asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კულინარიული შედევრები
კულინარიული შედევრები
კულინარიული შედევრები

2012-02-17 13:23:19



თევზი ანანასით

მასალა:

თევზის ფილე – 400 გ

ზეთი – 4 ს.კ.

ნიორი – 2 კბილი

ანანასის რბილობი – 200 გ

ნიახური – 1 ძირი

სოიას სოუსი – 1 ს.კ.

თევზის ბულიონი – 150 მლ

ანანასის წვენი – 50 გ

სახამებელი – 1 ს.კ.

წყალი – 2 ს.კ.

მარილი – გემოვნებით

მომზადება: თევზის ფილე გრძივ ნაჭრებად დაჭერით. ტაფაში ზეთის ნაწილი გააცხელეთ და ფილე ორივე მხრიდან შეწვით. შემდეგ ფილე ცალკე თეფშზე გადაიტანეთ. ტაფას დარჩენილი ზეთი ჩაუმატეთ და შიგ დანაყილი ნიორი, დაჭრილი ანანასი და აკეპილი ნიახური მოშუშეთ. დაუმატეთ სოიას სოუსი, ანანასის წვენი და თევზის ბულიონი და 2–3 წუთი ადუღეთ.

სახამებელი წყალში გახსენით, ტაფაში ჩაუმატეთ და ცეცხლზე მანამ გააჩერეთ, სანამ მასა არ შესქელდება. შემდეგ ტაფაში შემწვარი ფილე გადაიტანეთ, შეაზავეთ მარილით, მოურიეთ და კერძი შემთბარ თეფშებზე გადაანაწილეთ.



ვაშლის ფხვიერი ნამცხვარი

მასალა ცომისათვის:

ფქვილი – 150 გ

შაქარი – 100 გ

კარაქი – 100 გ

კვერცხი (გული) – 3 ცალი

სახამებელი – 50 გ

გამაფხვიერებელი – 10 გ

გულსართისათვის:

მჟავე ჯიშის ვაშლი – 3–4 ცალი

ბეზესათვის:

კვერცხი (ცილა) – 3 ცალი

შაქარი – 150 გ

მომზადება: კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა მაცივარში შეინახეთ. ფართო ჯამში დარბილებული კარაქი და შაქარი ასრისეთ, დაუმატეთ კვერცხის გული, ფქვილი, სახამებელი, გამაფხვიერებელი და ერთგვაროვანი ცომი მოზილეთ. ეს ცომი გამოსაცხობ ფორმაში გააბრტყელეთ, ისე, რომ გვერდებიც გაუკეთოთ და მაცივარში შედგით. ვაშლი გარეცხეთ, გაფცქვენით, ამოაჭერით გულები და ნაჭრებად დაჭერით. მაცივრიდან ცომი გადმოიღეთ, რამდენიმე ადგილზე ჩანგლით ჩაჩხვლიტეთ, ზემოდან ლამაზად ვაშლები მოაწყვეთ, შედგით 230 გადუსამდე გახურებულ ღუმელში და 15 წუთი გამოაცხვეთ.

მაცივრიდან კვერცხის ცილა გამოიღეთ და მიქსერით ათქვიფეთ გათეთრებამდე. ნელ–ნელა შაქარი დაუმატეთ და თქვიფეთ.

15 წუთის შემდეგ ღუმელიდან ნამცხვარი გამოიღეთ, ტემპერატურა 150 გრადუსამდე დაიყვანეთ. ნამცხვარზე ბეზე გადაანაწილეთ, შეაბრუნეთ ღუმელში და 15 წუთი გააჩერეთ, სანამ ბეზე ოქროსფერს არ მიიღებს.



გუფთა სპაგეტით

მასალა:

ღორის ხორცი – 500 გ

ძროხის ხორცი – 500 გ

ინდაურის ფილე – 500 გ

შავი პური (გამომშრალი) – 3 ნაჭერი

ყველი პარმეზანი – 300 გ

კვერცხი – 1 ცალი

თეთრი ხახვი – 1 თავი

წითელი ხახვი – 1 თავი

ოხრახუში – 1 კონა

რეჰანი – 1 კონა

ნიორი – 2 კბილი

პიტნა – 4 ძირი

პომიდორი (დაჭყლეტილი) – 400 გ

სპაგეტი – 300 გ

ზეითუნის ზეთი – 2–3 ს.კ.

მარილი, პილპილი – გემოვნებით

მომზადება: ხორცი და მწვანილი გარეცხეთ, ხახვი და ნიორი გაფცქვენით. პურს ქერქი მოაცალეთ და დაჭერით. ხორცსაკეპში გაატარეთ ხორცი და პური. მიღებულ მასას დაუმატეთ კვერცხი და ცომივით მოზილეთ. შეაზავეთ მარილითა და პილპილით.

ხახვი და ნიორი ზეთში მოშუშეთ. ფარშით პატარა ბურთულები გააკეთეთ და ტაფაში ხახვთან და ნიორთან ერთად შებრაწეთ.

ყველი გახეხეთ. მწვანილი აკეპეთ და ტაფაში გუფთებს ჩაუმატეთ, დაასხით პომიდორი და ცოტა ხანს დავდახურული შუშეთ.

ქვაბში წყალი აადუღეთ და სპაგეტი მოხარშეთ. მოხარშული სპაგეტი ტაფას ჩაუმატეთ, ჩაასხით ერთი ჭიქა სპაგეტის ნახარში და დაბალ ალზე 5 წუთი გააჩერეთ. სუფრასთან მიტანის წინ კერძს გახეხილი ყველი მოაყარეთ.



აზიური სუპი

მასალა:

ქათმის ფილე – 150 გ

ყვავილოვანი კომბოსტო – 150 გ

ხახვი – 1 თავი

ნიორი – 1 კბილი

ნიახური – 1 ძირი

წითელი წიწაკა – 1 ცალი

სტაფილო – 1 ცალი

ძმარი – 2 ს.კ.

სოიას სოუსი – 2 ს.კ.

ქინძი – 1 კონა

მწვანე ხახვი – 5 ძირი

მიხაკი – 3 ცალი

მარილი – გემოვნებით

მომზადება: ხახვი, ნიორი და სტაფილო გაასუფთავეთ. აკეპეთ წვრილად. ნიახური მსხვილად დაჭერით. ქინძის ძირები გახეხეთ, ფოთლები და ღერები აკეპეთ. ამ ბოსტნეულით სუპი მოხარშეთ.

ყვავილოვანი კომბოსტო დაანაწევრეთ და წვრილად დაჭერით. ფილე გარეცხეთ და ასანთის ღერებივით დაჭერით.

წიწაკა და მწვანე ხახვი დაჭერით და ბოსტნეულის ბულიონს ჩაუმატეთ, ცოტა ხანში ქვაბში ჩაყარეთ მიხაკი და ჩაასხით ძმარი. მიიყვანეთ ადუღებამდე და ეს მასა ბლენდერით გათქვიფეთ. ჩააბრუნეთ ქვაბში, ჩაუმატეთ დაჭრილი ფილე და ყვავილოვანი კომბოსტო. ხარშეთ 15–20 წუთი. შემდეგ დაუმატეთ სოიას სოუსი, შეაზავეთ მარილით.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online