| ქალი და მამაკაცი |

კვერცხის რულეტი კრევეტებით და ჩილით
მასალა:
კვერცხი – 6 ცალი
რძე – 0,5 ლიტრი
პურის ფქვილი – 150 გ
პრასი – 50 გ
გაწმენდილი კრევეტები – 200 გ
დაჭრილი ჩილი – 1 ჩ.კ.
ყველი (გახეხილი) – 200 გ
ჩილის სოუსი – 1 ს.კ.
კამა (აკეპილი) – 4 ს.კ.
ზეთი, მარილი – გემოვნებით
მომზადება: 3 ცალი კვერცხი მიქსერით ათქვიფეთ, დაუმატეთ რძე, ფქვილი, მარილი და პილპილი. მიღებული მასა გამოსაცხობ კარაქწასმულ ფირფიტაზე დაასხით და 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთი გამოაცხვეთ.
პრასი აკეპეთ, კრევეტები წვრილად დაჭერით. ტაფაში ზეთი ჩაასხით და პრასი და კრევეტები მოშუშეთ. დარჩენილი კვერცხი მოხარშეთ და შუაზე აკეპეთ. შეურიეთ დაჭრილი ჩილი, აკეპილი კამა და ჩილის სოუსი, შეაზავეთ მარილით, კარგად მოურიეთ. ეს მასა გამომცხვარ ფირფიტაზე გადაანაწილეთ, მოაყარეთ გახეხილი ყველი, გადაახვიეთ რულეტივით და 10 წუთით ღუმელში შედგით. შემდეგ გადმოიღეთ, გააცივეთ და დაჭერით.
ზრაზი ლიტვურად
მასალა:
ხორცი (რბილი) – 250 გ
ხორცის ბულიონი – 1 ჭიქა
თეთრი პური – 20 გ
შაშხი – 20 გ
ხახვი – 1 თავი
კარაქი – 1 ჩ.კ.
ტომატი–პასტა – 100 გ
მოხარშული კვერცხი – 1 ცალი
ოხრახუში, კამა, პილპილი, მარილი – გემოვნებით
მომზადება: ხორცი დაჭერით (თითო ულუფისთვის 2 ნაჭერი), დაბეგვეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი.
პური დაალბეთ, შემდეგ გაწურეთ და ასრისეთ. შაშხი, მოხარშული კვერცხი, ხახვი, მწვანილი წვრილად დაჭერით. ტაფაში კარაქის ნაწილი გაადნეთ და ეს ყველაფერი მოშუშეთ.
ჯამში აურიეთ მოშუშული მასა, პური, დაუმატეთ ტომატ–პასტა, შეაზავეთ მარილით, პილპილით და ბულიონით თხელ, ფაფისებრ მასამდე მიიყვანეთ.
დაბეგვილ თითოეულ ხორცის ნაჭერს ეს მასა დაადეთ, გადაახვიეთ, დაამაგრეთ ხის ჩხირით და კარაქიან ტაფაში ყველა მხრიდან შეწვით.
ქათმის კუჭები კორეულად
მასალა:
ქათმის კუჭები – 500 გ
ხახვი – 3 თავი
ზეთი – 3 ს.კ.
ქათმის ბულიონი – 1/2 ჭიქა
სოიას სოუსი – 1 ს.კ.
ნიორი – 5 კბილი
წითელი დაფქული წიწაკა, აკეპილი ქინძი, მარილი – გემოვნებით
მომზადება: კუჭები გადახსენით, მოაშორეთ შიდა აპკი, გარეცხეთ, მოხარშეთ მარილიან წყალში და დაჭერით მოგრძო, წვრილ ნაჭრებად.
ხახვი აკეპეთ, ნიორი დანაყეთ. ტაფაში ზეთი გააცხელეთ და ხახვი და ნიორი მოშუშეთ. დაუმატეთ სოიას სოუსი, შეაზავეთ მარილით, დაფქული წითელი წიწაკით, ჩაუმატეთ ქათმის ბულიონი და ცეცხლზე მანამ გააჩერეთ, სანამ სითხე არ აორთქლდება (უნდა მიიღოთ არაჟნის კონსისტენციის მასა). ბოლოს მოხარშული კუჭები დაუმატეთ, ცეცხლიდან გადმოდგით, მოაყარეთ აკეპილი ქინძი და სუფრასთან მიიტანეთ.
რამშტექსი
მასალა:
საქონლის ხორცი (ბარკლის ნაჭერი) – 580 გ
კვერცხი – 1 ცალი
საფანელი – 90 გ
ზეთი ან ერბო – 50 გ
მარილი, პილპილი, სუნელები – გემოვნებით
მომზადება: ხორცი გარეცხეთ და 1,5–2 სმ სისქის ულუფებად დაჭერით, დაბეგვეთ, მოაყარეთ მარილი, პილპილი, სუნელები, მოასხით წყალში ათქვეფილი კვერცხი და საფანელში ამოავლეთ.
ტაფაში ზეთი ან ერბო გაადნეთ და ხორცის ნაჭრები ყველა მხრიდან დაბრაწეთ.
საქონლის ხორცის რაგუ
მასალა:
ძროხის ხორცი – 500 გ
ხახვი – 1 თავი
მაგარი (უნალექო) ყავა – 1 ჭიქა
სტაფილო – 3 ცალი
შავი ქლიავი (უკურკო) – 100 გ
კარაქი – 2 ს.კ.
არაჟანი – 5 ს.კ.
ოხრახუში, კამა, მარილი – გემოვნებით
მომზადება: ხორცი გაასუფთავეთ, გარეცხეთ და კუბიკებად დაჭერით. მოაყარეთ მარილი და ალყა–ალყა დაჭრილ ხახვთან ერთად კარაქში შეწვით. შემდეგ დაასხით ცხელი ყავა და 10 წუთი შუშეთ. ჩაუმატეთ გახეხილი სტაფილო, წინასწარ დამბალი შავი ქლიავი, შეაზავეთ მარილით, არაჟნით და მწვანილებით. სუფრასთან ცხელი მიიტანეთ.

|
დღის სიახლეები
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ყვავილოვანი კომბოსტო კიბოს წინააღმდეგ
კულინარიული შედევრები
ხილი დიაბეტის წინააღმდეგ
დიეტა მოგბეზრდათ? ნაყინი შეჭამეთ












ფასტფუდი დეპრესიას იწვევს
კულინარიული შედევრები
ნინო თოლორდავას ქმარი წელიწადში ორჯერ შემწვარი კვერცხით აბედნიერებს 

კულინარიული შედევრები
კულინარიული შედევრები
გია ბაღაშვილი: "ჩემმა ცოლმა ზუსტად იცის, როგორი კერძები უნდა მომიმზადოს!"
თქვენთვის, გურმანებო
გუშინ მაკარონი ხომ არ მოგიხარშავთ?
თქვენთვის, გურმანებო
თამუნა ლეკვეიშვილი: "საჭმელს ყოველთვის მოვალეობის მოხდის მიზნით ვაკეთებ"
თქვენთვის, გურმანებო
კულინარიული შედევრები 






















































































