asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კულინარიული შედევრები
კულინარიული შედევრები
კულინარიული შედევრები

2012-02-04 19:25:32



ხმელთაშუა ზღვის სალათა

მასალა:

მწვანე სალათა – 1 კონა

პომიდორი "ჩერი" – 14 ცალი

ბულგარული წიწაკა – 1 ცალი

ხახვი – 1 თავი

სატაცური – 1 ძირი

სანელებლები – 3 ს.კ.

ყველი – 200 გ

ზეითუნის ზეთი – 4 ს.კ.

მარილი – გემოვნებით

მომზადება: ბულგარული წიწაკა გარეცხეთ, ამოაცალეთ თესლები და ასანთის ღერებივით დაჭერით. ხახვი გაფცქვენით, ოთხად გაჭერით, შემდეგ კი რგოლებად დაჭერით. სატაცური წვრილად აკეპეთ.

სასალათეში ჩაყარეთ გარეცხილი და ხელით დაფლეთილი მწვანე სალათა, ბულგარული წიწაკა, ხახვი, რგოლებად დაჭრილი პომიდორი, შეაზავეთ სუნელებით და მარილით, მოაყარეთ გახეხილი ყველი, მოასხით ზეითუნის ზეთი, აურიეთ და მაშინვე სუფრასთან მიიტანეთ.



ჩაშუშული მჟავე კომბოსტო

მასალა:

მჟავე კომბოსტო – 1 კგ

შებოლილი სოსისი – 600 გ

ნიორი – 3 კბილი

ხახვი – 1 თავი

როზმარინი – 2 ძირი

ბატის ქონი – 2 ს.კ.

მცენარეული ზეთი – 3–4 ს.კ.

მომზადება: ნიორი დანაყეთ, ხახვი ნახევარრგოლებად დაჭერით. ტაფაში ზეთი ჩაასხით და 1–2 წუთი ხახვი და ნიორი მოშუშეთ.

მჟავე კომბოსტო დანით აკეპეთ, ტაფას ჩაუმატეთ და მოურიეთ. დაუმატეთ ბატის ქონი, დააფარეთ სახურავი და დაბალ ცეცხლზე 20 წუთი შუშეთ. თუ ტაფაში არსებული მასა ძალიან ამოშრა, ცოტა ცხელი წყალი დაუმატეთ.

შებოლილი სოსისი კუბიკებად დაჭერით. როზმარინი აკეპეთ. აურიეთ ერთმანეთს, ტაფაში ჩაყარეთ და შუშვა გააგრძელეთ (დაახლოებით 40 წუთი. მთლიანობაში ნელ ცეცხლზე ტაფა დაახლოებით ერთი საათი უნდა გააჩეროთ). როგორც კი მზად იქნება და ოქროსფერს მიიღებს, მაშინვე სუფრასთან მიიტანეთ.



თევზის ღვეზელი

მასალა 2 ულუფისათვის:

თევზი – 350 გ

არაჟანი – 100 გ

სუნელები (წითელი დაფქული წიწაკა, ყვითელი ყვავილი, ქინძი, უცხო სუნელი) – 2 ს.კ.

ოხრახუში, კამა, მწვანე ხახვი – თითო–თითო კონა

პურისა და ჭვავის ფქვილი – საჭიროებისამებრ

წყალი, მარილი, პილპილი – გემოვნებით

სიროფისათვის:

კარაქი – 1 ს.კ.

თაფლი – 1 ს.კ.

ლიმონის წვენი – 2 ს.კ.

მომზადება: თევზი გამოშიგნეთ, მოაშორეთ ლაყუჩები, გარეცხეთ, ამოავლეთ სუნელებისა და მარილის ნარევში, გულში ჩაუდეთ თითო ძირი მწვანილი. ქვაბში გაადნეთ კარაქი, თაფლი, დაუმატეთ ლიმონის წვენი და სიროფი მოხარშეთ. პურისა და ჭვავის ფქვილი (თანაბარი რაოდენობით) აურიეთ, დაუმატეთ მწიკვი სუნელები, მარილი და იმდენი წყალი, რომ წებოვანი ცომი მოზილოთ. დააყოვნეთ 10–15 წუთი, შემდეგ ცომი ორ გუნდად გაყავით და გააბრტყელეთ (გამოსაცხობი ფორმის ზომაზე). ცომზე მომზადებული თევზი დადეთ და გვერდები ისე მოუკარით, რომ გული ღია დარჩეს. ზემოდან მომზადებული სიროფი მოასხით, შედგით ღუმელში და 200 გრადუსზე 20–25 წუთი გამოაცხვეთ. როცა მზად იქნება, ზემოდან აკეპილი მწვანილი მოაყარეთ.



ომლეტი "ბეზე"

მასალა:

კვერცხი – 3 ცალი

ნაღები – 20 მლ

გახეხილი ყველი – 1 ს.კ.

კარაქი, მარილი – გემოვნებით

მომზადება: ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა მწიკვ მარილთან ერთად გათეთრებამდე ათქვიფეთ. გულები ჩანგლით ასრისეთ, დაუმატეთ ნაღები და გათქვიფეთ, დაუმატეთ მარილი. ტაფაში კარაქი გააცხელეთ და ათქვეფილი კვერცხის გული ჩაასხით, ზემოდან გადაანაწილეთ ათქვეფილი ცილა. დააფარეთ სახურავი და საშუალო ალზე 2–3 წუთი გააჩერეთ. როცა მზად იქნება, ორად გადაკეცეთ და დანით შუაზე გაჭერით, დადეთ თეფშზე და ზემოდან გახეხილი ყველი მოაყარეთ.



გუფთა რძის სოუსში

მასალა:

ღორის ხორცის ფარში – 500 გ

ხახვი – 1 თავი

ნიორი – 2 კბილი

ფრანგული ფუნთუშა – 3 ნაჭერი

რძე – 1 ჭიქა

ფქვილი – 2 ს.კ.

კარაქი – 30 გ

ზეთი – 3 ს.კ.

მწვანილი, მარილი, სუნელები – გემოვნებით

მომზადება: ფარშს ფრანგული ფუნთუშა, დანაყილი ნიორი, აკეპილი ხახვი და სუნელები დაუმატეთ და აურიეთ.

ფქვილი ტაფაზე დაყარეთ და მოშუშეთ, დაუმატეთ კარაქი და ზეთი. მოურიეთ, ჩაუმატეთ ფქვილი და ურიეთ, რომ არ შეიკრას. შეაზავეთ მარილით და სუნელებით. ხარშეთ 10 წუთი.

ფარშით პატარა გუფთები გააკეთეთ და რძიან სოუსში ჩააწყვეთ. დაბალ ცეცხლზე 30–35 წუთი შუშეთ და კერძიც მზადაა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online