| ქალი და მამაკაცი |

თქვენთვის, გურმანებო
თქვენთვის, გურმანებო
ცხვრის ხორცის ხარჩო
მასალა: ცხვრის ხორცი - 1 კილოგრამი; ხახვი - 5 თავი; ბრინჯი - 1 ჩაის ჭიქა; ქინძი, ნიორი, წიწაკა, ტყემალი (კვაწარახი, მაშარაბი), პილპილი, მარილი - გემოვნებით.
მომზადება: მსუქანი ცხვრის ხორცი დავჭრათ ნაჭრებად, გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავამატოთ დაკეპილი ხახვი, დავდგათ ცეცხლზე და მოვშუშოთ. დავასხათ მდუღარე წყალი, იმდენი, რომ ხორცი კარგად დაიფაროს. ჩავყაროთ დარჩეული და კარგად გარეცხილი ბრინჯი. შევაზავოთ დანაყილი ნივრით, ქინძით, წიწაკითა და მარილით. დავუმატოთ გამზადებული ტყემლის საწებელი, კვაწარახი ან მაშარაბი, პილპილი და ვხარშოთ მანამ, სანამ ხორცი მზად არ იქნება.
ცხვრის ან ბატკნის ხორცის ბოზბაში
მასალა: ცხვრის ან ბატკნის ხორცი - 1 კილოგრამი; დუმა - 100 გრამი; ხახვი - 4-5 თავი; დანაყილი ბრინჯი - 2 სუფრის კოვზი; ქინძი - 10 ძირი; ოხრახუში - 5 ძირი; პილპილი, მარილი - გემოვნებით.
მომზადება: ცხვრის ან ბატკნის ხორცი დავჭრათ ნაჭრებად, გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი ისე, რომ ხორცს კარგად მოადგეს და დავდგათ მოსახარშად. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი, ჩავყაროთ შიგ დაჭრილი ხახვი, დაკეპილი დუმა, დანაყილი ბრინჯი და ვხარშოთ, სანამ ხორცი მზად არ იქნება. გამორთვის წინ დავამატოთ დანაყილი პილპილი, დაჭრილი ქინძი, ოხრახუში და მარილი.
ბოზბაში გუფთით
მასალა: ცხვრის ან ბატკნის ხორცი - 1 კილოგრამი; დუმა - 100 გრამი; დანაყილი ბრინჯი - 2 სუფრის კოვზი; ხახვი - 4 თავი; კვერცხი - 1 ცალი; ქინძი - 3-4 ძირი; დარიჩინი, პილპილი, მარილი - გემოვნებით.
მომზადება: კარგად გარეცხილ ცხვრის ან ბატკნის ხორცს გამოვაცალოთ რბილი ნაჭრები. ძვლები და დუმა ჩავდოთ ცალკე ქვაბში, დავასხათ წყალი და დავდგათ ცეცხლზე მოსახარშად. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი. როცა დუმა მოიხარშება, წვენიდან ამოვიღოთ და წვრილად დავკეპოთ. წვენი გავწუროთ. გაწურულ ბულიონში ჩავყაროთ დაკეპილი დუმა, დაჭრილი ხახვი, დანაყილი ბრინჯი, მარილი და ავადუღოთ. სანამ წვენი მოიხარშება, მოვამზადოთ გუფთა შემდეგნაირად: რბილი ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ხახვთან და ქინძთან ერთად, შევაზავოთ პილპილით, მარილით, დარიჩინით, კვერცხით და კარგად ავზილოთ. შეზავებული ხორციდან გავაკეთოთ გუფთები, ამოვავლოთ დანაყილ ბრინჯში, სათითაოდ ჩავუშვათ მდუღარე წვენში და ვადუღოთ, სანამ გუფთა არ მოიხარშება.
მწვანე სუპი
მასალა: ძროხის ხორცი - 1 კილოგრამი; ხახვი - 2-3 თავი; ერბო - 2 სუფრის კოვზი; ისპანახი - 100 გრამი; მჟაუნა - 100 გრამი; კვერცხი - 2 ცალი; მწვანილის თეთრი ძირები - 100 გრამი; მარილი - გემოვნებით.
მომზადება: ხორცი დავჭრათ, კარგად გავრეცხოთ, ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. ხახვი დავჭრათ წვრილად, მოვხრაკოთ ერბოში და ჩავუშვათ ბულიონში; მასთან ერთად ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ნიახურისა და ოხრახუშის თეთრი ძირები. ცალკე შევამზადოთ მჟაუნისა და ისპანახის ფაფა (ჩავხარშოთ კარგად, რომ ფაფის სახე მიიღოს) და ჩავასხათ სუპში. ვადუღოთ კიდევ 10-15 წუთი.
