| ქალი და მამაკაცი |

თქვენთვის, გურმანებო
თქვენთვის, გურმანებო
პამიდვრის სოუსი ინდურად
მასალა: 5-6 ხახვი, 12-15 პამიდორი, ძირა, 1 დაფნის ფოთოლი, კარაქი, 5-6 მიხაკი, მარილი, კოჭა (იმბირი), 1 სირჩა ბულიონი.
მომზადება: წვრილად დაჭრილი ხახვი მოვათავსოთ ქვაბში, დავუმატოთ ცოტა ძირა, დაფნის ფოთოლი, პამიდორი, კარაქის მოზრდილი ნაჭერი, მარილი, მიხაკი, დანაყილი იმბირი და ბულიონი. დავდგათ ცეცხლზე. დროდადრო მოვურიოთ. როდესაც სოუსი შესქელდება, გადავწუროთ საწურში. ეს სოუსი ოდნავ სქელი უნდა იყოს.
კარტოფილი ვერმიშელით
აიღე 1 საშუალო ზომის გაფრცქვნილი კარტოფილი, დაჭრი წვრილად , ამავდროულად მოხარშე ცოტაოდენი ვერმიშელი, რომ შეიწვება და მოიხარშება გადაიტანე ტაფაზე რომელზეც ზეთი ცხელდება.... კარტოფილს რომ გადაიტან ზემოდან მოახეხე ყველი, შემდეგ ვერმიშელი და კიდევ მოახეხე ყველი, მრგვლად დაჭრილი 1 პამიდორი დააწყვე ზემოდან და დაასხი მაიონეზი... დაახურე თავსახური, ცოტა ხნის შემდეგ დაასხი 2 გათქვეფილი კვერცხი.... ცოტა დაიბრაწოს და კერძი მზადაა.
კარტოფილი გემრიელად
ავიღოთ 1კგ. კარტოფილი, გავამზადოთ შესაწვავად; ავურიოთ აჯიკა. შევწვათ და დავდოთ თეფშზე. ავიღოთ კეტჩუპი და მაიონეზი. კეტჩუპი მოვასხათ კარტოფილს, მაიონეზი კი თეფშის ირგვლივ მოვასხათ. ავიღოთ 1თავი ხახვი და დავჭრათ. ავიღოთ ცოტა მწვანილი და ისიც დავჭრათ. ხახვი და მწვანილი მოვაყაროთ კარტოფილს და გემრიელად მივირთვათ.
ოკროშკა
მოვხარშოთ 3 საშუალო ზომის კარტოფილი, 3 კვერცხი და დავჭრათ წვრილად. ასევე დავჭრად 2 ცალი მოხარშული სოსისი ან რამოდენიმე ნაჭერი ძეხვი(დოქტორსკი), 1 ცოცხალი კიტრი და რამოდენიმე მჟავე კიტრი, მწვანე ხახვი, ცოტა ქინძი, კამა. მოვასხათ 1 ქილა მაწონი გახსნილი იგივე რაოდენობის წყალში. შევკმაზოთ მარილით და შავი პილპილით, კარგად მოვურიოთ და მივირთვად ცივად.
პიცა
თხლად გაპრტყელებული ცომი მოვათავსოთ ჟარუნაზე, მოვაყაროთ გახეხილი ყველი, მოვასხათ ტომატი,მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი პომიდორი და ხახვი, მოვარაროთ მწვანილები და კუბიკებად დაჭრილი ლორი, მოვასხათ მაიონეზი და გემოვნებით დავაყაროთ მარილი და პილპილი!
ცივი მაკარონი
მას: მაკარონი, მწიფე ატამი ან ანანასი, არაჟანი, ზეთი, პილპილი, მარილი.
მომზ: მაკარონი მოვხარშოთ, ზეთში შევბრაწოთ, გავაციოთ მაცივარში. მოვასხათ არაჟანი, წვრილად დაჭრილი ხილი, პილპილი და მარილი გემოვნებით.
მაკარონის სალათი
400 გრამი მაკარონი მოხარშეთ, მოშუშეთ ხახვი და პომიდორი შემდეგ დაამატეთ მაკარონი და შებრაწეთ. დაკუწეთ მოხარშული კვერცხი, კიბორჩხალები და დაამატეთ მაიონეზი. მარილი, მწარე წიწაკა და სანელებლები გემოვნებით უქენით.
