| ქალი და მამაკაცი |

კულინარიული შედევრები
კულინარიული შედევრები
ხორცის ღვეზელი კარტოფილის პიურეთი
მასალა:
გოგრა – 250 გ
კარტოფილი – 4 ცალი
ხორცის ფარში – 400 გ
კვერცხი – 2 ცალი
ქამა სოკო – 150 გ
ხახვი – 1 თავი
ზეთი, რძე, კარაქი (პიურესთვის) – გემოვნებით
მწვანე ხახვი, ნიორი, სუნელები, მარილი – გემოვნებით
მომზადება: ფარშს ჩაუმატეთ აკეპილი მწვანე ხახვი, დანაყილი ნიორი, სუნელები, მარილი და მოურიეთ. ჩაახალეთ 1 კვერცხი, ისევ მოურიეთ და ორ ფორმაში გადაანაწილეთ. ფორმები წინასწარ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში შედგით და გამოაცხვეთ (25 წუთი).
სოკო და ხახვი აკეპეთ, ტაფაში ზეთი ჩაასხით და მასში მოშუშეთ. გოგრა კუბიკებად დაჭერით და მარილწყალში მოხარშეთ. წყალი გადაღვარეთ, ქვაბში ახალი მარილწყალი ჩაასხით და ახლა მასში გათლილი, კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი მოხარშეთ. მოხარშული კარტოფილი, გოგრა, ცოტა კარაქი და რძე ბლენდერში მოათავსეთ და ათქვიფეთ. ჩაახალეთ კვერცხი და ისევ აურიეთ.
მზა ხორცის ფარშზე მოშუშული სოკო და ხახვი გადაანაწილეთ, შემდეგ საკონდიტრო შპრიცით ზედ კარტოფილისა და გოგრის პიურე მოათავსეთ, ისევ ღუმელში შეაბრუნეთ და 10 წუთი აცხვეთ. მზა ღვეზელი გააგრილეთ, დაჭერით და სუფრასთან მიიტანეთ.
ფხვიერი კიში ხახვით და ყველით
მასალა:
პურის ფქვილი – 200 გ
კარაქი – 140 გ
კვერცხი – 3 ცალი
მარილი – 1 ჩ.კ.
მწვანე ხახვი – 300 გ
ნაღები – 200 მლ
ყველი – 150 გ
მუსკატის კაკალი (ჯავზი) – 1/4 ჩ.კ.
თეთრი პილპილი – გემოვნებით
მომზადება: ცომის მოსამზადებლად აურიეთ გაცრილი ფქვილი, 1 კვერცხი, კუბიკებად დაჭრილი კარაქი და მარილი. მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი, გადაახვიეთ პოლიეთილენში და ერთი საათით მაცივარში შედგით.
გულსართისათვის მწვანე ხახვი გარეცხეთ, დაჭერით, კარაქში მოშუშეთ და შეაგრილეთ. ყველი გახეხეთ და მწვანე ხახვს შეურიეთ, შეაზავეთ მარილით და თეთრი პილპილით.
დარჩენილი კვერცხი ათქვიფეთ ნაღებთან ერთად, დაუმატეთ მწიკვი მარილი, ჯავზი და თეთრი პილპილი.
ღუმელი 175 გრადუსამდე გაახურეთ. მაცივრიდან ცომი გამოიღეთ, გაყავით ორ ნაწილად და გააბრტყელეთ. ერთი – გამოსაცხობი ფორმის ძირში დადეთ, ხელით გაასწორეთ და რამდენიმე ადგილზე ჩანგლით ჩაჩხვლიტეთ, დაადეთ ყველიანი და ხახვიანი მასა, ფრთხილად მოასხით ნაღებიანი მასა, დაადეთ ცომის მეორე ფენა, ხელით ფრთხილად გვერდები მოუკარით, და 30–40 წუთი გამოაცხვეთ.
შტოლენი
მასალა ცომისათვის:
ქიშმიში – 350 გ
რომი – 50 მლ
პურის ფქვილი – 1 კგ
საფუარი – 60 გ
რძე – 500 მლ
შაქარი – 180 გ
ნუში (გატარებული) – 250 გ