თეფშებზე დასხმულ კერძებს დავამატოთ თხელ ფენებად დაჭრილი მაგრად მოხარშული კვერცხი. თუ გვსურს, კვერცხთან ერთად, თითოეულ თეფშზე დავასხათ თითო სუფრის კოვზი მაწონი ან არაჟანი.
ძროხის ხორცის სუპი მჟაუნით
მასალა: ხორცი - 1 კილოგრამი; კარტოფილი - 600 გრამი; მჟაუნა - 200 გრამი (1 მოზრდილი კონა); კარაქი - 100 გრამი; მწვანე ხახვი - 1 კონა; სტაფილო - 2-3 ცალი; ოხრახუში, კამა - 3-4 ძირი; კვერცხი - 3 ცალი; არაჟანი - 200 გრამი; ფქვილი - 2 სადილის კოვზი; მარილი, წიწაკა - გემოვნებით.
მომზადება: თანაბარი ზომის ნაჭრებად დაჭრილი ძროხის ხორცი კარგად გავრეცხოთ, მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და დავდგათ მოსახარშად. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი, ჩავყაროთ დაფნის ფოთოლი, ცოტა მოგვიანებით - დაჭრილი ხახვი და სტაფილო.
სანამ ხორცი მოიხარშება, დავჭრათ მწვანე ხახვი და მოვშუშოთ კარაქში, შევურიოთ ფქვილი და ვშუშოთ. დავასხათ ხორცის ნახარში (გაწურული ბულიონი), ჩავამატოთ მოგრძო ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილი, დაკეპილი ახალი მჟაუნა, კამა, ოხრახუში, წიწაკა. გამორთვის წინ ნელ-ნელა ჩავამატოთ არაჟანში გათქვეფილი კვერცხი.
როდესაც მზად იქნება, ჩავაყაროთ მოხარშული ხორცი.
ძროხის არტალის სუპი
მასალა: ძროხის კანჭი; ხახვი - 2 თავი; სტაფილო - 2-3 ცალი; ნიახური - 2-3 ძირი; ნიორი, მარილი - გემოვნებით.
მომზადება: დეკეულის ახალი, მსუქანი არტალა (კანჭი) გავასუფთავოთ, დავჭრათ 3-4 ნაწილად, ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და დავდგათ მოსახარშად. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი და ვხარშოთ დიდხანს, სანამ ძარღვებიანი ხორცი შიგ არ ჩაიშლება. ჩავამატოთ დაფნის ფოთოლი, ნიახური, ხახვი, სტაფილო. ხარშვის ბოლოს შევკმაზოთ დანაყილი ნივრით, დაჭრილი ნიახურითა და მარილით.
ძროხის ხორცის სუპი პამიდვრით
მასალა: ძროხის ხორცი - 1 კილოგრამი; ხახვი - 2-3 თავი; პამიდორი - 1 კილოგრამი; დაფნის ფოთოლი - 2-3 ფურცელი; მწვანილი - 2-2 ძირი; კვერცხი - 4 ცალი; პილპილი, მარილი - გემოვნებით.
მომზადება: ძროხის ხორცი დავჭრათ ნაჭრებად, გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი და დავდგათ მოსახარშად. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი. დავამატოთ დაფნის ფოთოლი, ხახვი, ოხრახუში, ნიახური, პილპილის მარცვლები. როცა მოიხარშება, წვენი გავწუროთ და ისე დავასხათ ხორცს.
პამიდორი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, მოვხარშოთ ცალკე ქვაბში, გავწუროთ საცერზე და დავასხათ ხორცს. ვადუღოთ კიდევ 10-15 წუთი. გამორთვის წინ თანდათანობით ავურიოთ შიგ კარგად გათქვეფილი კვერცხი.
სუპი ხინკლით
მასალა: ცხვრის ხორცი - 1 კილოგრამი; ქონი - 100 გრამი; პურის ფქვილი - 400 გრამი; კვერცხი - 2 ცალი; ხახვი - 2 თავი; დაფნის ფოთოლი - 3 ცალი; ძმარი - 2 სუფრის კოვზი; მწვანილი, პილპილი, მარილი - გემოვნებით.
მომზადება: ცხვრის ხორცს ჩამოვაჭრათ რბილი ნაჭრები, ძვლებისაგან კი მოვხარშოთ ბულიონი და შევაზავოთ დაფნის ფოთლით ან ძმრით.
