| ქალი და მამაკაცი |

კულინარიული შედევრები
კულინარიული შედევრები
ხაჭოს კრემი მარწყვით
მასალა:
ხაჭო – 250 გ
რძე – 300 მლ
თაფლი – 80 გ
1/2 ლიმონის ცედრა
მარწყვი – 150 გ
პიტნის ფოთლები – გასაფორმებლად
მომზადება: ხაჭო რძესა და თაფლთან ერთად ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ ლიმონის ცედრა, ჩაუმატეთ მარწყვი და კიდევ 2–3 წუთი თქვიფეთ. სუფრასთან მიტანის წინ კრემი ლამაზ ჭიქებში გადაიტანეთ და მორთეთ მარწყვითა და პიტნის ფოთლებით.
შუკრუტი
მასალა:
ღორის ძვლიანი ხორცი – 800 გ
ღორის რბილი ხორცი – 800 გ
ღორის შებოლილი ნეკნები – 800 გ
შებოლილი ძეხვი და სოსისი – 600 გ
მჟავე კომბოსტო – 1,5 კგ
ხახვი – 2 თავი
მჟავე ჯიშის ვაშლი – 2 ცალი
პილპილი – 1 ს.კ.
მიხაკი – 1 ჩ.კ.
დაფნის ფოთოლი – 3 ცალი
თეთრი მშრალი ღვინო – 2 ს.კ.
მარილი, ზეთი – გემოვნებით
მომზადება: ღორის ძვლიანი ხორცი დაჭერით და შებოლილ ნეკნებთან ერთად 2 საათი ხარშეთ (შეგიძლიათ ბულიონს ჩაუმატოთ დაფნის ფოთოლი, ხახვი, ნიახურის ძირი). როცა მზად იქნება, ხორცი ამოიღეთ და ძვლებისგან გაათავისუფლეთ. ბულიონი ისევ ცეცხლზე გააჩერეთ და მანამ ადუღეთ, სანამ არ განახევრდება.
ღორის რბილი ხორცი წვრილად დაჭერით (1 სმ სიგრძეზე), ხახვი აკეპეთ, ვაშლი კი კუბიკებად დაჭერით. ქვაბში ზეთი ჩაასხით, გააცხელეთ და შიგ ხორცი მოშუშეთ. მზა ხორცი ცალკე გადაიტანეთ, ქვაბში კი დაჭრილი ძეხვი და სოსისი მოშუშეთ. როცა მოიშუშება, რბილ ხორცს შეურიეთ. ახლა ქვაბში ხახვი მოშუშეთ (თუ საჭიროა, ზეთი დაუმატეთ), შემდეგ ჩაუმატეთ ვაშლი და სანელებლები. მოურიეთ და თავდახურული 10–15 წუთი შუშეთ. შემდეგ დაუმატეთ მჟავე კომბოსტო, მოურიეთ, კარგად მოშუშეთ, ჩაუმატეთ 2 ჭიქა ბულიონი (ქვაბში არსებულ ინგრედიენტებს ბულიონი უნდა ფარავდეს), ზემოდან მოაწყვეთ ხორცეული (ფენა–ფენა ყველა, რაც მოამზადეთ), ძეხვი, სოსისი, მსუბუქად დააწექით ხელით, დააფარეთ სახურავი და დაბალ ცეცხლზე 10 წუთი გააჩერეთ. შემდეგ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში შედგით 1,5–2 საათით. ტრადიციულად მზა შუკრუტი სუფრასთან მოხარშულ კარტოფილთან ერთად მიაქვთ.
ცხვრის ხორცი ბადრიჯნით
მასალა:
ცხვრის ხორცი – 1,5 კგ
ბადრიჯანი – 3 ცალი
ხახვი – 2 თავი
ბულგარული წიწაკა – 4 ცალი
კარტოფილი – 5–6 ცალი
პომიდორი – 2–3 ცალი
ქინძი – 1 კონა
ზეთი, მარილი, წიწაკა, დაფქული წითელი პილპილი – გემოვნებით