მოთუშული კარტოფილი
მასალა: 1 კგ კარტოფილი, 4 თავი ხახვი, კარაქი, კამა, მარილი, პილპილი, ორეგანო. კარტოფილი დავჭრათ პატარა კუბიკებად და დავიწყოთ ხარშვა. ამ დროს დავჭრათ ხახვი გრძლად და კარაქში მოვხრაკოთ. კარტოფილს ცოტათი დავაკლოთ ხარშვა და გადმოვყაროთ ტაფაზე. დავამატოთ მარილი, პილპილი და ორეგანო გემოვნებით. როდესაც ოდნავ შეიბრაწება მოვაჭრათ ცოტაოდენი კამა.
"შემწვარი ბადრიჯანი მაიონეზით"
საჭირო მასალა: 1კგ-ბადრიჯანი. 200 გრამი მაიონეზი. 2 საშუალო ზომის ხახვი. 100 გრამი ქინძი. 4 კბილი ნიორი. მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით. შევწვათ ბადრიჯანი ზეთში,მოვთუშოთ ხახვი ,გავაგრილოთ. შემდეგ მაიონეზში ჩავაწყოთ შემწვარი ბადრიჯანი და დავუმატოთ მოთუშული ხახვი, ქინძი, ნიორი მარილი, წიწაკა და ავურიოთ.შემდეგ კი მივირთვათ ცივი.
კვერცხი მაიონეზით
საჭირო მასალა: 10ცალი კვერცხი,1 ქილა მაიონეზი, უცხო სუნელები, შავი წიწაკა, მარილი.
მაიონეზი გადმოვიღოთ თასში, დავამატოთ ადუღებული წყალი (1ყავის ჭიქა) გემოვნებით დავამატოთ უცხო სუნელები, მარილი და შავი პილპილი.
მოხარშული კვერცხები გავჭრათ შუაზე და ჩავაწყოთ მიღებულ მასაში
მაწვნის შეჭამანდი
წვრილად დაჭრილი 100გრ. ხახვი კარგად მოშუშეთ 100გრ. კარაქში. ვიდრე ხახვი მოიშუშება 1 ქილა მაწონში ათქვიფეთ 1 სუფრის კოვზი ფქვილი. მოშუშულ ხახვს დაასხით ნახევარი ლიტრი ცხელი წყალი და შემდეგ ნელ-ნელა ჩაუშვით შიგ გათქვეფილი მაწონი. თან ქვაბს განუწყვეტლივ ურიეთ, რათა წვენი არ აიჭრას. ადუღდება თუ არა ჩაახალეთ 2-3 ათქვეფილი მთელი კვერცხი. 3-4 წუთის დუღილის შემდეგ ქვაბი გადმოდგით ცეცხლიდან და ჩააყარეთ შიგ წვრილად დაჭრილი 100გრ. ქინძი ან კამა და მარილი გემოვნებით. კამით შეზავებული შეჭამანდი უხორცო წვენის გემოს ღებულობს. ქინძით შეზავებული კი ჩიხირთმის.
ერბოკვერცხი ღვიძლით
4 ც კვერცხი, 200 გრ საქონლის ღვიძლი, 30 გრ კარაქი, 1 თავი ხახვი, პილპილი, მარილი - გემოვნებით.
გასუფთავებული და გარეცხილი ღვიძლი მოვხარშოთ. დავჭრათ პატარ-პატარა ნაჭრებად, დავდოთ ტაფაზე, დავამატოთ მარილი, პილპილი, ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი, კარაქი და შევწვათ. დავასხათ ათქვეფილი კვერცხი, შევწვათ კვერცხის მზადყოფნამდე. მაგიდასთან მივიტანოთ იმავე ტაფით.
ერბოკვერცხი გატარებული ხორცით
4 ც კვერცხი, 200 გრ საქონლის ხორცი, 30 გრ კარაქი, 1 თავი ხახვი, 1 კბილი ნიორი, წიწაკა, ქინძი, პილპილი, მარილი - გემოვნებით.
საქონლის ხორცი გავრეცხოთ, დავჭრათ, გავატაროთ ხახვთან ერთად ხორცსაკეპ მანქანაში, დავამატოთ მარილი, პილპილი, დანაყილი წიწაკა, ნიორი, გადავურიოთ, გადავიტანოთ ცხიმიან ტაფაზე და შევწვათ. წვის პროცესში დავამატოთ ცოტა ცხელი წყალი. ათქვეფილ კვერცხს შევურიოთ წვრილად დაჭრილი ქინძი და დავასხათ შემწვარ ხორცს. ვწვათ კვერცხის მზადყოფნამდე.