რბილი ხორცი, ქონი, ხახვი, ოხრახუში, ქინძი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, შევაზავოთ შავი პილპილით, მარილით. ძვლებისაგან მოხარშულ და გაწურულ ბულიონში ჩავახარშოთ ხინკლები, რომელთა დამზადების წესი ასეთია: 400 გრამი ფქვილისაგან და ერთი კვერცხისგან მოვზილოთ მაგარი ცომი და გავაბრტყელოთ ფქვილმოყრილ ფიცარზე. სპეციალური საჭრისით ან ჩაის ჭიქის პირით ამოვჭრათ რგოლები. თითოეულ რგოლზე დავდოთ თითო ჩაის კოვზი ხორცის სატენი, ცომის ნაპირებს წავუსვათ კვერცხის ცილა და ისე შევკრათ, რომ მივიღოთ ნახევარწრე.
შემდეგ ხინკლები სათითაოდ ჩავუშვათ ადუღებულ ბულიონში და ვხარშოთ 15-20 წუთის განმავლობაში.
ნამცხვარი ჭიანჭველის ბუდე
მასალად საჭიროა: კვერცხი - 2 ცალი; შაქარი - 2 ჭიქა; კარაქი - 150 გრამი; შედედებული რძე - 1 ქილა; პურის ფქვილი - რამდენიც დასჭირდება; სოდა ძმრით - 1 ჩაის კოვზი.
მომზადების წესი: კვერცხი და შაქარი ხელით ავზილოთ, დავუმატოთ გამდნარი კარაქი, სოდა ძმრით, პურის ფქვილი იმდენი, რომ მაგარი ცომი მივიღოთ. ეს ცომი გავხეხოთ სახეხზე და მოვხალოთ ტაფაზე.
1 ქილა შედედებული რძე ვადუღოთ 2 საათის განმავლობაში. მოხარშული, შედედებული რძე დავამატოთ მოხალულ მასას და კარგად ავურიოთ. ამ ცომით დავტენოთ პატარა საარყე ჭიქები, გადმოვაბრუნოთ და ნამცხვარი გადმოვარდება, რომელსაც ექნება ჭიანჭველას ბუდის ფორმა.
ნამცხვარი ფოთოლი
მასალად საჭიროა: ცომისთვის: კარაქი - 200 გრამი; ფქვილი - 3 ჩაის ჭიქა; არაჟანი - 1 ქილა (200 გრამი); სოდა - 1 ჩაის ჭიქა; ძმარი - 1 სუფრის კოვზი; შაქარი - 1 ჩაის ჭიქა; ვანილი - გემოვნებით. გულისთვის: ვაშლი - 7-8 ცალი; ხაჭო - 200 გრამი; შაქარი - 1 ჩაის ჭიქა.
მომზადების წესი: 200 გრამი დარბილებული კარაქი ავზილოთ, დავუმატოთ 1 ქილა არაჟანი, 1 ჩაის კოვზი სოდა ძმრით, 2,5 ჩაის ჭიქა ფქვილი, ვანილი და მოვზილოთ საშუალო სიმაგრის ცომი, მივცეთ ძეხვის ფორმა და დავჭრათ 25 ნაწილად. თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ ზედ გულსართი, შევახვიოთ, მივცეთ ბანანის ფორმა, დავაწყოთ ტაფაზე და გამოვაცხოთ აირღუმელში. როცა გამოვიღებთ, ცხელსავე მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
გულსართის მომზადების წესი: ავიღოთ 7-8 ცალი რბილი ჯიშის ვაშლი, გავხეხოთ მსხვილ სახეხზე, დავუმატოთ 200 გრამი ხაჭო (ან 2 სუფრის კოვზი არაჟანი), ნახევარი ჭიქა ფქვილი, 1 ჭიქა შაქარი, ავურიოთ კარგად და ისე გამოვიყენოთ.
ნამცხვარი ატმის ფოთოლი
მომზადების წესი: 500 გრამი კარაქი გავთქვიფოთ 500 გრამ შაქრის ფხვნილთან ერთად. თანდათან დავუმატოთ თითო-თითო კვერცხის გული, სოდა ძმრით. ცალკე კარგად გავთქვიფოთ ცილები და ნელ-ნელა შევურიოთ. დავაყაროთ ფქვილი და მოვზილოთ საშუალო სიმაგრის ცომი. ცომი უნდა იყოს ძალიან ცხიმიანი.
