asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მიირთვით სოფი ლორენის კერძი
გემრიელი და ლამაზი მაკარონი
მიირთვით სოფი ლორენის კერძი

2011-06-27 13:25:54



ყველა დროის ვარსკვლავი სოფი ლორენი სწორად იკვებება. ის თითქმის ყველაფერს ჭამს, ოღონდ ცოტ–ცოტას. მისი აზრით, ამა თუ იმ პროდუქტის გამორიცხვა სულაც არ არის კარგი, სამჯერადი კვება კი აუცილებელია. სოფის მაკარონის მომზადების თავისი რეცეპტი აქვს. მაშ ასე: ავიღოთ ერთი შეკვრა მაკარონი და ჩავშუშოთ ტაფაზე ცოტა წყალსა და ცხიმთან ერთად, სასურველია მცენარეული ცხიმი შევარჩიოთ. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი პამიდორი, ხახვი, ბულგარული წიწაკა, ყველანაირი მწვანილი, მარილი და პილპილი გემოვნებით. გაფორმება ჩვენზეა, შეგვიძლია დიდ ლანგარზე ჯერ მწვანე სალათის ფურცლები დავაფინოთ და შემდეგ კერძი დავდოთ; ირგვლივ კიტრი შემოვაჭრათ, მოვასხათ მაიონეზი ან არაჟანი. ასეთ საჭმელს ყველი და მოხარშული ძეხვიც უხდება. თუ სოკო გიყვართ, შეგიძლიათ ისიც ჩააშუშოთ.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: სოფი ლორენი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online