asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

თქვენთვის, გურმანებო
თქვენთვის, გურმანებო
თქვენთვის, გურმანებო

2012-01-30 16:09:18



ტაბაკა

გამოვშიგნოთ და გავასუფთაოთ ვარია, მოვტრუსოთ და გავრეცხოთ სიმინდის ფქვილში ან მარილში. ნახევარი საათით მოვათავსოთ ძმარწყალში, შემდეგ გადავავლოთ წყალი. წავუსვათ მარილისა და ნივრისგან შეზავებული საკმაზი. ტაფაზე გადავიტანოთ, დავუმატოთ ერბო, დავაფაროთ თავსახური და შევწვათ, შემდეგ სახურავი მოვხადოთ და მეორე მხრიდან შევაწითლოთ.

მწვანე ლობიო კვერცხით

მასალა: 500 გრამი ახალი, მწვანე ლობიო, 2 თავი ხახვი, ორ-ორი ძირი ოხრახუში, ქინძი, კამა, რეჰანი, 100 გრამი ერბო ან ზეთი, 2 კვერცხი, 2 კბილი ნიორი, მარილი გემოვნებით.

მომზადება: მწვანე ლობიო გავარჩიოთ, დავტეხოთ 3 ან 4 ნაწილად, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ იმდენი წყალი, რომ არ ფარავდეს და ვხარშოთ. როდესაც ლობიო წყალს დაიშრობს, ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დავუმატოთ კარაქი და მოვშუშოთ ნელ ცეცხლზე. როცა ლობიო კარგად მოიშუშება, ავურიოთ წვრილად დაჭრილი ქინძი, კამა, ოხრახუში და რეჰანი. შემდეგ დავასხათ კარგად ათქვეფილი კვერცხი. აღარ მოვურიოთ, ზემოდან თავი მოვუსწოროთ, ისევ გავაჩეროთ ცეცხლზე 5 წუთი და გადმოვდგათ.

ლობიო უფრო გემრიელი იქნება, თუ წყალს, რომელშიც ლობიო იხარშება, პირველი წამოდუღებისთანავე გადაღვრით. შემდეგ დაასხით ცივი წყალი, დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი ზეთი და მოხარშეთ.

ბადექონში გახვეული ხორცის რულეტი

მასალა: 1 კგ ხორცი, 1 თავი ხახვი, 2-3 კბილი ნიორი, 11 კვერცხი, 1 ბროწეული (ან კოწახური), 1 კგ ბადექონი, ნახევარ-ნახევარი ჩაის კოვზი ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, მარილი გემოვნებით.

მომზადება: საქონლის ხორცი ხახვთან და ნიორთან ერთად გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავუმატოთ უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, ბროწეულის მარცვლები, შავი პილპილი, მარილი, 1 კვერცხი და კარგად ავზილოთ. შემდეგ გავაბრტყელოთ, ზედ მწკრივად დავალაგოთ 10 მაგრად მოხარშული კვერცხი და გადავახვიოთ. გარედან კი შემოვახვიოთ ბადექონი. შევდგათ ტაფით ქურაში და შევწვათ საშუალო ცეცხლზე ჯერ ქვემოდან, შემდეგ ზემოდან.

ფარშირებული ბულგარული წიწაკა

წვრილად დაკეპილი კომბოსტო, სტაფილო, ხახვი მოვშუშოთ ზეთში. ამოვავსოთ ამ ფარშით გულამოცლილი წიწაკები და მჭიდროდ ჩავაწყოთ ქვაბში. მწიფე პამიდვრები გავატაროთ ხორცსაკეპში, დავამატოთ მარილი, დაფნა და სურნელოვანი პილპილი, დავასხათ წიწაკებს და ვშუშოთ, სანამ არ მოიხარშება. შემდეგ გავანაწილოთ ქილები და მოვხუფოთ.

ინდაურის ბარკალი ვაშლითა და კარტოფილით

მასალა: 4 ინდაურის ბარკალი (1,5 კგ), მარილი, პილპილი, 1 კგ კარტოფილი, 4 წითელი ვაშლი, 4 სუფრის კოვზი თაფლი, 4 სუფრის კოვზი მდოგვი.

მომზადება: გარეცხილი ხორცი შევამშრალოთ, წავუსვათ მარილი და პილპილი. მოვათავსოთ ცხიმწასმულ თუნუქით ფურცელზე და შევდოთ ქურაში 20 წუთი. 10 წუთის შემდეგ ბარკალი გადავაბრუნოთ. კარტოფილი გავფცქვნათ და დავჭრათ ნაჭრებად, დავამატოთ ინდაურს და მოვაყაროთ მარილი. ქურას დავუკლოთ სიმხურვალე 200 გრადუსამდე და გავაგრძელოთ შეწვა კიდევ 40 წუთი. შეწვისას კარტოფილის ნაჭრები რამდენჯერმე გადავაბრუნოთ. ვაშლს ამოვაჭრათ გული და დავჭრათ ნაჭრებად. თაფლი ავურიოთ მდოგვთან. ეს მასა ინდაურს წავუსვათ შეწვამდე 10 წუთით ადრე და დავამატოთ კარტოფილს ვაშლი.