გავაკეთოთ პატარა გუნდები დაახლოებით 4 სმ დიამეტრის და ხელში დიდხანს ვაგუნდაოთ, სანამ ცხიმი ზედაპირზე კარგად გამოვა, რათა გამოცხობისას ზემოდან არ დასკდეს. გუნდები დავალაგოთ თუნუქის ფურცელზე ერთმანეთის დაშორებით. შევდგათ გახურებულ ღუმელში და გამოვაცხოთ. უნდა მივიღოთ ატმის ნახევარი ფორმის ნამცხვარი, როცა გაცივდება, ბრტყელი მხრიდან ამოვუღოთ შუაგული და ჩავდოთ გულსართი, გულსართი წავუსვათ ნაპირებზეც, რათა ორივე ნახევარი ერთმანეთს მიეწებოს. მივიღებთ ატმის ფორმას.
გულსართის დამზადების წესი: ნიგოზი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავასხათ რომელიმე მურაბის სიროფი, რომი ან ლიქიორი და ხელით ავზილოთ. მასა უნდა იყოს წებოვანი.
ადუღებულ ცივ წყალში გავხსნათ კვებისთვის ვარგისი ყვითელი საღებავი, იმდენი, რომ მივიღოთ ჩვენთვის სასურველი ყვითელი ფერი და მასში კარგად ამოვავლოთ ატმები. ამავე წესით გავხსნათ საღებავი და ჩავყაროთ ატმის ერთი მხარე. ჯერ კიდევ სველი ატმები ამოვავლოთ შაქრის ფხვნილში, დავალაგოთ ლანგარზე და დავტოვოთ მეორე დღემდე, რათა კარგად გაშრეს. თავზე გავუკეთოთ ატმის ხის ფოთლები.
ნამცხვარი ციმი
მასალად საჭიროა: კვერცხი - 3 ცალი; მარგარინი - 200 გრამი; შაქარი - 1,5 ჩაის ჭიქა; სოდა - 1 ჩაის კოვზი; ძმარი - 1 სუფრის კოვზი; ფქვილი - რამდენიც დასჭირდება; კონიაკი, ვანილი - გემოვნებით.
მომზადების წესი: 3 კვერცხის გული გავთქვიფოთ და დავუმატოთ 200 გრამი მარგარინი (გამდნარი), 0,5 ჩაის ჭიქა შაქარი, სოდა, ვანილი, კონიაკი, დავაყაროთ ფქვილი იმდენი, რომ გამოვიდეს საშუალო სიმაგრის ცომი. გავაბრტყელოთ, ჭიქით ამოვჭრათ რგოლები და დავალაგოთ ცხიმწასმულ ტაფაზე, შუა ადგილას დავადოთ თითო ჩაის კოვზი ბეზე და გამოვაცხოთ აირღუმელში დაბალ ცეცხლზე.
ბეზე: 3 კვერცხის ცილა კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ 3/4 ჩაის ჭიქა შაქარი.
ნამცხვარი კაკაოთი
მასალად საჭიროა: კარაქი - 200 გრამი; ნიგოზი - 0,5 ჩაის ჭიქა; "პეჩენია" - 500 გრამი; შედედებული რძე - 1 ქილა; კაკაოს ფხვნილი - 3 სუფრის კოვზი; ვანილი - გემოვნებით.
მომზადების წესი: კარაქი კარგად გავთქვიფოთ გათეთრებამდე და ნელ-ნელა შევათქვიფოთ 1 ქილა რძე. მიღებული კრემისმაგვარ მასას დავუმატოთ 1 ჩაის ჭიქა წვრილად დაჭრილი მოხალული ნიგოზი, 3 სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი და ვანილი. 500 გრამი "პეჩენია" წვრილად დავტეხოთ, ჩავყაროთ შემზადებულ მასაში და კოვზით კარგად ავურიოთ.
მიღებული მასა გავახვიოთ ცელოფანში, მივცეთ ძეხვის ფორმა, ბოლოები დავუგრიხოთ, მოვუჭიროთ ძაფი და შევაწყოთ მაცივრის საყინულეში ერთი-ორი საათით, შემდეგ მაცივარში. სუფრაზე მიტანის წინ დავჭრათ თხელი დანით ძეხვისმაგვარად.
ნამცხვარი მარმელადით
მასალად საჭიროა: კარაქი - 300 გრამი; კვერცხი - 2 ცალი; "პეჩენია" - 2 ცალი; ლიმონი - 1 ცალი; შაქრის ფხვნილი - 1 ჩაის კოვზი. ფენოვანი მარმელადი - 200 გრამი; ქიშმიში - 100 გრამი.