მაგიდასთან მივიტანოთ იმავე ტაფით.
ცივი ბორში
600 გრ ჭარხალი, 300 გრ კარტოფილი, 200 გრ კიტრი, 2 ც კვერცხი, 100 გრ მწვანე ხახვი, 1/2 ჩაის ჭიქა არაჟანი, 30 გრ პირშუშხა, ღვინის ძმარი, მდოგვი, ოხრახუში, მარილი - გემოვნებით.
ჭარხალი გავრეცხოთ, თხლად გავფცქვნათ, დავჭრათ პატარა ოთხკუთხედებად, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ 8 ჩაის ჭიქა წყალი, დავამატოთ ღვინის ძმარი და ვხარშოთ 25-30 წუთი. ნახარში გავწუროთ და გავაცივოთ, გადავიტანოთ სუფთა ჭურჭელში.
მოხარშული ჭარხალი, მოხარშული, გაფცქვნილი, ოთხკუთხედებად დაჭრილი კარტოფილი, წვრილად დაჭრილი კვერცხი, მწვანე ხახვი, ოხრახუში, გახეხილი პირშუშხა, მდოგვი, პატარ-პატარა ოთხკუთხედებად დაჭრილი კიტრი და მარილი მოვათავსოთ ჭურჭელში, დავასხათ გაცივებული ჭარხლის ნახარში, დავამატოთ არაჟანი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
ინდაურის მკერდი მარინადში
მასალა: 1,5 კგ ინდაურის მკერდის ნაჭერი, 1 კონა ოხრახუში, 750 მლ დო, 2 სუფრის კოვზი დაკონსერვებული პირშუშხა, მარილი, პილპილი, 1 კონა მწვანე ხახვი პატარა თავებით, 3 სუფრის კოვზი ზეთი, 1 ჩაის კოვზი სახამებელი, 3 სუფრის კოვზი არაჟანი, 3 სუფრის კოვზი თეთრი ღვინო.
მომზადება: ოხრახუში დავჭრათ და ნახევარი დოს შევურიოთ. დავამატოთ პირშუშხა და სანელებლები. ხახვი დავჭრათ რგოლებად. მწვანე ნაწილი დოს დავამატოთ. თავები კი გადავდოთ. დავასხათ ხორცს დო, დავახუროთ და შევდგათ მთელი ღამით მაცივარში. შემდეგ ხორცი გავაშროთ და შევწვათ ზეთში. დავამატოთ დარჩენილი ხახვი და შევდგათ 150 გრადუსზე გახურებულ ქურაში 75 წუთის განმავლობაში. ქურაში შედგმიდან 30 წუთის შემდეგ მოვასხათ მარინადი. შეწვის შემდეგ ხორცი ამოვიღოთ და თბილად შევინახოთ. სოუსი შევანელოთ და შემდეგ სახამებლით შევასქელოთ. შევურიოთ არაჟანი, ღვინო და დარჩენილი ოხრახუში. ხორცის ნაჭრები დავალაგოთ თეფშზე და მოვასხათ სოუსი.
ღორის ხორცი პამიდვრითა და სატაცურით
მასალა: 700 გრამი ღორის ფილე, 1 სუფრის კოვზი კარაქი, 1 სუფრის კოვზი ზეთი, მარილი, პილპილი, 3 თავი ხახვი, 3 ხორციანი პამიდორი, 1 დაფნის ფოთოლი, 500 გრამი სატაცური (შეიძლება დაკონსერვებული), 2 სუფრის კოვზი გატარებული ოხრახუში, ოხრახუში მოსართავად.
მომზადება: გავაცხელოთ კარაქი და ზეთი ტაფაში და შევწვათ ხორცი. შევანელოთ მარილით, პილპილით. ხახვი დავჭრათ კუბიკებად და შევწვათ ცხიმში. პამიდორს მოვაცილოთ კანი, რბილობი დავჭრათ კუბიკებად და დავამატოთ ხორცს დაფნის ფოთოლთან ერთად. ვშუშოთ თავდახურული 20 წუთი. სატაცური დავჭრათ 20 სმ სიგრძის ნაჭრებად, მოვათავსოთ ფორმაში და მოვაყაროთ მარილი. ვშუშოთ თავდახურული კიდევ 15 წუთი სუსტ ცეცხლზე. შევურიოთ ბოსტნეულს გატარებული ოხრახუში და კიდევ ერთხელ შევანელოთ. ხორცი დავჭრათ თხელ ნაჭრებად და მივიტანოთ ბოსტნეულთან ერთად. მოვრთოთ ოხრახუშის ღერებით.
