომ კარგ დეგუსტატორსაც კი გაუჭირდეს ამ ინგრედიენტის ცნობა. აქედან გამომდინარე, მეც ვიგონებ ხანდახან რეცეპტებს და ეს ყველაფერი შეძლებისდაგვარად გამომდის კიდეც.
კვერცხი მაიონეზში
– მოსამზადებლად დაგჭირდებათ მოხარშული კვერცხი, რომელსაც სურვილისამებრ ან გააცლით გულს ან არა. დაჭერით კვერცხი ალყა–ალყა, მოამზადეთ ცალკე მაიონეზის სოუსი. ერთი დიდი შეფუთვა მაიონეზი გახსენით წყალში, ისე, რომ თხევადი იყოს, არც ძალიან წყალივით, მოაყარეთ სხვადასხვა სუნელები, მარილი და წიწაკა გემოვნებით და ეს ყველაფერი მზადაა, თანაც, რაც მთავარია, უგემრიელესია.
თამუნა ლაშხია, ჟურნალი გუმბათი N 26

|
დღის სიახლეები
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ყვავილოვანი კომბოსტო კიბოს წინააღმდეგ
კულინარიული შედევრები
ხილი დიაბეტის წინააღმდეგ
დიეტა მოგბეზრდათ? ნაყინი შეჭამეთ












ფასტფუდი დეპრესიას იწვევს
კულინარიული შედევრები
ნინო თოლორდავას ქმარი წელიწადში ორჯერ შემწვარი კვერცხით აბედნიერებს 

კულინარიული შედევრები
კულინარიული შედევრები
გია ბაღაშვილი: "ჩემმა ცოლმა ზუსტად იცის, როგორი კერძები უნდა მომიმზადოს!"
თქვენთვის, გურმანებო
გუშინ მაკარონი ხომ არ მოგიხარშავთ?
თქვენთვის, გურმანებო
თამუნა ლეკვეიშვილი: "საჭმელს ყოველთვის მოვალეობის მოხდის მიზნით ვაკეთებ"
თქვენთვის, გურმანებო
კულინარიული შედევრები 






















































