მომზადების წესი: კარაქი გავთქვიფოთ გათეთრებამდე, თანდათან დავუმატოთ გოგლიმოგლი, გახეხილი ლიმონის კანი და ლიმონის წვენი, გადარჩეული ქიშმიში, წვრილად დაჭრილი რომელიმე მარმელადი, წვრილად დატეხილი "პეჩენია" და ავურიოთ კარგად, გავახვიოთ პერგამენტის ქაღალდში, მივცეთ ძეხვის ფორმა და გავყინოთ მაცივრის საყინულეში. სუფრაზე მიტანის წინ დავჭრათ ძეხვისმაგვარად.
ნამცხვარი ბეღურა
მასალად საჭიროა: კარაქი - 130 გრამი; კაკაო - 4 კოვზი; კვერცხი - 1 ცალი; შაქარი - ნახევარი ჭიქა; დატეხილი "პეჩენია" - ნახევარი ჩაის ჭიქა; დაჭრილი ნიგოზი - ნახევარი ჩაის ჭიქა; ვანილი - გემოვნებით.
მომზადების წესი: 1 ცალი კვერცხი და ნახევარი ჭიქა შაქარი კარგად გავთქვიფოთ, დავუმატოთ 130 გრამი დარბილებული კარაქი, კაკაო, ვანილი და კარგად გავთქვიფოთ. შემდეგ დავუმატოთ ნახევარი ჭიქა დამტვრეული "პეჩენია" და ნახევარი ჭიქა დაჭრილი ნიგოზი ან თხილი. დავდგათ ცეცხლზე და გავაცხელოთ. თან განუწყვეტლივ ვურიოთ, შემდეგ გადმოვდგათ, შევახვიოთ პერგამენტის ქაღალდში, მივცეთ ძეხვის ფორმა და გავყინოთ მაცივრის საყინულეში.
ნამცხვარი თითები
მასალად საჭიროა: ცომისთვის: კარაქი - 200 გრამი; შაქარი - 0,5 ჩაის ჭიქა; არაჟანი (ან მაწონი) - 1 ქილა. გულისთვის: კვერცხი - 2 ცალი; გატარებული ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა; შაქარი - 1 ჩაის ჭიქა.
მომზადების წესი: კარგად დარბილებულ კარაქს დავუმატოთ არაჟანი და ნახევარი ჩაის ჭიქა შაქარი, შევურიოთ ძმარში გახსნილი სოდა და ვთქვიფოთ გათეთრებამდე. შევაზილოთ იმდენი ფქვილი, რომ ცომი გამოვიდეს საშუალო სიმაგრის.
ცომი გავყოთ 6 ნაწილად, თითოეული გუნდა გავაბრტყელოთ და მივცეთ მრგვალი წრის ფორმა. შემდეგ ეს წრე გავყოთ 8 ტოლ ნაწილად. თითოეულს წავუსვათ თხელ ფენად გულსართი და დავახვიოთ განიერი ნაწილიდან წვერისკენ.
გამზადებული "თითები" დავაწყოთ ტაფაზე და გამოვაცხოთ აირღუმელში. როცა გამოცხვება, მოვაყაროთ შაქრის პუდრი.
გულსართის მომზადების წესი: 2 კვერცხის ცილა გავთქვიფოთ ისე, რომ მივიღოთ სქელი მასა. შევათქვიფოთ 1 ჩაის ჭიქა შაქარი და 1 ჩაის ჭიქა გატარებული ნიგოზი.

სიახლეები

|
დღის სიახლეები
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ყვავილოვანი კომბოსტო კიბოს წინააღმდეგ
კულინარიული შედევრები
ხილი დიაბეტის წინააღმდეგ
დიეტა მოგბეზრდათ? ნაყინი შეჭამეთ

ფასტფუდი დეპრესიას იწვევს
კულინარიული შედევრები
ნინო თოლორდავას ქმარი წელიწადში ორჯერ შემწვარი კვერცხით აბედნიერებს 

კულინარიული შედევრები
კულინარიული შედევრები
გია ბაღაშვილი: "ჩემმა ცოლმა ზუსტად იცის, როგორი კერძები უნდა მომიმზადოს!"
თქვენთვის, გურმანებო
გუშინ მაკარონი ხომ არ მოგიხარშავთ?
თქვენთვის, გურმანებო
თამუნა ლეკვეიშვილი: "საჭმელს ყოველთვის მოვალეობის მოხდის მიზნით ვაკეთებ"
თქვენთვის, გურმანებო
კულინარიული შედევრები 