მომზადება: ხორცი და ბოსტნეული გარეცხეთ. ხორცი წვრილად დაჭერით (3–3 სმ–იან ნაჭრებად). ტაფაში ზეთი ჩაასხით, გააცხელეთ, ჩააწყვეთ ხორცი და შეწვით (დაბალ ცეცხლზე, თან ურიეთ). ხახვი ნახევარრგოლებად დაჭერით, ჩაუმატეთ ხორცს, შეაზავეთ მარილით, წითელი პილპილით და წიწაკით. დააფარეთ სახურავი და დაბალ ალზე შუშეთ, პერიოდულად ურიეთ.
ბადრიჯანი კუბიკებად დაჭერით, მოათავსეთ ჯამში, მოაყარეთ მარილი და 20 წუთი გააჩერეთ.
კარტოფილი გათალეთ, ბულგარულ წიწაკას გულები ამოაცალეთ და ორივე ბოსტნეული კუბიკებად დაჭერით. პომიდორი რგოლებად დაჭერით.
ბადრიჯანი ცოტა გაწურეთ და მოშუშულ ხორცს მოაწყვეთ, შემდეგი ფენა ბულგარული წიწაკაა, ბოლოს კი კარტოფილი ჩაუმატეთ და მარილი მოაყარეთ. ცოტა ხანს დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ, შემდეგ მოაწყვეთ პომიდორი, მოაყარეთ პილპილი და წიწაკა. ტაფას სახურავი დააფარეთ და დაბალ ალზე ადუღებამდე მიიყვანეთ. შემდეგ ტაფა 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში შედგით (ძალიან დაბალ ცეცხლზე) 1,5–2 საათით. ამ დროის გასვლის შემდეგ ტაფას აკეპილი ქინძი ჩაუმატეთ და თავმოხდილი ღუმელში კიდევ ნახევარი საათი გააჩერეთ.
ქათმის ფილე ბოსტნეულით
მასალა:
ქათმის ფილე – 250 გ
კარაქი – 1 ს.კ.
სოიას სოუსი – 2 ს.კ.
არაყი – 4 ს.კ.
მჟაუნა, ყაბაყი, სტაფილო, ხახვი, ნიორი, ქინძი, კიტრი – გემოვნებით
კამა, პილპილი, ჯანჯაფილი, მარილი – გემოვნებით
მომზადება: ფილე წვრილად დაჭერით. ბოსტნეული აკეპეთ და კარაქში მოშუშეთ, თან ურიეთ. დაუმატეთ ფილე და კიდევ 10 წუთი შუშეთ. შემდეგ მოაყარეთ ჯანჯაფილი, მოასხით სოიას სოუსი და არაყი. შეაზავეთ კამით, მარილითა და პილპილით.

სიახლეები

|
დღის სიახლეები
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ყვავილოვანი კომბოსტო კიბოს წინააღმდეგ
კულინარიული შედევრები
ხილი დიაბეტის წინააღმდეგ
დიეტა მოგბეზრდათ? ნაყინი შეჭამეთ

ფასტფუდი დეპრესიას იწვევს
კულინარიული შედევრები
ნინო თოლორდავას ქმარი წელიწადში ორჯერ შემწვარი კვერცხით აბედნიერებს 

კულინარიული შედევრები
კულინარიული შედევრები
გია ბაღაშვილი: "ჩემმა ცოლმა ზუსტად იცის, როგორი კერძები უნდა მომიმზადოს!"
თქვენთვის, გურმანებო
გუშინ მაკარონი ხომ არ მოგიხარშავთ?
თქვენთვის, გურმანებო
თამუნა ლეკვეიშვილი: "საჭმელს ყოველთვის მოვალეობის მოხდის მიზნით ვაკეთებ"
თქვენთვის, გურმანებო
კულინარიული შედევრები 