ცუკატები – 300 გ
დარბილებული კარაქი – 400 გ
მიხაკ–დარიჩინი, ვანილი – გემოვნებით
სხვა მასალა:
კარაქი – 125 გ
შაქრის პუდრი – 150 გ
მომზადება: ქიშმიში რომში ჩაალბეთ. ცუკატები დაჭერით. საფუარს 1 ჩ.კ. შაქარი დაუმატეთ, დაასხით თბილი წყალი და ცოტა ხანს გააჩერეთ. ჯამში 250 გ ფქვილი ჩაყარეთ, დაუმატეთ ცოტა რძე და საფუარი. მოზილეთ ცომი და დააყოვნეთ, სანამ კარგად არ ამოფუვდება. შემდეგ დაუმატეთ დარჩენილი რძე, შაქარი, გამდნარი კარაქი, ფქვილი, რომი, ჩაყარეთ ცუკატები და ქიშმიში. მოზილეთ ცომი, დააფარეთ ხელსახოცი და 1 საათით ასაფუებლად დადგით. შემდეგ გადაზილეთ, ორ ნაწილად გაყავით და თითოეულს რულეტის ფორმა მიეცით. ჩადეთ კექსის ფორმაში, გადაუსვით თბილი წყალი და 30 წუთი დააყოვნეთ.
ღუმელი 200 გრადუსამდე გაახურეთ, შედგით ფორმა და დაახლოებით 1 საათი აცხვეთ. მზა შტოლენს კარაქი გადაუსვით, გააგრილეთ, მოაყარეთ შაქრის პუდრი და ნაჭრებად დაჭერით. იმავე წეთის გამოაცხვეთ მეორე შტოლენიც.
ბრინჯი კალმარებით
მასალა 2 ულუფისათვის:
ბრინჯი – 1 ჭიქა
კალმარები – 2 ცალი
კრევეტები – 12 ცალი
გოგრის წვენი – 1/2 ჭიქა
კარაქი – 50 გ
სატაცური – 1/2 კონა
ქამა სოკო – 150 გ
ხახვი – 1 თავი
ნიორი – 1 კბილი
მარილი, პილპილი – გემოვნებით
მომზადება: კალმარები და კრევეტები გაასუფთავეთ, მარილწყალში მოხარშეთ, შემდეგ ქაფქირით ამოიღეთ და გააცივეთ.
ბრინჯი მოხარშეთ, გადაავლეთ ცივი წყალი, კარგად დაწრიტეთ, მოასხით გოგრის წვენი, დაუმატეთ კარაქი, მარილი, პილპილი და მოურიეთ.
სატაცური აკეპეთ, ქამა სოკო კუბიკებად დაჭერით და ორივე ზეთში მოშუშეთ. ჩაუმატეთ აკეპილი ხახვი და ცოტა ხანს კიდევ შუშეთ. შემდეგ ჩაუმატეთ დანაყილი ნიორი და მოურიეთ.
კალმარები რგოლებად დაჭერით, ჩაუმატეთ ტაფას და დაბალ ალზე 5–7 წუთი გააჩერეთ.
ბრინჯი ფართო ლანგარზე გადაიტანეთ, ზემოდან კალმარებიანი მასა დაადეთ. მორთეთ კრევეტებით და სუფრასთან მიიტანეთ.

სიახლეები

|
დღის სიახლეები
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ყვავილოვანი კომბოსტო კიბოს წინააღმდეგ
კულინარიული შედევრები
ხილი დიაბეტის წინააღმდეგ
დიეტა მოგბეზრდათ? ნაყინი შეჭამეთ

ფასტფუდი დეპრესიას იწვევს
კულინარიული შედევრები
ნინო თოლორდავას ქმარი წელიწადში ორჯერ შემწვარი კვერცხით აბედნიერებს 

კულინარიული შედევრები
კულინარიული შედევრები
გია ბაღაშვილი: "ჩემმა ცოლმა ზუსტად იცის, როგორი კერძები უნდა მომიმზადოს!"
თქვენთვის, გურმანებო
გუშინ მაკარონი ხომ არ მოგიხარშავთ?
თქვენთვის, გურმანებო
თამუნა ლეკვეიშვილი: "საჭმელს ყოველთვის მოვალეობის მოხდის მიზნით ვაკეთებ"
თქვენთვის, გურმანებო
კულინარიული შედევრები 