ღვეზელი პამიდვრით
მასალა: 300 გრამი ფენოვანი ცომი, 700 გრამი მწიფე პამიდორი, 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 300 გრამი იმერული ყველი, მარილი, პილპილი, 1 სუფრის კოვზი ძმარი, 1/2 ჩაის კოვზი ხმელი სუნელი, 2 სუფრის კოვზი დაკეპილი რეჰანი.
მომზადება: ფენოვან ცომს მივცეთ მრგვალი ფორმა და მოვათავსოთ ცხიმწასმულ ყალიბში. კანგაცლილი პამიდორი და ყველი დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად, დავალაგოთ ცომზე კრამიტისებურად, მონაცვლეობით. მოვაყაროთ მარილი, პილპილი, მოვასხათ ძმარი. შემდეგ ზეითუნის ზეთი, მოვაყაროთ სუნელი და რეჰანი. გამოვაცხოთ ქურაში ქვედა თაროზე 15-20 წუთი. ცხელივე მივიტანოთ სუფრაზე.
ვარია ისრიმის საწებლით
მასალა: 3 მტევანი მკვახე ყურძენი, 1 კგ მაყვალი, ქინძი, კამა, ნიორი, მარილი გემოვნებით.
მომზადება: მაყვალი და ისრიმი (მკვახე ყურძენი) ცალ-ცალკე გავსრისოთ, გავწუროთ, ორივე წვენი ავურიოთ ერთმანეთში, დავუმატოთ დანაყილი ქინძი, კამა, ნიორი, მარილი. შემწვარი ვარია დავჭრათ და საწებელში ჩავაწყოთ.
რულეტი
მასალა: 4 კვერცხი, 1/2 ჩაის ჭიქა შაქარი, 1 ჩაის ჭიქა ფქვილი.
მომზადება: წინასწარ გავაცხელოთ ღუმელი 180 გრადუსამდე. თასში ავთქვიფოთ კვერცხი შაქართან ერთად ერთგვაროვანი ჰაეროვანი მასის მიღებამდე. ჩავდგათ თავი მდუღარე წყლიან ჭურჭელში, თან ვთქვიფოთ. როდესაც მასა შესქელდება და ღია ფერს მიიღებს, გადმოვდგათ ცეცხლიდან. თქვეფა არ შევწყვიტოთ მასის გაცივებამდე. ფრთხილად შევურიოთ ფქვილი ხის კოვზით.
თუნუქის ფირფიტაზე მოვათავსოთ პერგამენტის ქაღალდი და მასზე გადმოვიღოთ ცომი. შევუსწოროთ ნაპირები და გამოვაცხოთ.
მოვაყაროთ პერგამენტის ქაღალდზე შაქრის ფხვნილი. ფრთხილად გადმოვაბრუნოთ მასზე ბისკვიტიანი თუნუქის ფირფიტა. გამომცხვარ ბისკვიტს ჩამოვაჭრათ გვერდები, წავუსვათ რომელიმე ჯემი და ფრთხილად დავახვიოთ. მივცეთ რულეტის ფორმა.
სავარენი ცოცხალი კენკრით
(ფრანგული ტორტი)
მასალა: 1 სუფრის კოვზი მშრალი საფუარი, 2,5 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი, 6 სუფრის კოვზი ოდნავ თბილი რძე, 2 ჩაის ჭიქა ფქვილი, მარილი, 4 კვერცხი, 0,5 ჩაის ჭიქა დარბილებული კარაქი, 0,5 ჩაის ჭიქა თაფლი, 4 სუფრის კოვზი წყალი, 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, 2 სუფრის კოვზი რომი, 3 სუფრის კოვზი გარგარის ჟელე, 2/3 ჩაის ჭიქა ნაღები, 125 გრამი ახალი კენკრა.
მომზადება: გავხსნათ საფუარი 2 სუფრის კოვზი შაქართან ერთად 1 სუფრის კოვზ რძეში. დავუმატოთ 1 სუფრის კოვზი ფქვილი. დავაფაროთ და გავაჩეროთ 15 წუთი. დარჩენილ ფქვილს დავუმატოთ მარილი და შაქრის ფხვნილი, საფუვრიანი ცომი, კვერცხი, კარაქი და მოვზილოთ ცომი. შემდეგ გადავიტანოთ ცხიმწასმულ ფორმაში და დავდგათ თბილ ადგილზე 30 წუთით. გამოვაცხოთ 200 გრამდე გაცხებულ ღუმელში 35 წუთის განმავლობაში.