კვერცხი ჰოლანდიურ სოუსში

მასალა: 10 პამიდორი, 10 კვერცხი, 50 გრამი კარაქი.

სოუსისთვის: 80 გრამი კარაქი, 4 კვერცხის გული, 1 ჩაის ჭიქა ხორცის ბულიონი, 1 ჩაის ჭიქა თეთრი მშრალი ღვინო, 1 ლიმონი, მარილი გემოვნებით.

მომზადება: პამიდორს მოვაჭრათ თავები, გული ამოვიღოთ, ამოვასუფთავოთ კოვზით, ჩავყაროთ შიგ მარილი და წიწაკა გემოვნებით. ღრმა ტაფაში გავადნოთ კარაქი, ჩავაწყოთ პამიდორი, დავახუროთ თავსახური. ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე დარბილებამდე ისე, რომ პამიდორმა ფორმა არ დაკარგოს. მოხარშული, გაფცქვნილი მთელ-მთელი კვერცხები მოვათავსოთ მოშუშულ პამიდვრებში. კვერცხიანი პამიდვრები დავაწყოთ გაშლილ ლანგარზე, ირგვლივ მოვუწყოთ სალათის ფოთლები და მოვასხათ ჰოლანდიური სოუსი.

სოუსის მომზადება: კარაქი და კვერცხის გულები ავსრისოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, შემოვდგათ ორთქლზე, განვაგრძოთ თქვეფა, თანდათან შევურიოთ ღვინოში გახსნილი ცხელი ბულიონი. როცა ბულიონი შესქელდება, ჩავამატოთ ლიმონის წვენი, მარილი გემოვნებით. სოუსი მომზადებისთანავე მოვასხათ კვერცხიან პამიდვრებს და მივიტანოთ სუფრაზე.

ხაშლამა

ახალგაზრდა მსუქანი საქონლის ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, გავრეცხოთ კარგად, ჩავაყაროთ ქვაბში და ვადუღოთ; დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი. დავუმატოთ დაფნის ფოთოლი, შავი პილპილის მარცვლები, ნივრის კბილები. როცა ხორცი კარგად მოიხარშება, შევაზავოთ მარილით. ქაფქირით ამოვიღოთ ლანგარზე, ზევიდან მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში და სუფრაზე ისე მივიტანოთ.

გოჭის კუჭმაჭი ნიგვზით

მასალა: კუჭმაჭი - 1 კილოგრამი; ხახვი - 2-3 თავი; ნიგოზი - 2 ჩაის ჭიქა; ქონდარი - 5-6 ძირი; ნიორი - 2 კბილი; ბროწეული - 1 ცალი; წიწაკა, ყვითელი ყვავილი, ქინძი, სუნელი - გემოვნებით.

კარგად გასუფთავებული, გარეცხილი კუჭმაჭი მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. შემდეგ ამოვიღოთ, გავაცივოთ და დავჭრათ წვრილ ოთხკუთხედ ნაჭრებად. ავურიოთ წმინდად დაჭრილი ხახვი, ქონდარი. დავნაყოთ ნიგოზი, წიწაკა, ყვითელი ყვავილი, ქინძი (ხმელი), უცხო სუნელი, ნიორი, გავხსნათ ბულიონში, დავამატოთ ძმარი (ან ბროწეულის წვენი), მარილი და ავურიოთ მოხარშულ კუჭმაჭში. თუ კუჭმაჭი ძალიან მშრალი გამოვიდა, დავამატოთ ბულიონი. სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ მარცვლებად დარჩეული ბროწეული.

თონის მჭადი

გაცრილი სიმინდის ფქვილისგან მოვზილოთ შედარებით მაგარი ცომი. დავყოთ პატარა ნაჭრებად, გავაბრტყელოთ, მივცეთ მოგრძო ფორმა და ჩავაკრათ გახურებულ თონეში. თონეს დავახუროთ ტომარა, შემდეგ მოვხადოთ იგი და მოვხსნათ გამომცხვარი მჭადები.

თონეში გამოსაცხობი მჭადის ცომი შეიძლება მოვზილოთ საფუარზე (ისევე, როგორც თონის პური), დავაყოვნოთ რამდენიმე ხანს, სანამ გაფუვდება ცომი, შემდეგ დავაგუნდავოთ პურის ფქვილში, მივცეთ მოგრძო ფორმა და ჩავაკრათ გახურებულ თონეში.

მჭადების გამოსაცხობად თონე უფრო ცხელი უნდა იყოს, ვიდრე პურისთვის.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online