| ქალი და მამაკაცი |

კულინარიული შედევრები
კულინარიული შედევრები
ბოსტნეულის სალათა ბრინჯით
მასალა:
ბრინჯი – 1 ჭიქა
პომიდორი – 3 ცალი
კიტრი – 3 ცალი
ბულგარული წითელი წიწაკა – 1 ცალი
ბარდა – 1/2 ჭიქა
ლიმონის წვენი – 1/2 ჭიქა
ზეთი – 1/2 ჭიქა
ოხრახუში, კამა, ზეთისხილი (უკურკო), მარილი – გემოვნებით
მომზადება: ბრინჯი მარილიან წყალში 15 წუთის განმავლობაში მოხარშეთ. გაწურეთ და გააციეთ. სოუსის მოსამზადებლად ათქვიფეთ ლიმონის წვენი, ზეთი და მარილი.
ბრინჯს შეურიეთ რგოლებად დაჭრილი კიტრი და ზეთისხილი, ბარდის მარცვლები, წვრილად დაჭრილი გაფცქვნილი პომიდორი, წიწაკის ნაჭრები, დაასხით მომზადებული სოუსი და აურიეთ. სალათა მწვანილებით მორთეთ.
ქათმის ხორცი თაფლით
მასალა:
ქათმის ფილე (პატარა ნაჭრებად დაჭრილი) – 500 გ
კვერცხი (ცილა) – 1 ცალი
სახამებელი – 40 გ
ხახვი – 2 თავი
ბულგარული წიწაკა – 1 ცალი
სტაფილო – 2 ცალი
თაფლი – 1/4 ჭიქა
მოხალული ნუში – 2 ს.კ.
ზეთი, მარილი და პილპილი – გემოვნებით
მომზადება: წინასწარ გახურებულ ტაფაში ჩაასხით ზეთი. დაჭრილი ფილე ნაწილ–ნაწილ ამოავლეთ ათქვეფილ ცილაში, შემდეგ სახამებელში და შეწვით მაღალ ალზე 4–5 წუთის განმავლობაში (სანამ ოქროსფერს არ მიიღებს). შემდეგ გადმოიღეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რომ დაიწრიტოს.
ხელახლა გაახურეთ ტაფა, დაამატეთ ცოტა ზეთი და აკეპილი ხახვი მოშუშეთ. დაამატეთ დაჭრილი ბულგარული წიწაკა, სტაფილო და შუშეთ 3–4 წუთი (თან მუდმივად ურიეთ).
შემწვარი ბოსტნეული ამოავლეთ თაფლში, დაამატეთ ნახევრადშემწვარი ფილე, აურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან. დაამატეთ მარილი, პილპილი და მოაყარეთ მოხალული ნუში. სუფრასთან მიიტანეთ ცხელი.
შემწვარი თევზი სოკოთი
მასალა:
თევზი – 800 გ
კარტოფილი – 600–700 გ
ყველი (გახეხილი) – 2–3 ს.კ.
კარაქი – 50 გ
არაჟანი – 100 გ
სოკო (გამხმარი) – 100 გ
სოკოს ბულიონი – 400 გ
ფქვილი – 1–2 ს.კ.
ხახვი – 1 თავი
პილპილი, მარილი – გემოვნებით
მომზადება: სოკო გარეცხეთ და მოხარშეთ. ბულიონი შეინახეთ. სოკო და ხახვი აკეპეთ და 30 გ კარაქში მოშუშეთ. ფქვილი აურიეთ კარაქში, გახსენით სოკოს ბულიონში და 10–15 წუთი დაბალ ცეცხლზე ადუღეთ. შემდეგ დაუმატეთ სოკო და ხახვი, მარილი, არაჟანი და წამოადუღეთ.
კარტოფილი გათალეთ და მსხვილ ნაჭრებად დაჭერით. თევზი გაასუფთავეთ, გარეცხეთ, დაჭერით ულუფებად, წამოადუღეთ, დაუმატეთ მარილი და პილპილი. ფორმას წაუსვით დარჩენილი კარაქი, დააწყვეთ თევზი, შემოუწყვეთ გარშემო კარტოფილი, მოასხით ხახვიანი და სოკოიანი სოუსი, მოაყარეთ გახეხილი ყველი და წინასწარ გახურებულ ჰაერღუმელში 20 წუთი გამოაცხვეთ.
ბადრიჯანი წიწაკით
მასალა:
ბადრიჯანი – 5 ცალი
ნიორი – 3–4 კბილი
წითელი დაფქული წიწაკა – 1 ჩ.კ.
ძმარი – 1 ჩ.კ.
წყალი – 2 ჩ.ჭ.
მარილი – 2 ჩ.ჭ.
ზეთი – შესაწვავად
მომზადება: ღრმა ჯამში 1,5 ჭიქა წყალი ჩაასხით და მასში მარილი გახსენით. ჩააწყვეთ მრგვლად დაჭრილი ბადრიჯნები ისე, რომ თითოეული იფარებოდეს და 1 საათი გააჩერეთ.
მანამდე მარინადი მოამზადეთ: ჯამში 0,5 ჭიქა ადუღებული წყალი ჩაასხით, ჩაუმატეთ ძმარი, წიწაკა და დანაყილი ნიორი.
ბადრიჯნები მარილწყლიდან ამოიღეთ, ცოტა გაწურეთ და ტაფაში ზეთში ორივე მხრიდან შეწვით. შემდეგ ბადრიჯნები მარინადში ჩააწყვეთ, მოურიეთ და სწრაფად ამოიღეთ ფართო ლანგარზე. სუფრასთან შეგიძლიათ კარტოფილის პიურესთან ერთად მიიტანოთ.
სოკო კარტოფილით
მასალა:
სოკო – 2 კგ
კარტოფილი – 1 კგ
ხახვი – 4 თავი
ქინძი, კამა – თითო კონა
ნიორი – 2 კბილი
ზეთი – 100 გ
მარილი, პილპილი – გემოვნებით
მომზადება: სოკო მოხარშეთ, გაწურეთ ცხაურში და პატარა ნაჭრებად დაჭერით. ხახვი აკეპეთ და ზეთში მოშუშეთ. კარტოფილი გათალეთ და მოხარშეთ.
მოშუშულ ხახვს სოკო დაუმატეთ, შემდეგ მწვანილები, დანაყილი ნიორი, შეაზავეთ მარილით, პილპილით და კერძიც მზადაა.

სიახლეები

|
დღის სიახლეები
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ყვავილოვანი კომბოსტო კიბოს წინააღმდეგ
კულინარიული შედევრები
ხილი დიაბეტის წინააღმდეგ
დიეტა მოგბეზრდათ? ნაყინი შეჭამეთ

ფასტფუდი დეპრესიას იწვევს
კულინარიული შედევრები
ნინო თოლორდავას ქმარი წელიწადში ორჯერ შემწვარი კვერცხით აბედნიერებს 

კულინარიული შედევრები
კულინარიული შედევრები
გია ბაღაშვილი: "ჩემმა ცოლმა ზუსტად იცის, როგორი კერძები უნდა მომიმზადოს!"
თქვენთვის, გურმანებო
გუშინ მაკარონი ხომ არ მოგიხარშავთ?
თქვენთვის, გურმანებო
თამუნა ლეკვეიშვილი: "საჭმელს ყოველთვის მოვალეობის მოხდის მიზნით ვაკეთებ"
თქვენთვის, გურმანებო
კულინარიული შედევრები 