მზა ბისკვიტი ჩაჩხვლიტოთ რამდენიმე ადგილას.
გავათბოთ თაფლი, წყალი და ლიმონის წვენი. ვადუღოთ 3 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავუმატოთ რომი და მოვასხათ გაცივებულ ტორტს კოვზით. გარგარის ჟელე გავათბოთ და წავუსვათ ტორტს.
ავთქვიფოთ ნაღები სანამ არ შესქელდება და მოვრთოთ ტორტი. შემდეგ შევალამაზოთ კენკრით.
პრაღის ტორტი
მასალა: 2 ქილა კაკაოიანი შესქელებული რძე, 2 ქილა არაჟანი (400 გრამი), 6 კვერცხი, 2 ჩაის ჭიქა შაქარი, 3,5 ჩაის ჭიქა ფქვილი, 2 ჩაის კოვზი სოდა, 500 გრამი კარაქი.
მომზადება: კვერცხისა და შაქრისაგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, ჩავამატოთ არაჟანი, სოდა, 1 ქილა შესქელებული რძე, ჩავაყაროთ ფქვილი, ვანილი. მოვზილოთ თხელი ცომი. გავყოთ 3 ნაწილად. გამოვაცხოთ ცხიმწასმულ თუნუქის ფირფიტაზე ცალ-ცალკე. ცხვება ძალიან სწრაფად (15-20 წუთი), საშუალო ცეცხლზე. კრემისთვის ავთქვიფოთ კარაქი გათეთრებამდე, შევურიოთ კაკაოიანი შესქელებული რძე ნელ-ნელა. ავურიოთ კარგად და გამოვიყენოთ ზევიდან წასასმელად. ფენებშუა კი წავუსვათ შემდეგი კრემი: 1/2 ჩაის ჭიქა შაქარი ავურიოთ 1/2 ჩაის ჭიქა ფქვილში და 1/2 ლიტრ რძეში. ავადუღოთ. შემდეგ შევურიოთ 100 გრამი კარაქი.
როდესაც დავაპირებთ ნამცხვრის ცხობას, უნდა გავცრათ ინგრედიენტები - ნამცხვარი ან ტორტი უფრო ჰაეროვანი გამოვა.
ნამცხვარი "შავფეხა"
მასალა: 300 გრამი კარაქი, 2 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, 1 ჩაის ჭიქა ნიგოზი, 1 ჩაის ჭიქა რძე, 1 ჩაის ჭიქა ბლის მურაბა, 5 ჩაის ჭიქა ფქვილი, 2 ჩაის კოვზი დარიჩინი, 1 ჩაის კოვზი სოდა.
მომზადება: გავადნოთ კარაქი და შევურიოთ კვერცხისა და შაქრისგან მომზადებულ გოგლი-მოგლს, დავუმატოთ რძე, დარიჩინი, მურაბა, ნიგოზი. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის ცილა და ნელ-ნელა შევურიოთ ძირითად მასას. ბოლოს შევურიოთ ფქვილი. მოვზილოთ ცომი, დავდოთ ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე და გამოვაცხოთ.

სიახლეები

|
დღის სიახლეები
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ყვავილოვანი კომბოსტო კიბოს წინააღმდეგ
კულინარიული შედევრები
ხილი დიაბეტის წინააღმდეგ
დიეტა მოგბეზრდათ? ნაყინი შეჭამეთ

ფასტფუდი დეპრესიას იწვევს
კულინარიული შედევრები
ნინო თოლორდავას ქმარი წელიწადში ორჯერ შემწვარი კვერცხით აბედნიერებს 

კულინარიული შედევრები
კულინარიული შედევრები
გია ბაღაშვილი: "ჩემმა ცოლმა ზუსტად იცის, როგორი კერძები უნდა მომიმზადოს!"
თქვენთვის, გურმანებო
გუშინ მაკარონი ხომ არ მოგიხარშავთ?
თქვენთვის, გურმანებო
თამუნა ლეკვეიშვილი: "საჭმელს ყოველთვის მოვალეობის მოხდის მიზნით ვაკეთებ"
თქვენთვის, გურმანებო
კულინარიული შედევრები 